27 ივლისი, შაბათი, 2024

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

spot_img

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსის თემა იყო – „რატომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელ დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ცოდნა?“ შეჯიბრი zoom-ის პლატფორმაზე, ონლაინ რეჟიმში შედგა.

I ადგილი დაიკავა მარიამ ბოკუჩავამ (თბილისის დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“); II და III ადგილებზე გავიდნენ დავით სეფაშვილი (ყვარლის №2 საჯარო სკოლა) და ნიკა ქავთარაძე (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის №53 საჯარო სკოლა); IV ადგილზე გამსვლელი 18 ქულა 9 მოსწავლემ დააგროვა – ანანო ჯაფარიძემ (მესტიის წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია), გიორგი სანიკიძემ (ზუგდიდი, აფხაზეთის №1 საჯარო სკოლა), ელენე კიკოლაშვილმა (თბილისის დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“), ლანა ქიმერიძემ (ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლა), ლიანა ედიშერაშვილმა (კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლის საჯარო სკოლა), ლინა კურტანიძემ (ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლა), მარიამ შომახიამ (აბაშის №2 საჯარო სკოლა), ნინო ხიდაშელმა (თბილისის №191 საჯარო სკოლა) და ქეთევან შუღლიაშვილმა (გორის №12 საჯარო სკოლა).

41 ფინალისტის ნამუშევრიდან შეირჩა 12 საუკეთესო ესე, რომელთა ავტორებსაც დიპლომები, ეროვნული არქივის გამოცემების კომპლექტები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ. ეროვნული არქივის გამოცემებით დაჯილდოვდებიან დანარჩენი ფინალისტებიც. პროექტის ყველა მონაწილე სერტიფიკატს მიიღებს.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და, ამ დრომდე, მასში 800-მდე საჯარო და კერძო სკოლის 4500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები