22 დეკემბერი, კვირა, 2024

ეროვნული აკადემიური აღიარების საინფორმაციო ქსელის (ENIC-NARIC) საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი

spot_img

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო სერვისების განვითარების სამსახურის მიერ შექმნილი თვითშეფასების ანგარიშის საფუძველზე, ცენტრში, ევროპული საინფორმაციო ცენტრებისა და

ვიზიტის ფარგლებში, ცენტრს სტუმრობდნენ ლატვიისა და ბოსნია და ჰერცოგოვინას სააგენტოების წარმომადგენლები.

ცენტრის მიერ მომზადებული თვითშეფასების მიზანს წარმოადგენდა – საგანმანათლებლო სერვისების მიწოდების კუთხით არსებული პრაქტიკის ანალიზი და ლისაბონის კონვენციის კრიტერიუმებთან მისი შესაბამისობის დადგენა და გასავითარებელი მხარეების იდენტიფიცირება.

თვითშეფასების ინსტრუმენტი 6 სტანდარტისგან შედგება და ცენტრის მიერ მიზანშეწონილი იყო ამ სტანდარტების სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

თვითშეფასების პროცესის განხორციელება რეკომენდირებულია ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.

შეხვედრაზე ექსპერტებმა დეტალურად მიმოიხილეს და დადებითად შეაფასეს ცენტრის საგანმანათლებლო სერვისების განვითარების სამსახურის თვითშეფასების ანგარიში.

მიღებული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება სამომავლო სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში.

საერთაშორისო ექსპერტებმა ასევე გამოკვეთეს ცენტრში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, რომლებიც გაზიარებული იქნება ასევე სხვა სააგენტოებთანაც.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები