21 ივლისი, კვირა, 2024

ერ­თხელ ზღა­პარ­ში

spot_img
მარიამ გოგიშვილი
სსიპ  ქუ­თა­ი­სის №36 სა­ჯა­რო სკო­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. ისი­ნი ერთ სივ­რ­ცე­ში აერ­თი­ა­ნე­ბენ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებს, თი­თო­ე­უ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბით მი­ღე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა კი ნამ­დ­ვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო და შთამ­ბეჭ­და­ვია. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ეძ­ლე­ვა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის სრუ­ლად რე­ა­ლი­ზე­ბის საშუალე­ბა. ვფიქ­რობ, სწო­რედ ეს არის მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიდ­გო­მა, რო­დე­საც ვა­ღი­ა­რებთ, რომ ყვე­ლა მოს­წავ­ლე უნი­კა­ლუ­რია თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, აკა­დე­მი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­თა და სწავ­ლის სტი­ლით, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნ­და იქ­ნეს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის დროს.

ჩვე­ნი სკო­ლის მი­ზა­ნია კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­რე­მოს შექ­მ­ნა, რად­გან სწო­რედ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პებ­მა მოგ­ვ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბით, ისე დავ­გეგ­მოთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, რომ ჰარ­მო­ნი­ა­ში მო­ვი­დეს კლას­სა და სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­ვო­ბებ­თან.

სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი სკო­ლა არა­ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბას მარ­თავს. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც წლე­ვან­დე­ლი წე­ლი აღ­მოჩ­ნ­და. მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა დი­დი სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებ­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბო­და ჩარ­თუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და უნა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ეს ეხე­ბო­და რო­გორც ტი­პურ, ისე სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს. უნ­და აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ ჩვენ­თ­ვის პირ­ვე­ლი იყო ამ მას­შ­ტა­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­შიც სრუ­ლად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი რო­გორც შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე, ისე სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი, მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, ინ­ტე­რე­სე­ბის, ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მზა­დე­ბის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი, ამავ­დ­რო­უ­ლად, სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო აღ­მოჩ­ნ­და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და ჩვენ­თ­ვის. და­ი­გეგ­მა ერ­თობ­ლი­ვი შეხ­ვედ­რე­ბი, რომ­ლებ­საც ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თან, ქალ­ბა­ტონ ქე­თე­ვან გუ­ბე­ლა­ძეს­თან ერ­თად, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მშობ­ლე­ბი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ.

დე­ტა­ლუ­რად გა­ვი­ა­რეთ თი­თო­ე­უ­ლი სა­კითხი, სა­კონ­ცერ­ტო ნომ­რე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბა და დრო. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი იყო მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი, რა­თა მაქ­სი­მა­ლუ­რად შეგ­ვექ­მ­ნა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­რე­მო. შე­ირ­ჩა ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი სივ­რ­ცე და მოხ­და მი­სი ადაპ­ტი­რე­ბა; სწო­რად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შე­იქ­მ­ნა და გა­ნა­წილ­და სხვა­დას­ხ­ვა დე­კო­რა­ცია, შე­ირ­ჩა შე­სა­ბა­მი­სი გა­ნა­თე­ბა. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­იკ­ვე­თა ჩე­მი, რო­გორც სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის, ჩარ­თუ­ლო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთ მო­ნა­წი­ლედ, რაც თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის კი­დევ უფ­რო სა­სი­ხა­რუ­ლო და მო­ტი­ვა­ცი­ის მიმ­ცე­მი აღ­მოჩ­ნ­და.

მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დეთ, ზღაპ­რუ­ლი გა­რე­მო შეგ­ვექ­მ­ნა, რაც, ვფიქ­რობ, ნამ­დ­ვი­ლად გა­მოგ­ვი­ვი­და. სცე­ნა­ზე ერ­თ­მა­ნეთს ენაც­ვ­ლე­ბო­და ხალ­ხუ­რი და სა­ეს­ტ­რა­დო სიმ­ღე­რე­ბი, სა­მეჯ­ლი­სო თუ ხალ­ხუ­რი ცეკ­ვე­ბი, სა­ბა­ლე­ტო ნომ­რე­ბი… თი­თო­ე­უ­ლი სა­კონ­ცერ­ტო ნომ­რის შეს­რუ­ლე­ბი­სას სრუ­ლად იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა. მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ, არა მხო­ლოდ სა­კონ­ცერ­ტო ნომ­რე­ბი ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ მა­ყუ­რებ­ლე­ბი­სათ­ვის, არა­მედ გა­ეც­ნოთ თა­ვი­ან­თი შე­მოქ­მე­დე­ბა და ნა­მუ­შევ­რე­ბი. ვი­ხი­ლეთ მა­თი შექ­მ­ნი­ლი ნა­ხა­ტე­ბი, მო­ვის­მი­ნეთ ნორ­ჩი პო­ე­ტის მი­ერ და­წე­რი­ლი ლექ­სი, რო­მელ­მაც დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს ყო­ვე­ლი­ვე მაქ­სი­მა­ლუ­რად ჰარ­მო­ნი­უ­ლად ერ­წყ­მო­და ერ­თ­მა­ნეთს.

ღო­ნის­ძი­ე­ბა მიზ­ნად ისა­ხავ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, მათ­თან მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის, მშობ­ლე­ბი­სა და თა­ნა­ტო­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. და რაც მთა­ვა­რია, დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ი­ნა­ხა რამ­ხე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და პო­ტენ­ცი­ა­ლია თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლე­ში.

იდე­ამ, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა თუ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ერ­თი ზღაპ­რუ­ლი დღე გვე­ჩუ­ქე­ბი­ნა, ნამ­დ­ვი­ლად გა­ა­მარ­თ­ლა. იყო ბევ­რი სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლი, და­დე­ბი­თი ემო­ცია და წუ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში.

მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­მა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა ყვე­ლას, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მაც გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლას სჭირ­დე­ბა.

 

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები