ტესტის საგამოცდო ვარიანტები მომზადებულია იმ საგამოცდო ტესტების აკადემიური და ფსიქომეტრიული პარამეტრებით, რომლებსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გთავაზობთ.
⇓⇑ გაითვალისწინეთ, რომ ეს ტესტები არ არის საგამოცდო ვარიანტების ზუსტი ვერსიები!!!
⇓⇑ მომზადებულია როლანდ ხოჯანაშვილის მიერ.
🔎ერთქულიანი ტესტები კონსტიტუციიდან
ტესტი N1 (1)
დირექტორმა სამეურვეო საბჭოსთან განსახილველად წარადგინა საკითხი ერთ-ერთი თანამშრომლის აღმსარებლობასთან დაკავშირებით. დირექტორმა აღნიშნა, რომ აღნიშნული პედაგოგი სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მისთვის გაურკვეველ ჯგუფთან ერთად ეწევა რელიგიურ მსახურებას, რის გამოც მოსწავლეებსა და მათ მშობლებს აქვთ შეკითხვები. ამის შემდეგ სამეურვეო საბჭოს წევრებს სთხოვა, გამოეთქვათ მოსაზრებები. შეარჩიეთ პასუხი, რომელიც არაკონსტიტუციურია.
- ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება.
- რწმენის უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
- დაუშვებელია ადამიანის დევნა რწმენის, აღმსარებლობის ან სინდისის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.
- პედაგოგს ეზღუდება მკაფიოდ გამოხატვა რელიგიური კუთვნილებისა. მას აქვს უფლება, რელიგია, რელიგიური სიმბოლიკები გამოიყენოს მხოლოდ აკადემიური მიზნებით.
ტესტი N1 (2)
მასწავლებლებმა ერთ-ერთი მოსწავლის მიმოწერისა და მონახულებული გვერდების ისტორია ფარულად ნახვა გადაწყვიტეს ეჭვის საფუძველზე. მათ ჩათვალეს, რომ მოსწავლე აკრძალულ ვებ-გვერდების ვიზიტორი და მომხმარებელი იყო. პედაგოგებმა გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს სკოლის დირექციას. შეარჩიეთ პასუხი, რომელიც ყველაზე მეტად ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას.
- ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია.
- მოსწავლის მიმოწერა და მონახულებული ვებ-გვერდების ისტორია, რომლებიც საეჭვოა, მოსწავლის მიერ იქნებოდა წაშლილი და ვერაფერს გაარკვევდნენ ფარული მონახულებით.
- ფარულ გადამოწმებაში უნდა ჩარეულიყვნენ მშობლები, სხვაგვარად მასწავლებლების ქმედება ანტიკონსტიტუციური იქნებოდა.
- ეჭვის შემთხვევაში, მოსწავლის მიმოწერა და მონახულებული ვებ-გვერდების ისტორია უნდა გადაამოწმოს მანდატურის სამსახურმა.
ტესტი N1 (3)
დირექტორმა ერთ-ერთი თანამშრომელი დაიბარა და აუხსნა, რომ სამსახურის შემდეგ ის შეამჩნიეს ალკოჰოლური სასმელების სარეკლამო ფლაერების გავრცელებაში, რაც ალკოჰოლიზმის პროპაგანდაა და დაუშვებელია საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის მიერ. შეარჩიეთ პასუხი, რომელიც ყველაზე მეტად ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას.
- ალკოჰოლური და სიცოცხლისთვის საშიში ნივთებისა თუ პროდუქტების რეკლამირება დაუშვებელია საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის მხრიდან.
- ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.
- ამგვარი ქმედება არღვევს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს.
- ამგვარი ქმედება არღვევს მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მოთხოვნებს.
ტესტი N1 (4)
დირექტორმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ის პიესა გააკრიტიკა, რომელიც დრამატულმა თეატრმა გამოიყენა სპექტაკლისთვის. დირექტორმა მასწავლებელს უხამსი ლექსიკის გამოყენება დაგმო და კატეგორიულად მოითხოვა, რომ სამომავლოდ, თუ სპექტაკლი ისევ ამავე პიესის საფუძველზე გაიმართებოდა, აუცილებლად შეცვლილიყო ნორმირებული ლექსიკით უხამსი სიტყვები. შეარჩიეთ პასუხი, რომელიც ყველაზე მეტად ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას.
- უხამსი ლექსიკის შემოქმედებით პროდუქტებში გამოყენება დაუშვებელია საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის მხრიდან.
- ამგვარი ქმედება არღვევს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს.
- არღვევს ამგვარი ქმედება მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მოთხოვნებს.
- შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.
ტესტი N1 (5)
სკოლის ადმინისტრაციამ თანამშრომლებს აუკრძალა რადიკალურად განწყობილი პროფესიულ კავშირთან ურთიერთობა და წევრობა. ჩამოთვლილთაგან, რომელია სწორი პასუხი?
- გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია კონსტიტუციით.
- რადიკალურად განწყობილი გაერთიანებების წევრობა მასწავლებლებისთვის აკრძალულია კონსტიტუციით.
- პროფესიულ კავშირთან ურთიერთობა და წევრობა უნდა შეთანხმდეს სკოლის ადმინისტრაციასთან .
- მასწავლებელი შეიძლება მხოლოდ იმ პროფესიული კავშირის წევრი იყოს, რომელიც აღიარებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.