3 დეკემბერი, შაბათი, 2022

ერთქულიანი ტესტები ბავშვთა უფლებების შესახებ

spot_img

ტესტის საგამოცდო ვარიანტები მომზადებულია იმ საგამოცდო  ტესტების აკადემიური და ფსიქომეტრიული პარამეტრებით, რომლებსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გთავაზობთ.

⇓⇑ გაითვალისწინეთ, რომ ეს ტესტები არ არის საგამოცდო ვარიანტების ზუსტი ვერსიები!!!

⇓⇑ მომზადებულია როლანდ ხოჯანაშვილის მიერ.

🔎ერთქულიანი ტესტები ბავშვთა უფლებების შესახებ

ტესტი N2 (1)

სკოლაში მისულ მოსწავლეს აშკარად ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის კვალი. კლასის დამრიგებელმა სკოლის ადმინისტრაციასა და მშობლებს აცნობა ამასთან დაკავშირებით. მშობლების სკოლაში გამოცხადების დროს ბავშვმა განაცხადა, რომ მასზე მშობლები ძალადობენ რეგულარულად და სცემენ, რაც მშობლებმა უარყვეს. მათ აღნიშნეს, რომ მათი შვილი შშმ პირის სტატუსის მატარებელია და დასაჯერებელი არაა მისი ნათქვამი. დირექციის რომელი მოსაზრებაა მართებული?

  1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსიდან გამომდინარე, მშობლების პოზიციაა სწორია და მოსწავლის ფიზიკური თვითდაშავების ფაქტი არასაოჯახო გარემოში მოხდებოდა.
  2. დაუშვებელია ბავშვის ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა გარემოების საფუძველზე შეზღუდვა და ბავშვის საკითხებზე სათანადოდ მომზადებული სპეციალისტების მიერ წარმართული გასაუბრებით უნდა დადგინდეს სიმართლე.
  3. ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მის რომელიმე უფლებას ეხება ან გავლენას მოახდენს მის რომელიმე უფლებაზე, და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.
  4. ა) მხოლოდ 1. ბ) მხოლოდ 2.   გ) მხოლოდ 1 და 2.   დ)მხოლოდ 2 და 3.

ტესტი N2 (2)

საჯარო სკოლის მოსწავლემ გადაწყვიტა, რომ ბავშვთა რეგისტრირებული ორგანიზაციის წევრი გახდეს. ამის შესახებ მან აცნობა სკოლის ადინისტრაციას, რომლისგანაც მიიღო პასუხი. ჩამოთვლილთაგან, რომელიც მოსაზრება არის სწორი?

  1. ყველა ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს გაერთიანების უფლებით.
  2. ყველა ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს მხოლოდ იმ გაერთიანების წევრობით, რომელიც სკოლაშია მოსწავლეთა თვითმმართველობის სახით წარმოდგენილი. სხვაგვარად სკოლა ვერ გააკონტროლებს, რამდენად უსაფრთხო იქნება მოსწავლისთვის სხვა ორგანიზაციის წევრობა.
  3. სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლისგან მოითხოვა შემდეგი საბუთები სხვა ორგანიზაციის წევრად გახდომისთვის: მშობლების ნებართვა, ბავშვთა რეგისტრირებული ორგანიზაციის რეპუტაციის ამსახველი დოკუმენტაცია და ფინანსური დოკუმენტაციის ასლები, ბავშვის სამოტივაციო წერილი გაერთიანების სურვილის გამო (რათა სკოლას არ დაეკისროს  პასუხისმგებლობა პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში).
  4. ა) მხოლოდ 1. ბ) მხოლოდ 2.   გ) მხოლოდ 1 და 2.   დ)მხოლოდ 2 და 3.

ტესტი N2 (3)

მოსწავლეთა თვითმმართველობამ სკოლის ადმინისტრაციას მიმართა მოთხოვნით, რომ სამი გაკვეთილის შემდეგ ე.წ. „დიდი დასვენების“ დრო გაორმაგებულიყო. სკოლის ადმინისტრაციისგან მოთხოვნაზე გაიცა პასუხი. შეარჩიეთ პასუხთაგან ისეთი, რომელიც არაა მართებული.

  1. ბავშვს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლასა და თავისუფალ დროს შორის ბალანსის დაცვა.
  2. ბავშვს არ აქვს უფლება, მოითხოვოს სწავლასა და თავისუფალ დროს შორის ბალანსის დაცვა, რადგან მას არეგულირებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება.
  3. ბავშვს არ აქვს უფლება, მოითხოვოს სწავლასა და თავისუფალ დროს შორის ბალანსის დაცვა, რადგან მას აკონტროლებს სკოლის შინაგანაწესი.
  4. ა) მხოლოდ 1. ბ) მხოლოდ 2.   გ) მხოლოდ 1 და 2.   დ)მხოლოდ 2 და 3.

ტესტი N2 (4)

სოციალური მინდობით აღსაზრდელის დანაზოგი მიმნდობმა ბავშვთან შეთანხმებით შეინახა ანაბარის სახით კომერციულ ბანკში. ქმედება

  1. არასწორია, რადგან არასრულწლოვნისთვის არ შეიძლება ფინანსური ოპერაციების განხორციელება სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. სწორია, რადგან ბავშვის ქონების განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  3. არასწორია, რადგან მოსალოდნელი ინფლაციის გამო ბავშვმა, შესაძლოა, სრულად დაკარგოს დანაზოგი.
  4. არასწორია, რადგან ფინანსური ოპერაციების განხორციელება შესაძლოა მხოლოდ არამინდობით მცხოვრები ბავშვებისთვის, მშობლების თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ტესტი N2 (5)

ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს:

  1. სოციალური მუშაკის შუამდგომლობით სასამართლო.
  2. სკოლის მანდატურის შეტყობინების საფუძველზე სასამართლო.
  3. სკოლის მანდატურის შეტყობინების საფუძველზე მანდატურის სამსახური.
  4. სკოლის დირექტორის, კლასის დამრიგებლისა და მანდატურის შეტყობინების საფუძველზე მანდატურის სამსახური.

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები