27 ივლისი, შაბათი, 2024

ერთობლივი პროექტები და სამომავლო გეგმები

spot_img

საქართველოში ვიზიტის დასასრულს გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი, ფილიპ კორი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან საქართველოში, ღასან ხალილთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს შეხვდა.

მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს და განხორციელებული ინიციატივების ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაფასეს. ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მასწავლებლების ვაქცინაცია, COVID-19-ის გავლენა განათლების პროცესზე, სასკოლო კვების პროგრამა და ინოვაციური და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდს პანდემიის პერიოდში განათლების სისტემისთვის გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის. მან განსაკუთრებით გამოყო ქვეყანაში დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესში UNICEF-ის თანადგომა, რამაც ხელი შეუწყო უმოკლეს დროში სისტემის ახალ რეალობასთან ადაპტირებას.

მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ვაქცინაციის ხელშეწყობის კუთხით ფონდისა და სამინისტროს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე: „სწორედ ერთობლივი ძალისხმევისა და თანმიმდევრული ღონისძიებების შედეგად, ორ თვეში, ვაქცინირებულ მასწავლებელთა რიცხვი 9%-დან 70%-მდე გაიზარდა. დღეს სკოლა ყველაზე უსაფრთხო ადგილიa Covid-19-ის გავრცელების კუთხით, რადგან გარდა ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლისა, სისტემატურად მიმდინარეობს მასწავლებელთა ტესტირება და ინფექციის გამოვლენისთანავე ხდება მყისიერი რეაგირება.“

მიხეილ ჩხენკელმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა კვების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა * სამინისტროს ორგანიზებით შეიქმნა სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც მუშაობს სასკოლო კვების კონკრეტულ მოდელებზე. აღსანიშნავია, რომ პროექტს სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარუდგენს პრემიერ-მინისტრს.

ფილიპ კორიმ და ღასან ხალილმა დადებითად შეაფასეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქმედითი ნაბიჯები პანდემიის დროს. გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი მოსწავლეთა კვების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად როგორც სოციალური თვალსაზრისით, ასევე მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მხრივ.

მხარეებმა სკოლებში ციფრული ტექნოლოგიებისა და დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების განვითარების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ წამატებით მიმდინარეობს „Minecraft Education Edition“-ის დანერგვის პროცესი, რომელიც სწავლების მეთოდოლოგიას გააუმჯობესებს და ახალგაზრდებს თანამედროვე განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს. მაინკრაფტი მოსწავლეებს ისეთი უნარების განვითარებაში ეხმარება, როგორიცაა გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია, კრიტიკული და სისტემური აზროვნება, პრობლემების გადაჭრა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განვითარების სპეციალისტი ანა ჯანელიძე.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები