27 ივლისი, შაბათი, 2024

ერთი შეხედვით უსაფრთხო პიროტექნიკა, არასწორი გამოყენების შემთხვევაში, სავალალო შედეგებს იძლევა

spot_img

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პიროტექნიკის მავნე გავლენის შესახებ საკუთარ ფესიქბუქგვერდზე პოსტს აქვეყენებს და მოსახლეობას იმ საფრთხეების შესახებ შეახსენებს, რაც მის გამოყენებას თან სდევს.

„ახლოვდება პიროტექნიკის აქტიური გამოყენების დრო. ეს თემა, ცხადია, ინფექციონისტის კომპეტენციას სცილდება, მაგრამ როგორც რიგით მოქალაქეს და ექიმს, ყოველწლიურად, ძალიან მაწუხებს საკითხი პიროტექნიკის მავნე გავლენის შესახებ ადამიანის და ცხოველის ორგანიზმზე და გარემოზე.

პირველ რიგში, პიროტექნიკის გამოყენებისას, ჰაერში გაიფრქვევა კვამლი, მავნე მეტალები, ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, რომელთაც მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება აქვს ადამიანის სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებზე, განსაკუთრებით ბავშვებში. ამიტომ, ალბათ, ბავშვების ერთ მომენტში გახალისების მიზნით, არ ღირს, მათ მავნე ნივთიერებებით გაჯერებული ჰაერი ვასუნთქოთ.

პიროტექნიკის გამოყენებისას ხდება ტყვიის, სპილენძისა და სხვა მავნე მეტალების მიმართ ექსპოზირება, რასაც შეიძლება ჯანმრთელობაზე შორეული მძიმე შედეგები ჰქონდეს.

ხშირად სწორედ ბავშვებს და მოხუცებს ასეთი ძლიერი ხმაური ძალიან აშინებთ და აწუხებთ.

აშშ-ში ჩატარდა კვლევა, რომლითაც გამოვლინდა ადამიანის ფილტვის ქსოვილზე პიროტექნიკის მავნე ზემოქმედება. ასევე, შეისწავლიდნენ თაგვებში სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებზე გავლენას, რითაც დადგინდა მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ზემოქმედება.

აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით, დამოუკიდებლობის დღეს და ახალ წელს ტოქსიური მეტალების შემცველობა ყველაზე მაღალია, წლის სხვა დღეებთან შედარებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ში პიროტექნიკის გამოყენების მასშტაბი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში, სადაც არავითარი კონტროლი არ არსებობს არც გამოყენებაზე და არც პიროტექნიკის ხარისხზე, გასაგები გახდება, რომ ჩვენთან ეს პრობლემა ბევრად უფრო სერიოზულია.

გასათვალისწინებელია, ზოგადად, კლიმატის ცვლილებაზე პიროტექნიკის გავლენაც, თუმცა, აქ ამ გლობალურ საკითხებზე ადამიანები ნაკლებად ღელავენ ხოლმე.

  ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია მყისიერი დაზიანებების და დამწვრობის რისკებიც.

 აქვე უნდა ითქვას პიროტექნიკის გამანადგურებელ როლზე ფრინველებისთვის და ცხოველებისთვის. ახალი წლის დღეებში განსაკუთრებით იტანჯებიან მიუსაფარი ცხოველები (და არა მხოლოდ. ვისაც შინაური ცხოველები გვყავს, ვხედავთ, რა მძიმე დღეში არიან ახალი წლის ღამეს).“

საახალწლო ფეიერვერკის გამოყენებისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მოსახლეობას დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძეც აფრთხილებს. მისი განცხადებით, 2021 წლის მონაცემებით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, დამწვრობის ცენტრში 300-მდე ბავშვს ჩაუტარდა მკურნალობა, მათგან 30 პაციენტს სტაციონალური მკურნალობა დასჭირდა, ხოლო 25-ს – ქირურგიული ჩარევა. ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს მხოლოდ დამწვრობის ცენტრის სტატისტიკაა,  რეალურად კი, პიროტექნიკით დაზიანებული მოზარდების რიცხვი გაცილებით მეტია ხოლმე, ვინაიდან მხოლოდ დამწვრობასთან არ გვაქვს საქმე და, რიგ შემთხვევებში, საქმე ეხება თვალის დაზიანებას, ნაკვეთ ჭრილობას, თითების ამპუტაციასა და ასე ა.შ. ზოგადი სტატისტიკა გაცილებით უფრო მასშტაბურია.

„მოსახლეობას ვურჩევ, დამწვრობის მიღების შემთხვევაში, გამოიყენონ გამდინარე ცივი წყალი, ანტიბაქტერიული მალამო და დამწვრობის საწინააღმდეგო ნებისმიერი საშუალება. ასევე გამოიყენონ სტერილური სახვევი.“ – ამბობს გუგა ქაშიბაძე.

ზოგადად, კი, იგი მომხრეა, რომ საერთოდ არ გამოვიყენოთ პიროტექნიკა – ძალიან ბევრ ქვეყანაში უკვე აკრძალულია მათი გამოყენება. ჩვენთან არასრულწლოვნებზე გაყიდვის აკრძალვით პირველი ნაბიჯები გადაიდგა. ძალიან ხშირად მშობლებს თავისი ხელით მიაქვთ ბავშვებისთვის საჩუქრად, ეს არ არის საჩუქარი და არც სათამაშო, რაც არ უნდა ლამაზად იყოს შეფუთული. ერთი შეხედვით უსაფრთხო პიროტექნიკა, არასწორი გამოყენების შემთხვევაში, სავალალო შედეგებს იძლევა. მესმის, რომ დღესასწაულთან ასოცირდება სროლა და ხმაური, მაგრამ ეს ტრადიცია, თუნდაც ერთი მოკვეთილი თითის სანაცვლოდაც, არ ღირს.“

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები