23 მაისი, ხუთშაბათი, 2024

ერ­თი რო­მა­ნი და ოთხი ამ­ბა­ვი

spot_img
ტექ­ს­ტის იდე­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რა და ბე­დის­წე­რის ნი­შა­ნი

 

ქეთევან გარაყანიძე
ფი­ლო­ლო­გი­ის ეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სა­ბავ­შ­ვო მწე­რა­ლი, მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ბედს, სხვა მრა­ვალ ფაქ­ტორ­თან ერ­თად, მი­სი სტრუქ­ტუ­რაც გან­საზღ­ვ­რავს.

კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლე­ბი ყო­ფი­თი (სა­ინ­ფორ­მა­ციო) და რე­ლი­გი­უ­რი ტექ­ს­ტე­ბის გა­ჩე­ნას მოჰ­ყ­ვა, ასე გა­ნი­საზღ­ვ­რა ამ ტი­პის ლი­ტე­რა­ტუ­რის ფორ­მა­ტი: თი­ხის წიგ­ნებ­ზე ამოტ­ვიფ­რუ­ლი გილ­გა­მე­შის ეპო­სი (რე­ლი­გი­უ­რი და ყო­ფის ამ­სახ­ვე­ლი ტექ­ს­ტე­ბით), ავეს­ტას გა­თე­ბი, ორ­მოც­დათხუთ­მეტ წიგ­ნად და­წე­რი­ლი ძვე­ლი აღ­თ­ქ­მა და ოთხ წიგ­ნად და­წე­რი­ლი ახა­ლი სა­ხა­რე­ბა. ამ ტექ­ს­ტე­ბის მი­ზა­ნი ნა­თე­ლი იყო: მკა­ფიო და მოკ­ლე აღ­წე­რე­ბი­თა და შე­გო­ნე­ბე­ბით გა­ე­ფარ­თო­ე­ბი­ნა მიმ­დე­ვარ­თა წრე, გა­და­ე­ცა ინ­ფორ­მა­ცია, მაგ­რამ, მათ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მხატ­ვ­რულ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რამ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ვრცე­ლი გზა გა­მო­ი­ა­რა:

♦ ამ­ბე­ბი ლექ­სე­ბად, ანუ ჟან­რი პო­ე­მა, რო­მე­ლიც კა­ცობ­რი­ო­ბის მხატ­ვ­რუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის საწყის­თან დგას და გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს;

♦ ფი­ლო­სო­ფო­სე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ტრაქ­ტა­ტე­ბი;

♦ მცი­რე (დი­დაქ­ტი­კუ­რი) პრო­ზა – იგავ-არა­კი;

♦ რო­მა­ნი, რო­მელ­მაც ფორ­მის სრულ­ყო­ფა XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში შეძ­ლო.

ჩვე­ნი მი­ზა­ნი რო­მა­ნის ჟან­რის ფორ­მი­რე­ბის სა­კითხის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბაა. მა­გა­ლი­თად, რო­გორ ხდე­ბა ისე, რომ ზო­გი­ერ­თი სქელ­ტა­ნი­ა­ნი ტექ­ს­ტი გა­მორ­ჩე­უ­ლი ინ­ტე­რე­სის საგ­ნად გა­და­იქ­ცე­ვა, ჰყავს ბევ­რი მკითხ­ვე­ლი.

რო­მა­ნი რთუ­ლი სტრუქ­ტუ­რის მქო­ნე ჟან­რია.

რო­მა­ნის­ტი ქმნის ლი­ტე­რა­ტუ­რას, რომ­ლის მო­ცუ­ლო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მკითხ­ველს ნაკ­ლე­ბად იზი­დავს.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნე ამ ჟან­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ზე­ვე­ბის სა­უ­კუ­ნე იყო, რა­საც ბევ­რი მი­ზე­ზი ჰქონ­და, რო­მელ­თა ჩა­მოთ­ვ­ლა ახ­ლა შორს წაგ­ვიყ­ვანს, ჩვე­ნი ამო­ცა­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე რო­მა­ნის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­თა და მკითხ­ვე­ლის მოთხოვ­ნა­თა გარ­კ­ვე­ვაა ჟან­რის მი­მართ.

რო­გო­რი უნ­და იყოს 21-ე სა­უ­კუ­ნის რო­მა­ნი

თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რი, თუ მას სა­კუ­თა­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის მკითხ­ვე­ლის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბა სურს, აც­ნო­ბი­ე­რებს (უნ­და აც­ნო­ბი­ე­რებ­დეს), რომ მას უდ­როო (და­კა­ვე­ბულ) მკითხ­ველ­თან ექ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა.

ოდეს­ღაც, რო­ცა სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის და­მუ­შა­ვე­ბა და მი­სი შეს­წავ­ლა და­ვიწყე, მივ­ხ­ვ­დი, რომ ამ­გ­ვა­რი სტრუქ­ტუ­რის ტექ­ს­ტე­ბი (ქვე­თა­ვე­ბად და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი და მრა­ვა­ლამ­ბი­ა­ნი) ოდეს­მე ზრდას­რულ მკითხ­ველ­საც მი­ი­ზი­დავს.

რო­მა­ნის (ჟან­რის) ერ­თ­გ­ვა­რი გა­და­ხა­ლი­სე­ბა, ანუ მი­სი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მით წარ­მოდ­გე­ნა XX სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში სცა­დეს მწერ­ლებ­მა. მა­გა­ლი­თად, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, ნორ­ვე­გი­ე­ლი მწე­რა­ლი, კნუტ ჰამ­სუ­ნი წერს შე­სა­ნიშ­ნავ რო­მანს „შიმ­ში­ლი“, რომ­ლის ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ერ­თი­ა­ნი სი­უ­ჟე­ტი ოთხ ამ­ბად არის და­წე­რი­ლი, რაც, ჩვე­ნი აზ­რით, მკითხ­ველს მოწყე­ნი­სა და ტექ­ს­ტის მი­მართ გუ­ლაც­რუ­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ უტო­ვებს. რო­მანს, რომ­ლის ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო ქვე­თა­ვი ერ­თი და იმა­ვე პერ­სო­ნა­ჟის ერ­თ­სა და იმა­ვე თავ­გა­და­სა­ვალს ყვე­ბა, კითხუ­ლობ ბო­ლომ­დე და ინ­ტე­რე­სით. ეს ავ­ტო­რის მი­ერ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო ხერ­ხია მკითხ­ველ­ში ინ­ტე­რე­სის გა­და­სარ­ჩე­ნად.

ამა­ვე ხერხს მი­მარ­თავს ჟან პოლ სარ­ტ­რი თა­ვის, რო­გორც მას უწო­დე­ბენ, „იდე­ა­ლურ რო­მან­ში“ „გუ­ლის­რე­ვა“. ამ­ბე­ბი თა­რი­ღე­ბად და დღე­ე­ბად იყო­ფა, რაც, ვფიქ­რობთ, მკითხ­ველს მო­ნო­ტო­ნუ­რო­ბის გან­ც­დის დაძ­ლე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა. სხვაგ­ვა­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია, ინ­ტე­რე­სით წა­ი­კითხოს მსგავ­სი ში­ნა­არ­სი­სა და რთუ­ლი სის­ტე­მის მქო­ნე რო­მა­ნი.

XX სა­უ­კუ­ნის რო­მა­ნე­ბი­დან ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია უილი­ამ ფოლ­კ­ნე­რის „ხმა­უ­რი და მძვინ­ვა­რე­ბა“. ოთხი ამ­ბა­ვი და ოთხი მთხრო­ბე­ლი.

ქარ­თუ­ლი რო­მა­ნე­ბი­დან, სა­კითხის ანა­ლი­ზი­სას, ახ­ლა­ხან გა­მო­ცე­მუ­ლი „მე­გა­პო­ლი­სი და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი“ მა­გონ­დე­ბა, რომ­ლის ავ­ტო­რი მწე­რა­ლი და­ვით ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლია. ტექ­ს­ტი აქაც ოთხ ეპი­ზო­დად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ამ­ბა­ვი ოთხ სხვა­დას­ხ­ვა პერ­სო­ნაჟს ეხე­ბა, რაც მკითხ­ველს მა­ნამ­დე არ­სე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც რო­მა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის კითხ­ვი­სას და­უგ­როვ­და, რა­დი­კა­ლუ­რად უც­ვ­ლის. ამ რო­მან­ში აღ­წე­რი­ლია და­კარ­გუ­ლი და ბე­დის­მა­ძი­ე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სრუ­ლი­ად გან­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ან­გე­ლო­ზე­ბის ქა­ლა­ქი აერ­თი­ა­ნებს.

არის თუ არა რო­მა­ნის წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო მწერ­ლის მი­ერ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რის შე­მუ­შა­ვე­ბა?

ჩვენს ეპო­ქა­ში ახა­ლი ხერ­ხე­ბი­სა და სტი­ლის ძი­ე­ბა, ვფიქ­რობთ, მწერ­ლე­ბის (რო­მა­ნის­ტე­ბის) მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა უნ­და გახ­დეს, რად­გან წი­ნა სა­უ­კუ­ნის რო­მა­ნის ის­ტო­რია აჩ­ვე­ნებს, თუ რა ტი­პის ლი­ტე­რა­ტუ­რა აღ­წევს სა­ბო­ლოო მი­ზანს – ნათ­ლად აღი­ბეჭ­დოს კა­ცობ­რი­ო­ბის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები