13 ივლისი, შაბათი, 2024

ერ­თი დღე სამ­ყა­როს ცვლის

spot_img

საზღ­ვ­რის­პი­რა დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის მწიგ­ნო­ბარ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის (თავ­მ­ჯ­დო­მა­რე – ვა­ნო ნატ­როშ­ვი­ლი, თა­ნა­თავ­მ­ჯ­დო­მა­რე – ნა­ნა ჭი­ჭი­ნა­ძე) თა­ოს­ნო­ბით, თე­ბერ­ვ­ლის ერთ მზი­ან კვი­რა დღეს, ღია ცის ქვეშ, თბი­ლი­სის ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მ­წი­ფო თე­ატ­რის ბაღ­ში, პო­ე­ტის, ბე­ლა ალა­ნი­ას წიგ­ნის „გული ხე­ლით დამ­ქონ­და“ წარ­დ­გი­ნე­ბა გა­ი­მარ­თა.

მწიგ­ნო­ბარ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რებ­თან ერ­თად, წიგ­ნის წარ­დ­გი­ნე­ბას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ: ნორ­ჩი მწიგ­ნობ­რე­ბი – დე­დოფ­ლის­წყა­როს სას­წავ­ლო ცენ­ტ­რის „სპექ­ტ­რი“ (დი­რექ­ტო­რი – ნუ­ნუ ცა­კაშ­ვი­ლი) უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბი და ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სკო­ლის (დი­რექ­ტო­რი – ირ­მა მეს­ხიშ­ვი­ლი) მოს­წავ­ლე­ე­ბი; სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუმ­რის სტა­ტუ­სით, ოპე­რის წამ­ყ­ვა­ნი სო­ლის­ტი, სოპ­რა­ნო მაყ­ვა­ლა ას­პა­ნი­ძე.

სა­ღა­მო გახ­ს­ნა ნა­ნა ჭი­ჭი­ნა­ძემ, დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბე­ლა ალა­ნი­ას წიგ­ნი წა­რუდ­გი­ნა და ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ამ წიგ­ნის რე­დაქ­ტო­რის, რუს­თა­ვე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტის, რა­ულ ჩი­ლა­ჩა­ვას მი­ერ და­წე­რილ წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბა­ზე: „…თვალ­ში სა­ცე­მია და­დე­ბი­თი პა­ლიტ­რა, სათ­ქ­მე­ლის და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა. ავ­ტო­რი სა­კუ­თა­რი სუ­ლის სიღ­რ­მე­ე­ბი­დან ეზი­დე­ბა ახალ-ახალ რიტ­მებს, მო­ტი­ვებს, ფე­რებს და ქმნის ლი­რი­კულ პა­ნოს, სა­დაც მინ­დ­ვ­რის ყვა­ვი­ლე­ბი­ვით ღა­ღა­ნე­ბენ უშუ­ა­ლო, და­მა­ჯე­რე­ბე­ლი სტრი­ქო­ნე­ბი“.

წიგ­ნის მხატ­ვა­რია ანა ბი­ჩი­ნაშ­ვი­ლი, დი­ზა­ი­ნე­რი – და­კო ნა­თე­ლაშ­ვი­ლი, ტექ­ნი­კუ­რი რე­დაქ­ტო­რი – ლია მეტ­რე­ვე­ლი.

ნორ­ჩი მწიგ­ნობ­რე­ბის მი­ერ წა­კითხულ­მა ლექ­სებ­მა სა­სი­ა­მოვ­ნო წუ­თე­ბი აჩუ­ქა მსმე­ნელს. დი­დი ოვა­ცია ხვდა წი­ლად დე­დოფ­ლის­წყა­რო­ე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის: გუ­რამ გო­გაშ­ვი­ლის, ლუ­კა თეთ­ვა­ძის, ქე­თი ზუ­რაშ­ვი­ლის, ანა ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის, ბარ­ბა­რე წიკ­ლა­უ­რის, ინო­ლა უთ­რუ­თაშ­ვი­ლის და ნი­კა სი­ჭი­ნა­ვას მი­ერ წა­კითხულ მი­ნი-პო­ე­მას „ქარ­თუ­ლი დრო­შა“.

გულ­ში­ჩამ­წ­ვ­დო­მი გახ­ლ­დათ ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის: ლუ­კა მჭედ­ლიშ­ვი­ლის, ანას­ტა­სია ცინ­ც­ქა­ლა­ძის, მა­რი­ამ ქო­ქო­ლა­ძის, ქე­თი რეკ­ვა­ვას მი­ერ მხატ­ვ­რუ­ლად წა­კითხუ­ლი ლექ­სე­ბი: „ერ­თი დღე“, „წვი­მა მო­ვი­და“, „გან­წყო­ბი­ლე­ბა­თა კრი­ა­ლო­სა­ნი“, „ისევ ითო­ვებს“… სა­ღა­მოს ფო­ნად გას­დევ­და ამა­ვე სკო­ლის მოს­წავ­ლის, მა­რი­ამ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი და ინ­გ­ლი­სუ­რი სიმ­ღე­რე­ბი.

ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ინ­ტე­რე­სოდ უძღ­ვე­ბო­და ამა­ვე სკო­ლის პე­და­გო­გი, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე ია ხურ­ცი­ლა­ვა.

და­სას­რულს, მაყ­ვა­ლა ას­პა­ნი­ძემ სა­მი არია იმ­ღე­რა: აიდა – ვერ­დის ოპე­რი­დან „აიდა“, ტუ­რან­დო­ტი — პუ­ჩი­ნის ოპე­რი­დან „ტუ­რან­დო­ტი“ და ლე­ლა – რე­ვაზ ლა­ღი­ძის ოპე­რი­დან „ლე­ლა“.

მკითხ­ველს ვთა­ვა­ზობთ ერთ ლექსს ბე­ლა ალა­ნი­ას წიგ­ნი­დან:

ერ­თი დღე

ერ­თი დღე სი­ცოცხ­ლეს ამარ­თ­ლებს,

ერ­თი დღე სამ­ყა­როს ცვლის,

უეცარ ქარ­ტე­ხილს და­გა­წევს,

ვერ ხვდე­ბი, თუ რა­ტომ გსჯის.

მი­წას­თან გას­წო­რებს ხან­და­ხან,

გან­გ­რევს და ჭკუ­ი­დან გშლის,

და მე­რე გა­ცოცხ­ლებს იმე­დი,

იმე­დი – იმ ერ­თი დღის.

მე და შენ ვე­რა­ფერს დაგ­ვაკ­ლებს,

ჩვენ ხომ ერ­თ­მა­ნე­თი გვჭირს!

ერ­თი დღე ცხოვ­რე­ბას აგი­რევს,

ერ­თი დღე ბედ­ნი­ერს გხდის…

და მა­ინც, ამ ერ­თი დღის­თ­ვი­საც,

მერ­წ­მუ­ნე, სი­ცოცხ­ლე ღირს!

ამ ერ­თ­მა დღემ უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ა­ნი­ჭა დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

მა­რი­კა პო­პი­აშ­ვი­ლი

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები