5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

ე­რთი გაკვეთილი საინტერესო აქტივობებით

spot_img
თამარ კერესელიძე
სსიპ თერ­ჯო­ლის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

უცხო ენის სწავ­ლე­ბა დიდ გა­მოწ­ვე­ვებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მუ­დამ ახ­ლის ძი­ე­ბას მო­ითხოვს. ამ მიზ­ნით ჩა­ვერ­თე სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტ­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის ეროვ­ნულ­მა აკა­დე­მი­ამ (GNAEB) გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ერ­თ­კ­ვი­რი­ან ტრე­ნინ­გებს ინ­გ­ლი­სის ბაქ­ს­ვუ­დის სკო­ლა­ში. ტრე­ნინ­გებს ატა­რებ­და ბაქ­ს­ვუ­დის სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მა­იკლ შო (Michael Shaw). ასე­ვე სის­ტე­მა­ტუ­რად ვეს­წ­რე­ბო­დით სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სებს. მსურს გა­გი­ზი­ა­როთ ერთ-ერ­თი გაკ­ვე­თი­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი, რომ­ლის მსგავ­სი ჩა­ვა­ტა­რე ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან. გაკ­ვე­თილ­მა დი­დი მო­წო­ნე­ბა და ჩარ­თუ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია.

გაკ­ვე­თი­ლი მო­ი­ცავს წე­რი­თი, კერ­ძოდ, წე­რი­ლის წე­რის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა უცხო ენის სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად შეს­წავ­ლის­თ­ვის.

WRITING THE LETTER

დო­ნე: სა­ბა­ზო, სა­შუ­ა­ლო

ასა­კი: 14-17

საკ­ლა­სო ორ­გა­ნი­ზე­ბის ტი­პი: სა­ერ­თო საკ­ლა­სო, წყვი­ლუ­რი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი

მი­ზა­ნი:

♦ მოს­წავ­ლე­ებ­მა ისა­უბ­რონ წე­რი­თი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ;

♦ შეძ­ლონ წე­რი­ლის და­წე­რა შე­სა­ბა­მი­სი გრა­მა­ტი­კუ­ლი ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით;

♦ გა­იმ­რა­ვალ­ფე­როვ­ნონ ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი.

პრო­ცე­დუ­რე­ბი:

  1. მას­წავ­ლე­ბე­ლი ნომ­რავს მოს­წავ­ლე­ებს – 1 და 2. პირ­ვე­ლი ნომ­რე­ბი გა­მო­დი­ან და მა­წავ­ლე­ბე­ლი მათ აძ­ლევს წე­რი­ლის ნი­მუშს, რო­მე­ლიც მის მა­გი­და­ზე დევს. მე­ო­რე ნო­მე­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი რჩე­ბი­ან მერ­ხებ­თან. პირ­ვე­ლი ნო­მე­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი კითხუ­ლო­ბენ წე­რილს და წი­ნა­და­დე­ბე­ბით ან სიტყ­ვე­ბით კარ­ნა­ხო­ბენ თა­ვი­ანთ მეწყ­ვი­ლე­ებს. ისი­ნი იწე­რენ წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბულ თა­ბა­ხის ფურ­ც­ლებ­ზე. 3-4 წუ­თის გას­ვ­ლის შემ­დეგ, მას­წავ­ლებ­ლის მი­თი­თე­ბით, ისი­ნი ცვლი­ან რო­ლებს. რამ­დე­ნი­მე წუ­თის გას­ვ­ლის შემ­დეგ, მას­წავ­ლე­ბე­ლი უჩ­ვე­ნებს მოს­წავ­ლე­ებს წე­რი­ლებს და ისი­ნი თა­ვად ამოწ­მე­ბენ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს შე­დეგს.
  2. მას­წავ­ლე­ბე­ლი წყვი­ლებ­ში ური­გებს მოს­წავ­ლე­ებს იმა­ვე წე­რილს და სთხოვს მის წა­კითხ­ვას. შემ­დეგ მას­წავ­ლე­ბე­ლი კითხ­ვებს სვამს წე­რილ­ში მო­ცე­მულ ხაზ­გას­მულ წი­ნა­და­დე­ბებ­ზე და გა­ნი­ხი­ლა­ვენ თუ რო­მელ დროს ან გრა­მა­ტი­კულ ჯგუფს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა.

მას­წავ­ლე­ბე­ლი ასე­ვე ამოწ­მებს სიტყ­ვებს, რო­მელ­საც თვლის, რომ უცხო იქ­ნე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის და ფლიფ­ჩარ­ტ­ზე ან და­ფა­ზე აწე­რი­ნებს მათ შე­სატყ­ვის ქარ­თულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბებს.

  1. მას­წავ­ლე­ბე­ლი უჩ­ვე­ნებს მოს­წავ­ლე­ებს სლა­იდ­შო­უ­სა და ფლიფ­ჩარ­ტ­ზე ჩა­მო­წე­რილ კითხ­ვებს და აძ­ლევს დროს, და­უს­ვან ერ­თ­მა­ნეთს შე­კითხ­ვე­ბი და გას­ცენ პა­სუ­ხი წყვი­ლებ­ში.

მი­ცე­მუ­ლი დრო­ის გას­ვ­ლის შემ­დეგ, მას­წავ­ლე­ბე­ლი კითხუ­ლობს კითხ­ვებს და მოს­წავ­ლე­ე­ბი აყა­ლი­ბე­ბენ სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს კლა­სის წი­ნა­შე.

შე­კითხ­ვე­ბი შე­საძ­ლოა, იყოს მსგავ­სი ტი­პის:

 Speaking

⇒ What phrases and language makes a good letter?

⇒ What is the difference between a letter to a friend and teacher?

⇒ What are past and present tenses and can you give examples?

⇒ Why are you practicing letters?

⇒ What makes a good piece of writing?

⇒ What do you often do?

⇒ What is your weekend routine?

⇒ Tell your partner about something that you have never done.

მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ებს უჩ­ვე­ნებს წე­რი­ლის და­წე­რის მოკ­ლე ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას და მათ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლავს თუ რა ეტა­პე­ბი უნ­და და­იც­ვან და შე­ას­რუ­ლონ იმი­სათ­ვის, რომ მა­თი ნა­მუ­შე­ვა­რი იყოს სრულ­ყო­ფი­ლი.

მა­გა­ლი­თად,

Letter

⇒  Write a letter to friend using following grammar: past simple and past continuous;

⇒  Extra – present perfect and 1st  conditional;

⇒  The letter must tell your friend the following: your weekend routine and something you often do;

⇒  What you are doing now and your plans for the weekend;

⇒  Something that you have never done, but would like to;

⇒  Plans for next week, if it is sunny.

რჩე­ვე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი:

♦ წე­რი­ლის თე­მა, ფორ­მა­ტი და სირ­თუ­ლე შე­გიძ­ლი­ათ შე­არ­ჩი­ოთ კლა­სის და მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით;

♦ ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი გათ­ვ­ლი­ლია 35-წუ­თი­ა­ნი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი­სათ­ვის. სა­დაც 45-წუ­თი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლე­ბია, შე­გიძ­ლი­ათ მოს­წავ­ლე­ებს, წე­რი­ლის და­სა­წე­რად, გაკ­ვე­თილ­ზე­ვე მის­ცეთ დრო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა მოს­წავ­ლე­ებს გა­უ­ად­ვი­ლებს წე­რი­თი უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ისი­ნი სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით შექ­მ­ნი­ან ამ­ბავს, რო­მელ­საც გა­უ­ზი­ა­რე­ბენ ახ­ლობ­ლებს. ასე­ვე, შე­ის­წავ­ლი­ან წე­რი­ლის წე­რის ეტა­პებს და ძი­რი­თად პრინ­ცი­პებს, შე­ი­ძე­ნენ 21-ე სა­უ­კუ­ნის უნარ-ჩვე­ვებს,  რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შეძ­ლე­ბენ წე­რი­ლის მი­წე­რას ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები