15 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

spot_img

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში, 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო. პირველ დღეს განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცხადდა 93%-ზე მეტი.

საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, დაფიქსირდა მხოლოდ ერთი დაგვიანების შემთხვევა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას – ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი გამოცდების დაწყებას თბილისის №147 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრიდან აკვირდებოდა და მისი გაცხადებით: „აბსოლუტურად ყველა საგამოცდო ცენტრის ყველა სექტორი უზრუნველყოფილია გამაგრილებელი სისტემებით, ინფრასტრუქტურულად გამართულია და მთელი ცენტრი, ყველა თანამშრომელი, საგამოცდო პროცესში ჩართული პირები (მინდა გითხრათო, რომ 6 ათასი ადამიანია ამ წუთას ხელშეკრულებით დასაქმებული საგამოცდო ცენტრში) მზად არიან მოემსახურონ ჩვენს გამოსაცდელებს. რაც ყველაზე მთავარია, ვცდილობთ, რომ აბიტურიენტებს დახვდეთ ძალიან კომფორტული, სუფთა და მშვიდი გარემო, იმისათვის რომ შეძლონ თავიანთი ცოდნის დადასტურება ღელვის გარეშე.“

ნინო წერეთელმა თხოვნით მიმართა მეორე სესიის გამოსაცდელებს არ დააგვიანონ, ყველა ეცადოს, 2 საათზე, რეგისტრაციის დაწყების დროს გამოცხადდე თავის საგამოცდო ცენტრში, რომ მშვიდად შეძლონ რეგისტრაციის პროცესის გავლა.

ნინო წერეთელი, შეაფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციიდან პირველ საგამოცდო წელს ასეთ შეფასებას აძლევს: „გულწრფელად გეტყვით, რომ მგონია მე გავდივარ გამოცდებზე. ვფიქრობ, მაშინ ასე არ ვნერვიულობდი როგორც ახლა ვნერვიულობ, იმიტომ, რომ უშუალოდ ვხედავ შემოსული აბიტურიენტების ემოციებს, ეს გადამდებიც არის და კიდევ უფრო მაფორიაქებს, ვიდრე მაშინ, როცა მე ვაბარებდი და მაშინ საერთოდ სხვა სისტემა იყო. ეს არ არის მარტო ჩემი განცდა, აი, ის ადამიანები, რომლებიც 20 წელიწადი და მეტი ემსახურება მთლიანად საგამოცდო სისტემას, ვგულისხმობ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თითოეულ თანამშრომელს, ისინიც კი ნერვიულობენ.

წარმატებას ვუსურვებ იმ 80 ათას ადამიანს, რომელსაც ველოდებით 3 ივლისიდან 26 ივლისის ჩათლით.“

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები