27 ივლისი, შაბათი, 2024

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2022 დაიწყო!

spot_img

4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-ზე მეტი გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.

სოფიო გორგოძე: „დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით. რვაზე დაიწყო ზუსტად რეგისტრაცია და ზუსტად ცხრა საათზედაიწყო გამოცდა. უკვე წერენ აბიტურიენტები. ყველასაგამოცდო ცენტრიდან გვაქვს ინდფორმაცია, რომ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობსსაგამოცდო პროცესი. აბიტურიენტებს, ჯამში, აქვთ 3 საათი იმისათვის, რომ დაასრულონ ტესტზე მუშაობა. რაც შეეხება გამოცხადების სტატისტიკას, ამ ეტაპზეარსებული მონაცემებით, რეგისტრირებული აბიტურიენტების, დაახლოებით, 95% გამოცხადდა. რაც შეეხება დაგვიანებას, სამწუხაროდ მაინც გვაქვს დაგვიანების 2 შემთხვევა.“

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირეტქორმა კიდევ ერთხელ მოუწოდა აბიტურიენტებს, რომ მნიშვნელოვანია, ყოველ გამოცდაზე გამოსაცდელი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შუადღისთვის აბიტურიენტებს მოვუწოდო, რომ ძალიან გთხოვთ, არ დაიგვიანოთ, რადგან, სამწუხაროდ, დაგვიანების შემთხვევაში, თქვენ ეთიშებით საგამოცდო პროცესს. წარმატებას ვუსურვებ ყველას, ვინც ახლა ასრულებსგამოცდას და ვინც მეორე სესიაზე მოვა, ასევე ხვალ. მოგეხსენებათ, ხვალ ისეცვ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება საგამოცდო პროცესი.“

გამოცდების დაწყების პირველ დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა: „დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. ქვეყნის მასშტაბით ყველა საგამოცდო ცენტრი მაღალ დონეზეა ორგანიზებული. წელს სიახლე გახლავთ ის, რომ ჩვენ გავზარდეთ მესამე არჩევითი საგნების სია და, შესაბამისად, აბიტურიენტებს მეტი საშუალება აქვთ, წარმოაჩინონ თავიანთი ცოდნა. მინდა, ყველა აბიტურიენტს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება ვუსურვო!“.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

რაც შეეხება კოვიდრეგულაციებს, წელს მხოლოდ ერთი რეგულაცია შენარჩუნდა, რომლის თანახმადაც, იმ შეთხვევაში, თუ აბიტურიენტს დადასტურებული აქვს კოვიდინფექცია კონკრეტულად იმ დღეს, როდესაც გამოცდაზე უნდა გამოვიდეს (ან არ არის კოვიდის ოფიციალურად დადასტურებიდან 7 დღე გასული), გამოსაცდელი უნდა დარჩეს სახლში და მას ჩვენ განმეორებით სესიას ჩავუტარებთ. რაც შეეხება პირბადეს, ის წელს არ გახლავთ სავალდებულო, თუმცა სურვილის შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენს თანამშრომლებსაც და გამოსაცდელებსაც მისი ტარება შეუძლიათ – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

წელსაც ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ქვეყნის მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია 22 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც დარეგისტრირებულ 90 000-მდე გამოსაცდელს – აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის ამაღლების მსურველებს მიიღებს.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები