1 ნოემბერი, შაბათი, 2025

ერთიანი ეროვნული გამოცდების დამატებითი სესია 236 აბიტურიენტისთვის დაინიშნა

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების მიზნით, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განისაზღვრა დამატებით ერთი საგამოცდო სესია შემდეგ საგნებში:

🟦👉 ქართული ენა და ლიტერატურა – 21 ივლისი (II სესია);

🟦👉 მათემატიკა – 23 ივლისი (II სესია);

🟦👉 უცხოური ენა – 25 ივლისი (II სესია).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული დამატებითი სესია 236 აბიტურიენტისთვის დაინიშნა, სხვა დამატებითი სესიების ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

 

მსგავსი სიახლეები

აქტუალური თემები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

პროფესიული განათლება