9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ერ­თად ყვე­ლა­ფერს შევ­ძ­ლებთ

spot_img

პრო­ექ­ტი „ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სამ­ყა­რო­ში“ მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სამ არა­ქარ­თულ სა­ჯა­რო სკო­ლას (სო­ფელ კი­რიხ­ლოს – დი­რექ­ტო­რი მეხ­მან მუ­სა­ე­ვი, სო­ფელ ყუ­ლარს – დი­რექ­ტო­რი გუმ­ბატ გუ­სე­ი­ნო­ვი და სო­ფელ თა­ნა­ქენ­დის №2 – დი­რექ­ტო­რი ლა­ლა­ზარ ნა­სი­ბო­ვა) აერ­თი­ა­ნებს. კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლებ­მა: ნა­ნა არა­ბულ­მა, ლე­ლა ბუ­თუ­რიშ­ვილ­მა და მე, სკო­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დავ­გეგ­მეთ გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ექ­ტი. მი­ზე­ზი, რის გა­მოც ეს პრო­ექ­ტი და­ი­გეგ­მა, არის არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მოს­წავ­ლე­ებ­ში წიგ­ნი­ე­რე­ბის უნა­რე­ბის არა­საკ­მა­რი­სი გან­ვი­თა­რე­ბა და ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან ნაკ­ლე­ბი წვდო­მა. ამ პრობ­ლე­მე­ბის აღ­მოფხ­ვ­რის გარ­და, პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს: ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას; სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას; მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას; სწავ­ლის-სწავ­ლი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას; კითხ­ვის, გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბი­სა და საპ­რე­ზენ­ტა­ციო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წიგ­ნის კითხ­ვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ეტა­პობ­რი­ვად, მოს­წავ­ლე­ებს სხვა­დას­ხ­ვა მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას ვთა­ვა­ზობთ, მათ­თან ერ­თად ვირ­ჩევთ სა­მიზ­ნე ტექ­ს­ტებს, ერ­თობ­ლი­ვი კითხ­ვის მე­თო­დით ვა­მუ­შა­ვებთ და ვახ­დენთ ადაპ­ტი­რე­ბას. მოს­წავ­ლე­ე­ბი ადაპ­ტი­რე­ბულ ტექსტს ეპი­ზო­დე­ბად ყო­ფენ, ასუ­რა­თე­ბენ და ხელ­ნა­კეთ წიგ­ნად კინ­ძა­ვენ, რო­მელ­საც ურ­თა­ვენ ლექ­სი­კონს. ტექ­ს­ტე­ბის შერ­ჩე­ვის დროს ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მოს­წავ­ლე­თა ენობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ას და ასა­კობ­რივ ჯგუფს.

ამ ეტაპ­ზე, შე­ვარ­ჩი­ეთ რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი: „ბე­ბია მა­რი­ა­მი“, „ლა­მა­ზი ცრემ­ლე­ბი“,  „გო­გო­ნა – ღა­მე რომ შე­უყ­ვარ­და“, „კე­თი­ლი ბე­ბე­რი ბუ­ე­ბი“ და „მი­რან­დუხ­ტი“. 28 მარტს და­ი­გეგ­მა პრო­ექ­ტის მე­ო­რე ეტა­პის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი შეხ­ვედ­რა, რო­მელ­ზეც მოს­წავ­ლე­ებ­მა ხელ­ნა­კე­თი წიგ­ნე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს, გა­აც­ნეს ერ­თ­მა­ნეთს ნა­წარ­მო­ე­ბის ში­ნა­არ­სი და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი. შეხ­ვედ­რის მე­ო­რე ნა­წი­ლი და­ეთ­მო უცხო ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბას რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­დან.

სკო­ლის ლი­დე­რებ­მა სა­მიზ­ნე ტექ­ს­ტად „ჩი­ტუ­ნი­ას ლოც­ვა“ შე­ვარ­ჩი­ეთ. სა­მო­დე­ლო კითხ­ვის მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით და­მუ­შავ­და ტექ­ს­ტი. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო ამ­ხა­ნა­გუ­რი პრინ­ცი­პით შერ­ჩე­ულ ჯგუ­ფებ­ში მუ­შა­ო­ბა. მათ, აქ­ტი­ვო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, გა­და­ი­ნა­წი­ლეს სა­მუ­შაო, წა­ი­კითხეს ტექ­ს­ტი, და­ა­მუ­შა­ვეს ლექ­სი­კა, დაყ­ვეს ეპი­ზო­დე­ბად, და­ა­სუ­რა­თეს, შე­ად­გი­ნეს ლექ­სი­კო­ნი, წიგ­ნად აკინ­ძეს და გა­ა­კე­თეს პრე­ზენ­ტა­ცია.

მოწ­ვე­უ­ლი გვყავ­და მშობ­ლე­ბი და პე­და­გო­გე­ბი. სა­მუ­შაო პრო­ცე­სი გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ე­წო­ნათ მშობ­ლი­უ­რი ენი­სა და ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლებს. მათ იქ­ვე და­გეგ­მეს ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

პროექ­ტის მე­ო­რე ეტა­პის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბა იქ­ნე­ბა ექ­ს­კურ­სია სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხაშ­მ­ში, რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის გა­ნახ­ლე­ბულ სახლ-მუ­ზე­უმ­ში, რა­თა მოს­წავ­ლე­ებ­მა უფ­რო ახ­ლოს გა­იც­ნონ მწერ­ლის ცხოვ­რე­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბა.

ლა­ლი ნა­რი­მა­ნი­ძე
სსიპ მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყუ­ლა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები