28 დეკემბერი, შაბათი, 2024

ერ­თად გა­ვიც­ნოთ სა­ქარ­თ­ვე­ლო

spot_img

4 დე­კემ­ბერს, წალ­კა­ში, ჩა­ტარ­და ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ხელ­წო­დე­ბით – „ერ­თად გა­ვიც­ნოთ სა­ქარ­თ­ვე­ლო“, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და სპონ­სო­რე­ბი იყ­ვ­ნენ ოზ­ნი­სა და კოხ­ტის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი; ღო­ნის­ძი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი – სსიპ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის პროგ­რა­მე­ბი: „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა“ და „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლო­სთ­ვის“; აგ­რეთ­ვე, წალ­კის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, წალ­კის მას­შ­ტა­ბით, 16 სა­ჯა­რო სკო­ლა მო­ნა­წი­ლე­ობ­და: 4 – სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი, 12 – ქარ­თუ­ლი. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი იყო სკო­ლებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და და­მე­გობ­რე­ბა. თი­თო­ე­ულ­მა მო­ნა­წი­ლე სკო­ლამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხე წარ­მო­ად­გი­ნა ის­ტო­რი­ით, სამ­ზა­რე­უ­ლო­თი, ფოლ­კ­ლო­რი­თა და ტრა­დი­ცი­ე­ბით. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში „ერ­თად გა­ვიც­ნოთ სა­ქარ­თ­ვე­ლო„ მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი: ოზ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლამ წარ­მო­ად­გი­ნა თრი­ა­ლე­თი; ჩივ­თ­ქი­ლი­სის სა­ჯა­რო სკო­ლამ – აფხა­ზე­თი; კი­ზილ­კი­ლი­სის სა­ჯა­რო სკო­ლამ – კა­ხე­თი; და­რა­კო­ვის სა­ჯა­რო სკო­ლამ – ერ­ზ­რუ­მი­დან გად­მო­სახ­ლე­ბუ­ლი სომ­ხე­ბის ყო­ფა-ტრა­დი­ცი­ე­ბი.

ღონისძიებას ოზნის საჯარო სკოლიდან ხელმძღვანელობდნენ სკოლის დირექტორი, რუბენ ანესიან და კონსულტანტ-მასწავლებლები: ზამირა კობიაშვილი და მირანდა იაკობიძე, ხოლო კოხტის საჯარო სკოლიდან – დირექტორი ნადიმ ხოზრევანიძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ჩოგაძე.

ჟი­უ­რიმ გა­მო­ავ­ლი­ნა გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი შემ­დეგ ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში: სა­ქარ­თ­ვე­ლოს კუთხე­ე­ბის წარ­დ­გე­ნა, მა­თი გა­ფორ­მე­ბა, და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ფოლ­კ­ლო­რი – ცეკ­ვა, ლექ­სი, სიმ­ღე­რა ან თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­მა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხის სა­უ­კე­თე­სოდ წარ­მო­ჩე­ნი­სათ­ვის ქუ­ლა­თა ყვე­ლა­ზე მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბა კოხ­ტის სა­ჯა­რო სკო­ლის (დი­რექ­ტო­რი – ნა­დიმ ხოზ­რე­ვა­ნი­ძე) გუნ­დ­მა და­აგ­რო­ვა და გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის ტი­ტუ­ლიც მო­ი­პო­ვა; სხვა­დას­ხ­ვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის წიგ­ნე­ბით და­ჯილ­დოვ­დ­ნენ, ხო­ლო ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე სკო­ლას ფა­სი­ა­ნი სა­ჩუქ­რე­ბი და სი­გე­ლე­ბი გა­და­ე­ცა.

გამარჯვებული კოხტის საჯარო სკოლის მოსწავლები კი, კოხტისა და ოზნის საჯარო სკოლის  ერთობლივი დაფინანსებით, წავლენ ექსკურსიაზე. მათთან ერთად, ექსკურსიაზე წავა მეგობარი – ოზნის საჯარო სკოლაც.

მი­რან­და იაკო­ბი­ძე

ოზ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები