9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ერთად გადავარჩინოთ დედამიწა

spot_img

დიანა მიქაუტიძე
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

გლობალური პრობლემები თანამედროვეობის ზოგადსაკაცობრიო პრობლემათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც საერთოა მთელი მსოფლიოსთვის, ყველა რეგიონისა თუ ქვეყნისთვის და ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ კაცობრიობის ძალისხმევითაა შესაძლებელი. ცალ-ცალკე ყველა უძლურია, ამიტომ, ერთად დგომა უმნიშვნელოვანესია, რასაც ყველაფრის შეცვლა შეუძლია. მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესრულება ნიშნავს უკეთეს მომავალს. ეს მიზნები ჩვენ წინაშე არსებულ გლობალურ გამოწვევებს ეხება.

28 ნოემბერს, უკვე მესამედ, CNN აღნიშნავს პროექტს სახელწოდებით ,,Call to Earth’’, რომელშიც ერთვებიან სკოლები სხვადასხვა ქვეყნიდან. 2023 წელს ჩაერთო 235 სკოლა, მათ შორის ერთ-ერთი იყო სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლა.

ამ პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებთან გარემოსდაცვით საკითხებზე საუბარი და მისი საფუძვლიანი გააზრება.

ერთი თვის განმავლობაში ვთანამშრომლობდით CNN-თან, ისინი გვიგზავნიდნენ ლექსებს და ვიდეომასალებს, რომლებსაც დიდი ინტერესით და ცნობისმოყვარეობით ვეცნობოდით, ვმართავდით დისკუსიებს და ვიზიარებდით ერთმანეთის აზრებს.

მათ მიერ შემოთავაზებული პროექტებიდან, ჩვენმა სკოლამ აირჩია ზრუნვა ფრინველებზე, რომლებიც შემოდგომაზე ჩვენთან რჩებიან და, ყველაფრის მიუხედავად, არ გვტოვებენ. ამით ჩვენ ვიზრუნეთ სკოლის ეზოს გალამაზებაზეც, აგრეთვე, ძველი ნივთების გაცოცხლებასა და ნარჩენების სწორად გამოყენებაზე.

ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ფრინველებისადმი სწორი და სათანადო დამოკიდებულებების გაღვივება. ამ აქტივობამ მოსწავლეებს გამოუმუშავა მზრუნველობითი უნარ-ჩვევები მათ მიმართ, ასევე, ძველი ნივთების მართებულად გამოყენება. მოსწავლეებმა გაიაზრეს ნარჩენების შემცირებისა და სწორად მართვის აუცილებლობა.

ჩვენი სკოლის დირექტორის, ქალბატონი ნინო მელქოშვილის გვერდში დგომით, ძველი სკამებისა და მერხებისგან, დავამზადეთ ჩიტის სახლები, რომლებიც შევღებეთ და ჩამოვკიდეთ სკოლის ეზოში ხეებზე. ამ პროექტში განხორციელებული აქტივობები ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის იყო ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და მრავლის მომცველი, რომელშიც დიდი მონდომებით იყო ჩართული თითოეული მოსწავლე.

მჯერა, მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ისეთი უნარების გამომუშავებას, რომელიც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები