24 ნოემბერი, კვირა, 2024

ენუ­რე­ზი – შარ­დის შე­უ­კა­ვებ­ლო­ბა ბავ­შ­ვებ­ში

spot_img

ენუ­რე­ზი – ბერ­ძ­ნუ­ლი სიტყ­ვაა და შარ­დის ბუშ­ტის უნებ­ლიე დაც­ლას, შარ­დის შე­უ­კა­ვებ­ლო­ბას ნიშ­ნავს. ენუ­რე­ზის მდგო­მა­რე­ო­ბად მი­იჩ­ნე­ვა 5 წლის ასა­კის ზე­მოთ ბავ­შ­ვის მი­ერ შარ­დის შე­უ­კა­ვებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ვლინ­დე­ბა მი­ნი­მუმ კვი­რა­ში 2-ჯერ 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ენუ­რე­ზი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბი­ო­ლო­გი­ურ, სო­ცი­ა­ლურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ფაქ­ტო­რებ­თან, ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ვი­სა­უბ­როთ ამ სა­კითხ­ზე და მშობ­ლებს ჰქონ­დეთ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია.

ენუ­რე­ზის სა­ხე­ე­ბია:

  1. დღის ენუ­რე­ზია – რო­ცა შარ­დის შე­უ­კა­ვებ­ლო­ბა ფიქ­სირ­დე­ბა დღის სა­ა­თებ­ში
  2. ღა­მის ენუ­რე­ზია – რო­ცა შარ­დის შე­უ­კა­ვებ­ლო­ბა ფიქ­სირ­დე­ბა ღა­მე, ძი­ლის დროს

3. პირ­ვე­ლა­დი ენუ­რე­ზია – რო­ცა ბავშვს არა­სო­დეს ჰქო­ნია მშრა­ლი პე­რი­ო­დი და არ აქვს გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ტუ­ა­ლე­ტის კონ­ტ­რო­ლი

4. მე­ო­რა­დი ენუ­რე­ზია – რო­ცა ბავშვს გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და ტუ­ა­ლე­ტის კონ­ტ­რო­ლი, შემ­დეგ კი, გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, ისევ გა­ნი­ცა­და რეგ­რე­სი და და­ეწყო შარ­დის შე­უ­კა­ვებ­ლო­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა ენუ­რე­ზის ფორ­მე­ბიც:

  1. სტრე­სუ­ლი – ამ ფორ­მის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია შარ­დის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი კუნ­თე­ბის სი­სუს­ტე. მუ­ცელ­ში წნე­ვის მო­მა­ტე­ბი­სას, მა­გა­ლი­თად, სი­ცი­ლის დროს, ფიქ­სირ­დე­ბა შარ­დის შე­უ­კა­ვებ­ლო­ბა;
  2. იმ­პე­რა­ტი­უ­ლი – იგი გუ­ლის­ხ­მობს შარ­დის ბუშ­ტის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვას, რომ­ლის დრო­საც ბავშვს მო­უ­ლოდ­ნე­ლად უჩ­ნ­დე­ბა მო­შარ­დ­ვის სურ­ვი­ლი და ვერ ას­წ­რებს ტუ­ა­ლე­ტამ­დე მის­ვ­ლას;
  3. რეფ­ლექ­სუ­რი – ეს ფორ­მა გუ­ლის­ხ­მობს შარ­დის ბუშ­ტის ტო­ნუ­სის მოშ­ლას და ბუშ­ტის გა­დავ­სე­ბას შარ­დით, რაც იწ­ვევს ენუ­რეზს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ხში­რად ოჯა­ხებს ენუ­რეზ­ზე მხო­ლოდ კლა­სი­კუ­რი ენუ­რე­ზის ფორ­მით სმე­ნი­ათ, რო­ცა ბავშვს სა­მე­დი­ცი­ნო ჩი­ვი­ლე­ბის გა­რე­შე, ტუ­ა­ლე­ტის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა აქვს, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ხში­რად ენუ­რეზს სხვა ფაქ­ტო­რე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს:

  1. გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი – დღეს­დღე­ო­ბით ცნო­ბი­ლია ის გე­ნე­ბი, სა­დაც ფიქ­სირ­დე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი ენუ­რე­ზის მდგო­მა­რე­ო­ბის დროს (PRDM13, SIM1 და EDNR. თუ ერთ-ერთ მშო­ბელს, 5 წლის ასა­კის ზე­მოთ, აღე­ნიშ­ნე­ბო­და ენუ­რე­ზი, ალ­ბა­თო­ბა იმის რომ ბავშვს ჰქონ­დეს ეს მდგო­მა­რე­ო­ბა – 43%-ია. თუ ორი­ვე მშო­ბელს, 5 წლის ასა­კის ზე­მოთ, აღე­ნიშ­ნე­ბო­და ენუ­რე­ზი, ალ­ბა­თო­ბა იმის, რომ ბავშვს ჰქონ­დეს ეს მდგო­მა­რე­ო­ბა – 77%-ია.
  2. ენ­დოკ­რი­ნუ­ლი ფაქ­ტო­რი – ჰი­პო­ფი­ზი არის ენ­დოკ­რი­ნუ­ლი ჯირ­კ­ვა­ლი, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს თა­ვის ტვინ­ში და გა­მო­ი­მუ­შა­ვებს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს, ე.წ. ჰორ­მო­ნებს. ერთ-ერ­თი ჰორ­მო­ნი ვა­ზოპ­რე­სი­ნი იწ­ვევს შარ­დ­ვის შემ­ცი­რე­ბას, რაც ხში­რად იწ­ვევს ენუ­რე­ზის მდგო­მა­რე­ო­ბას.
  3. ხერ­ხემ­ლის სვე­ტის და­ზი­ა­ნე­ბა – ხერ­ხემ­ლი­სა და ზურ­გის ტვი­ნის ნერ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით აღარ გა­და­ე­ცე­მა და ბრუნ­დე­ბა სიგ­ნა­ლე­ბი თა­ვის ტვი­ნი­დან მო­შარ­დ­ვის მოთხოვ­ნი­ლე­ბის შე­სა­ხებ.
  4. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბი – ისე­თი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა სტრე­სი, ბუ­ლინ­გი, კონ­ფ­ლიქ­ტი ოჯახ­ში, გა­რე­მოს შეც­ვ­ლა (მა­გა­ლი­თად, ბა­ღის, სკო­ლის ან საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის) ხში­რად ენუ­რე­ზის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზია.
  5. ძი­ლის სირ­თუ­ლე­ე­ბი – მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ძი­ლის რუ­ტი­ნა, რო­ცა ბავ­შ­ვი ყო­ველ­დღი­უ­რად სხვა­დას­ხ­ვა დროს იძი­ნებს, სხვა­დას­ხ­ვა დროს იღებს საკ­ვებს ან სითხე­ებს, ასე­ვე ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­გო­რი­ცაა ძი­ლის აპ­ნოე, (სუნ­თ­ქ­ვის შე­კა­ვე­ბა რამ­დე­ნი­მე წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში) უარ­ყო­ფი­თად აისა­ხე­ბა თა­ვის ტვი­ნის ქი­მი­ურ შე­მად­გ­ენ­ლო­ბა­ზე და გა­ნა­პი­რო­ბებს ენუ­რე­ზის მდგო­მა­რე­ო­ბას.
  6. ყაბ­ზო­ბა – ერ­თი და იგი­ვე კუნ­თე­ბი არე­გუ­ლი­რე­ბენ შარ­დის და გა­ნავ­ლის გა­მო­ყო­ფის კონ­ტ­როლს, შე­სა­ბა­მი­სად, თუ ყაბ­ზო­ბა ქრო­ნი­კუ­ლია, შე­საძ­ლოა შე­იქ­მ­ნას ღა­მის ენუ­რე­ზის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა. ასე­ვე ზედ­მე­ტად სავ­სე ნაწ­ლავ­მა (ყაბ­ზო­ბის გა­მო) შე­იძ­ლე­ბა და­ა­ჭი­როს შარ­დის ბუშტს და შე­კუმ­შოს, ან გაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოთ, რომ სას­წ­რა­ფოდ გჭირ­დე­ბათ შარ­დის გა­მო­ყო­ფა.
  7. სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო – ენუ­რე­ზის კი­დევ ერ­თი გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზია აღ­ზ­რ­დის სტი­ლი, რო­ცა ბავშვს ასა­კობ­რი­ვად არ შე­უწყ­ვეს ხე­ლი (და­აგ­ვი­ა­ნეს) ტუ­ა­ლე­ტის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.
  8. და­ბო­ლოს ენუ­რე­ზის მდგო­მა­რე­ო­ბას ხში­რად გა­ნა­პი­რო­ბებს შარ­დის ბუშ­ტის კონ­ტ­რო­ლის დარ­ღ­ვე­ვა და სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი.

ვის მივ­მარ­თოთ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თ­ვის?

პირ­ველ რიგ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მი­მარ­თოთ ოჯა­ხის ექიმს, რო­მე­ლიც გა­და­გა­მი­სა­მარ­თებთ ბავ­შ­ვ­თა ნეფ­რო­ლოგ­თან, ან პირ­და­პირ ბავ­შ­ვ­თა ნეფ­რო­ლოგს მი­მარ­თეთ, რო­მე­ლიც იმუ­შა­ვებს რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით – შარ­დ­ვის დღი­უ­რის შედ­გე­ნა, კლი­ნი­კა­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა – შარ­დის სა­ერ­თო ანა­ლი­ზი, შარ­დ­ვის შემ­დეგ დარ­ჩე­ნი­ლი შარ­დის გა­მოკ­ვ­ლე­ვა და ა.შ სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვ­ლ­ევის შემ­დეგ ბავ­შ­ვის გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა ხდე­ბა სხვა­დას­ხ­ვა თე­რა­პი­ულ სერ­ვი­სებ­ში, რო­გო­რი­ცაა: ქცე­ვის თე­რა­პია, ფსი­ქო­თე­რა­პია.

დღეს­დღე­ო­ბით არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე დამ­ხ­მა­რე სა­შუ­ა­ლე­ბა ენუ­რე­ზის წი­ნა­აღ­მ­დეგ. ქვე­მოთ მო­ცე­მუ­ლია ორი მათ­გა­ნი: პირ­ვე­ლი მაგ­რ­დე­ბა ბავ­შ­ვის ტრუს­ზე, მე­ო­რე ბო­ლო კი – ზე­მოთ. რო­ცა ბავ­შ­ვი ჩა­ის­ვე­ლებს ზე­მო­თა მოწყო­ბი­ლო­ბა გა­მოს­ცემს სიგ­ნალს, ბავშვს ეღ­ვი­ძე­ბა და მი­დის ტუ­ა­ლეტ­ში. ხო­ლო მე­ო­რე მოწყო­ბი­ლო­ბა შედ­გე­ბა წყალ­გა­უმ­ტა­რი ლე­ი­ბის­გან, რო­მელ­ზეც და­მაგ­რე­ბუ­ლი სა­სიგ­ნა­ლო სის­ტე­მა ბავ­შ­ვის ჩას­ვე­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი
  1. შე­ამ­ცი­რეთ სითხის მი­ღე­ბა სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში
  2. ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეთ ტუ­ა­ლე­ტის რუ­ტი­ნა და წა­ა­ხა­ლი­სეთ ბავ­შ­ვი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ტუ­ა­ლე­ტის უნა­რე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად
  3. გა­აღ­ვი­ძეთ ბავ­შ­ვი დად­გე­ნილ დროს, მო­შარ­დ­ვის­თ­ვის
  4. ამო­ი­ღეთ კვე­ბის რა­ცი­ო­ნი­დან კო­ფე­ი­ნის შემ­ც­ვე­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბი, ცხა­რე საკ­ვე­ბი და ციტ­რუ­სე­ბი, რად­გან ისი­ნი ხელს უწყო­ბენ შარ­დის ბუშ­ტის შე­კუმ­შ­ვას და უნებ­ლიე მო­შარ­დ­ვას
  5. ჩარ­თეთ ბავ­შ­ვი, ჩას­ვე­ლე­ბის შემ­დეგ, სა­კუ­თა­რი თა­ვის და გა­რე­მოს მო­წეს­რი­გე­ბა­ში.

სტა­ტია მო­ამ­ზა­და ბავ­შ­ვ­თა ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა და გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლოგ­მა

სო­ფიო მე­ლა­ძემ

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები