13 ივნისი, ხუთშაბათი, 2024

ენა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დას­წავ­ლის სირ­თუ­ლის კვლე­ვა ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებ­ში

spot_img

ხა­ტია ცოცხა­ლაშ­ვი­ლი,
თე­ო­ნა თარ­გა­მა­ძე

 

 

 

ჩვენ ვართ სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მა­გის­ტ­რე­ბი – ხა­ტია ცოცხა­ლაშ­ვი­ლი და თე­ო­ნა თარ­გა­მა­ძე.

გვინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ჩვე­ნი სა­მა­გის­ტ­რო კვლე­ვა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ში ენა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დას­წავ­ლის სირ­თუ­ლე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. რო­გორც წე­სი, თავ­და­პირ­ვე­ლად, და­ვიწყეთ სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რის მო­ძი­ე­ბა და აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ (აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე) ქარ­თულ ენა­ზე მხო­ლოდ ერ­თი, მცი­რე ზო­მის ნა­თარ­გ­მ­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რა – „სპე­ცი­ფი­კუ­რი ენობ­რი­ვი დარ­ღ­ვე­ვე­ბი“ არ­სე­ბობს. უფ­რო მე­ტიც, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ იყო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არც ერ­თი კვლე­ვა, რო­მე­ლიც რა­ი­მე სა­ხით კავ­შირ­ში იქ­ნე­ბო­და ენა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დას­წავ­ლის სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან (Language Learning Disability – ენა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დას­წავ­ლის სირ­თუ­ლე). და­ვიწყეთ უცხო­ე­ნო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბა და, საწყის ეტაპ­ზე­ვე, ჩვე­ნი ყუ­რადღე­ბა მი­იპყ­რო LLD-ის გავ­რ­ცე­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კურ­მა მო­ნა­ცე­მებ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მა­გა­ლი­თად, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში 30 ბავ­შ­ვის­გან და­კომ­პ­ლექ­ტე­ბულ კლას­ში, მი­ნი­მუმ, ორს აღე­ნიშ­ნე­ბა (Norbury et al, 2016), რაც საკ­მა­ოდ დი­დი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ასე­ვე, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით, მას­წავ­ლებ­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის დო­ნე, ენობ­რივ სირ­თუ­ლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­ბა­ლია. მათ არ აქვთ არა­ნა­ი­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბათ ენა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დას­წავ­ლის სირ­თუ­ლის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­ზე­ზე­ბი­სა და სა­კითხის აქ­ტუ­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ჩვე­ნი სა­მა­გის­ტ­რო ნაშ­რო­მი და კვლე­ვა სწო­რედ ენა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დას­წავ­ლის სირ­თუ­ლის მქო­ნე მოს­წავ­ლის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბის (ქარ­თუ­ლი ენის და ლი­ტე­რა­ტუ­რის გაკ­ვე­თი­ლი) სა­კითხის შეს­წავ­ლის­თ­ვის მიგ­ვეძღ­ვ­ნა.

სა­ნამ უშუ­ა­ლოდ ჩვე­ნი კვლე­ვის მიზ­ნებს, შე­დე­გებ­სა და მიგ­ნე­ბებს გა­გაც­ნობ­დეთ, მარ­თე­ბუ­ლად მიგ­ვაჩ­ნია, ორი­ოდ სიტყ­ვით, გე­სა­უბ­როთ LLD-ის რა­ო­ბა­ზეც. LLD ხში­რად ასო­ცირ­დე­ბა სი­ზარ­მა­ცეს­თან, უკი­დუ­რეს სი­მორ­ცხ­ვეს­თან, შფოთ­ვას­თან, ქცე­ვით და ასე­ვე, სხვა­დას­ხ­ვა გან­ვი­თა­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებ­თან (Goh Kok Yew and OKearney 2013, 516-524). თუმ­ცა, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, LLD ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ისე­თი სირ­თუ­ლეა, რო­მე­ლიც კავ­შირ­შია ზე­პი­რი ან წე­რი­ლო­ბი­თი ენის გა­გე­ბა/გა­მო­ყე­ნე­ბას­თან, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი იყოს: მოს­მე­ნის, გა­აზ­რე­ბის, სა­უბ­რის, კითხ­ვის, წე­რის, და­მარ­ც­ვ­ლის (ფო­ნო­ლო­გი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი) და ასე­ვე მა­თე­მა­ტი­კუ­რი ან­გა­რი­შის სირ­თუ­ლე­ე­ბით (Paul and Norbury 2018, 399). ენა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დას­წავ­ლის სირ­თუ­ლე შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს ისეთ ბავ­შ­ვებს, რომ­ლებ­საც აქვთ დის­ლექ­სია (კითხ­ვის უნა­რის სპე­ცი­ფი­კუ­რი დარ­ღ­ვე­ვა), აღ­ქ­მის სირ­თუ­ლე­ე­ბი, თა­ვის ტვი­ნის მი­ნი­მა­ლუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა/დის­ფუნ­ქ­ცია. თუმ­ცა, თუ ბავშვს მხედ­ვე­ლო­ბის, სმე­ნის, კულ­ტუ­რუ­ლი ან სო­ცი­ო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი აქვს, ასე­ვე, მო­ტო­რუ­ლი, მენ­ტა­ლუ­რი დარ­ღ­ვე­ვე­ბი, ენა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დას­წავ­ლის სირ­თუ­ლის ქო­ნა გა­მო­რიცხუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­ნი კვლე­ვის მი­ზანს, ეს იყო კლას­ში ენა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დას­წავ­ლის სირ­თუ­ლის მქო­ნე მოს­წავ­ლის ენობ­რი­ვი უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა და მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. გარ­და ამი­სა, მი­სი შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შერ­ჩე­უ­ლი ადაპ­ტა­ცი­ის ხერ­ხე­ბის (ერ­თ­გ­ვა­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბო­და მას­წავ­ლე­ბელს მოს­წავ­ლის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში) შე­თა­ვა­ზე­ბა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის და პრო­ცეს­ში ჩვენ მი­ერ მი­წო­დე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის გა­ზომ­ვა.

კვლე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შემ­თხ­ვე­ვი­თად შერ­ჩე­ულ სკო­ლა­ში და­ვიწყეთ. გვქონ­და სკო­ლის (კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ) მას­წავ­ლებ­ლებ­თან ნა­ხევ­რად სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლის მი­ზა­ნიც იყო, გაგ­ვე­გო რა იცოდ­ნენ მას­წავ­ლებ­ლებ­მა ენობ­რი­ვი სირ­თუ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ და ჰქონ­დათ თუ არა ეჭ­ვი კლა­სებ­ში ასე­თი მოს­წავლ(ეებ)ის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა ან სა­ერ­თოდ არ იცოდ­ნენ რას ნიშ­ნავ­და ენობ­რი­ვი სირ­თუ­ლე, ან მას მეტყ­ვე­ლე­ბის სირ­თუ­ლე­ებ­თან აიგი­ვებ­დ­ნენ. შე­სა­ბა­მი­სად, კლას­ში ენობ­რი­ვი სირ­თუ­ლის მქო­ნედ მი­იჩ­ნი­ეს ე.წ. ენა­ბორ­ძი­კი (მეტყ­ვე­ლე­ბის ტემ­პი­სა და რიტ­მუ­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ბგე­რე­ბის, სიტყ­ვის ან მთე­ლი ფრა­ზის უნებ­ლიე გა­მე­ო­რე­ბით. ასე­ვე, შე­საძ­ლოა, ხა­სი­ათ­დე­ბო­დეს ბგე­რე­ბის გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბით, ბლო­კი­რე­ბით, შე­მავ­სე­ბე­ლი სიტყ­ვე­ბის ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბით) მოს­წავ­ლე.

ნა­ხევ­რად სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ, აუცი­ლე­ბე­ლი გახ­და ჩვენ მი­ერ თარ­გ­მ­ნი­ლი LLD-ის ად­რე­უ­ლი ნიშ­ნე­ბის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ჩეკ­ლის­ტის (ცხრი­ლის) მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის მი­წო­დე­ბა. მი­სი შევ­სე­ბის შემ­დეგ, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­მოთ­ქ­ვა ეჭ­ვი მე­სა­მე კლას­ში ენა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დას­წავ­ლის სირ­თუ­ლის მქო­ნე მოს­წავ­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. იმი­სათ­ვის, რომ სა­ბო­ლო­ოდ მოგ­ვეხ­დი­ნა მოს­წავ­ლის ენობ­რი­ვი სირ­თუ­ლე­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, შე­ვა­ფა­სეთ მი­სი ენობ­რი­ვი უნა­რე­ბი, რის­თ­ვი­საც გა­მო­ვი­ყე­ნეთ ჩვენ მი­ერ თარ­გ­მ­ნი­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. პირ­ვე­ლი – მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, 4-ნა­წი­ლი­ა­ნი, ენის ისე­თი ას­პექ­ტე­ბის სრულ­ყო­ფილად შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რო­გო­რე­ბი­ცაა ფო­ნო­ლო­გია, სე­მან­ტი­კა, მორ­ფო-სინ­ტაქ­სი და პრაგ­მა­ტი­კა; მე­ო­რე – აქ­ტი­ვო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რა­დაა გა­წე­რი­ლი თუ რო­გორ უნ­და შე­ფას­დეს, რა აქ­ტი­ვო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა ენის ამა თუ იმ კომ­პო­ნენ­ტე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად. შე­ფა­სე­ბამ დაგ­ვარ­წ­მუ­ნა, რომ მოს­წავ­ლეს ნამ­დ­ვი­ლად აღე­ნიშ­ნე­ბო­და ენა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დას­წავ­ლის სირ­თუ­ლე.

საწყი­სი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბის მიზ­ნით, 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვაკ­ვირ­დე­ბო­დით ამ მოს­წავ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბას ყვე­ლა გაკ­ვე­თილ­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იგი გაკ­ვე­თი­ლებ­ზე იყო პა­სი­უ­რი, თუ მას­წავ­ლებ­ლის ყუ­რადღე­ბა მთლი­ა­ნად მის­კენ არ იყო მი­მარ­თუ­ლი, კავ­დე­ბო­და სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით, მაგ: წიგ­ნე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბა, სას­კო­ლო ნივ­თე­ბის ჩან­თა­ში ჩა­ლა­გე­ბა-ამო­ლა­გე­ბა, რვე­ულ­ში ან წიგ­ნ­ში ხატ­ვა… ასე­ვე, თი­თო­ე­ულ გაკ­ვე­თილ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე ითხოვ­და გა­რეთ გას­ვ­ლას სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით: ხე­ლის და­ბა­ნა, სა­პირ­ფა­რე­შო­ში გას­ვ­ლა, წყლის და­ლე­ვა.

მოს­წავ­ლეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და რო­გორც აკა­დე­მი­უ­რი, ისე ქცე­ვით-ემო­ცი­უ­რი კუთხით ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გაკ­ვე­თილ­ზე. არას­დ­როს იწევ­და ხელს, ბო­ლომ­დე არ მიჰ­ყავ­და აქ­ტი­ვო­ბე­ბი (მა­გა­ლი­თად, და­ფი­დან გა­და­წე­რა). მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ დას­მულ შე­კითხ­ვებ­ზე ჰქონ­და ერ­თი და იგი­ვე პა­სუ­ხი: „ვი­ცო­დი, მაგ­რამ და­მა­ვიწყ­და“ ან „არ მიყ­ვარს ქარ­თუ­ლი მე“. თუ სხვა ბავ­შ­ვე­ბი პა­სუ­ხობ­დ­ნენ მას­წავ­ლე­ბელს, ამ­ბობ­და: „მეც სწო­რედ ამის თქმა მინ­დო­და“.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­ზე­ზის გა­მო, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, სწო­რედ ამ სა­გან­ში გან­გ­ვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ინ­ტერ­ვენ­ცია. მას­წავ­ლე­ბელს შევ­თა­ვა­ზეთ ე.წ. ადაპ­ტა­ცი­ის ხერ­ხე­ბი, რო­მელ­საც იგი 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და. აღ­ნიშ­ნულ მოს­წავ­ლეს­თან ვმუ­შა­ობ­დით ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც – კვი­რა­ში ერ­თხელ, 50-50 წუ­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის სე­სი­ე­ბი გვქონ­და (ჯამ­ში, 13 სე­სია), რო­მე­ლიც იყო­ფო­და 3 ნა­წი­ლად: I. 10წთ ეთ­მო­ბო­და წი­ნა სე­სი­ის გან­ხილ­ვას, ვიხ­სე­ნებ­დით რა ვის­წავ­ლეთ; II. 30წთ – ახა­ლი სა­კითხის შეს­წავ­ლა; III. 10წთ – მოს­წავ­ლის თვით­რეფ­ლექ­სია – იმის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა თუ რა გა­მო­უ­ვი­და კარ­გად, რა­ზე უნ­და იმუ­შა­ოს სა­მო­მავ­ლოდ და რო­გორ…

ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით, მოს­წავ­ლეს ხე­ლახ­ლა ვაკ­ვირ­დე­ბო­დით, 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქარ­თუ­ლი ენის და ლი­ტე­რა­ტუ­რის გაკ­ვე­თილ­ზე. ჩა­ვა­ტა­რეთ ნა­ხევ­რად სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვიუ და შე­ვა­ფა­სეთ ენობ­რი­ვი უნა­რე­ბი. აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ადაპ­ტა­ცი­ის ხერ­ხებ­მა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის სე­სი­ებ­მა რამ­დე­ნი­მე და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. კერ­ძოდ: 1. გა­უმ­ჯო­ბეს­და მოს­წავ­ლის ენობ­რი­ვი უნა­რე­ბი; 2. გახ­და მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი – და­იწყო იმის აღ­ნიშ­ვ­ნა თუ რა გა­მოს­დი­ო­და კარ­გად („ახ­ლა უფ­რო სწრა­ფად ვკითხუ­ლობ“); 3. შე­იც­ვა­ლა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გაკ­ვე­თი­ლი­სად­მი მი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა – „უკ­ვე დას­რულ­და გაკ­ვე­თი­ლი? პა­რას­კევს ხო ისევ გვექ­ნე­ბა?“. აღარ ამ­ბობ­და, რომ არ უყ­ვარს ქარ­თუ­ლი; 4. გა­ი­ზარ­და მი­სი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბა – მას­წავ­ლებ­ლის თქმით, „მოს­წავ­ლე მე­ტად აქ­ტი­უ­რი და მონ­დო­მე­ბუ­ლი გახ­და…“, „ხში­რად იწევს ხელს და ყოყ­მა­ნის გა­რე­შე, საკ­მა­ოდ სწრა­ფად აფიქ­სი­რებს თა­ვის აზრს და პა­სუ­ხობს გაკ­ვე­თი­ლის ირ­გ­ვ­ლივ დას­მულ კითხ­ვებს“; 5. გაკ­ვე­თილ­ზე ჩარ­თუ­ლო­ბის ზრდის პა­რა­ლე­ლუ­რად, შემ­ცირ­და მოს­წავ­ლის მი­ერ არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სიხ­ში­რეც, კერ­ძოდ, უფ­რო იშ­ვი­ა­თად ითხოვ­და გა­რეთ გას­ვ­ლას და ნაკ­ლე­ბად კავ­დე­ბო­და არა­საკ­ლა­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით….

აღ­ნიშ­ნულ­მა კვლე­ვამ ცხად­ყო, რამ­დე­ნად დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს LLD მოს­წავ­ლის რო­გორც აკა­დე­მი­ურ სფე­რო­ზე (გან­სა­კუთ­რე­ბით წიგ­ნი­ე­რე­ბა­ზე), ისე მის ქცე­ვით-ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, თვით­შე­ფა­სე­ბა­ზე, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა­ზე. ყო­ვე­ლი­ვე ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვფიქ­რობთ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ენობ­რი­ვი სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის, რაც შე­იძ­ლე­ბა ად­რე­უ­ლი, პრე­ვენ­ცია ან/და სკო­ლის პრო­ცეს­ში სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია, რა­თა მოხ­დეს დრო­უ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცია, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­ამ­ცი­რებს ან აღ­მოფხ­ვ­რის სწავ­ლის სირ­თუ­ლე­ებს.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ დღეს­დღე­ო­ბით მშობ­ლე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის­თ­ვის და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თ­ვის არ არ­სე­ბობს რა­ი­მე სა­ხის ინს­ტ­რუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მათ და­ეხ­მა­რე­ბათ მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ა­ში, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ცხრი­ლი და ინ­ტერ­ვენ­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო აქ­ტი­ვო­ბე­ბი სატ­რე­ნინ­გო მო­დუ­ლის სა­ხით შევ­თა­ვა­ზოთ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

აბიტურიენტის გვერდი

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები