30 სექტემბერი, პარასკევი, 2022

ემ­სა­ხუ­რო ამ საქ­მეს ნიშ­ნავს თა­ვა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო

spot_img

✔️ხა­თუ­ნა ხა­ჟო­მია ფო­თის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, 2022 წლის სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

✔️🔷 წლის სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლად აღი­ა­რე­ბა ჩემ­თ­ვის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, ვი­ყო კი­დევ უფ­რო მე­ტად, მაქ­სი­მა­ლუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. მოს­წავ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დროს ვარ გულ­წ­რ­ფე­ლი და ვცდი­ლობ, ყო­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კუთხით გა­დავ­წყ­ვი­ტო, რომ გაკ­ვე­თი­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის იყოს სი­ა­მოვ­ნე­ბა, სი­ხა­ლი­სე, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯ­ვის მცდე­ლო­ბა.

ძა­ლი­ან მიყ­ვარს სი­ახ­ლე­ე­ბი. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წლის წინ იყო სი­ახ­ლე და ასე­ვე დი­დი გა­მოწ­ვე­ვა, რამ­დე­ნად გა­არ­თ­მევ­და თავს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ პრო­ცესს. ჩე­მი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის­კენ ამ სფე­რო­სად­მი დიდ­მა ინ­ტე­რეს­მა და იმ ბავ­შ­ვე­ბის სიყ­ვა­რულ­მა გა­ნა­პი­რო­ბა, რომ­ლე­ბიც, თა­ნა­ტო­ლებ­თან შე­და­რე­ბით, ცო­ტა­თი მეტ ყუ­რადღე­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბულ მიდ­გო­მას სა­ჭი­რო­ე­ბენ.

✔️🔷 პირ­ველ რიგ­ში, აუცი­ლე­ბე­ლია ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის ქო­ნა. ამ გზა­ზე სირ­თუ­ლე­ე­ბი იქ­ნე­ბა, რა­მაც უფ­რო მე­ტი გა­მოც­დი­ლე­ბა უნ­და შეგ­ვ­ძი­ნოს. გიყ­ვარ­დეთ თქვე­ნი საქ­მე და აკე­თეთ მთე­ლი გუ­ლით! ემ­სა­ხუ­რო ამ საქ­მეს ნიშ­ნავს თა­ვა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო და შე­გეძ­ლოს, და­ი­ნა­ხო მოს­წავ­ლე­ში მი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლია წინ წა­მო­წიო და მე­ტი გან­ვი­თა­რე­ბის შან­სი მის­ცე.

✔️🔷 სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის სა­მუ­შაო დღე მოს­წავ­ლე­ზე ფიქ­რით იწყე­ბა, რა­საც წი­ნას­წარ შედ­გე­ნი­ლი გან­რი­გი ერ­თ­გ­ვარ სა­მუ­შაო ჩარ­ჩო­ში აქ­ცევს: ზოგ მოს­წავ­ლეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა, ზოგ­თან გაკ­ვე­თილ­ზე შეს­ვ­ლა და იქ დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვაა სა­ჭი­რო, ზოგ­ჯერ საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად აქ­ტი­ვო­ბაა და­სა­გეგ­მი ან ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბია მო­სა­ძი­ე­ბე­ლი ბავ­შ­ვ­თან სა­მუ­შა­ოდ, ზოგ­ჯერ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რაა და­გეგ­მი­ლი, სა­დაც საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცესს, სად წა­ვი­წი­ეთ წინ, სად გაგ­ვი­ჭირ­და, იქ­ნებ ცო­ტა­თი კი­დევ გა­ვა­მარ­ტი­ვოთ სას­წავ­ლო გეგ­მა ან სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გია შევ­ც­ვა­ლოთ. სირ­თუ­ლე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა ამ აქ­ტი­ვო­ბის დროს შეგ­ვ­ხ­ვ­დეს, თუმ­ცა, მშო­ბელ­თან და საგ­ნის პე­და­გო­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გზით, ყვე­ლაფ­რის დაძ­ლე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

✔️🔷 სკო­ლა­ში 13 სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე ირიცხე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა დარ­ღ­ვე­ვით. მათ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით ვმუ­შა­ობთ. ვცდი­ლობთ, ბავ­შ­ვე­ბი კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­შიც ჩავ­რ­თოთ, სა­დაც მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნა მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბით ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თა­რიღს ვეხ­მა­უ­რე­ბით, რაც მი­მარ­თუ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის­კენ: „მე უნ­და ვი­ყო ტო­ლე­რან­ტი“, „ჩვენ და აუტიზ­მი“, „ყვე­ლა თა­ნას­წო­რია, ყვე­ლა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია“, „არა ბუ­ლინგს“, „რა­ტომ ჭრე­ლი წინ­დე­ბი?“, „ჩვენ ფე­რა­დი მე­გობ­რე­ბი ვართ“ — ეს იმ აქ­ტი­ვო­ბე­ბის მოკ­ლე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რა­საც ვგეგ­მავთ და ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. ასე­ვე, ვეხ­მა­უ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თა­რი­ღებს, შე­სა­ბა­მი­სი ში­ნა­არ­სის ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბით, დის­კუ­სი­ით, ბუკ­ლე­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბით და გავ­რ­ცე­ლე­ბით.

✔️🔷 ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რია ბავ­შ­ვებ­თან სწავ­ლე­ბის მულ­ტი­მო­და­ლუ­რი (მულ­ტი­სენ­სო­რუ­ლი) მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს ყვე­ლა შეგ­რ­ძ­ნე­ბის ორ­გა­ნოს მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩარ­თ­ვას/გა­მო­ყე­ნე­ბას სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. ეს მე­თო­დი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მოს­წავ­ლეს, უკეთ აღიქ­ვას, შე­ი­მეც­ნოს და და­ი­მახ­სოვ­როს ახა­ლი მა­სა­ლა. ასე­ვე ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი აქ­ტი­ვო­ბაა მა­თი კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თ­ვა, რაც მათ სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას უწყობს ხელს.

✔️🔷 საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­მა უნდა ითა­ნამ­შ­რომ­ლოს სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელ­თან და მშო­ბელ­თან. თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ყვე­ლა­ზე დი­დი შე­დე­გის მომ­ტა­ნია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვის დროს, მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ.

სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებს დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა სჭირ­დე­ბათ, თა­ვი­ან­თი საქ­მე ხა­რის­ხი­ა­ნად რომ აკე­თონ და ნამ­დ­ვი­ლად და­სა­ფა­სე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლის შრო­მა და მონ­დო­მე­ბა.

✔️🔷 გა­სულ წელს ჩა­ვა­ბა­რე სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და და უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი გავ­ხ­დი. გა­მოც­დის წარ­მა­ტე­ბით ჩა­სა­ბა­რებ­ლად, რა თქმა უნ­და, აუცი­ლე­ბე­ლია გარ­კ­ვე­უ­ლი სა­კითხე­ბის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ცოდ­ნა, რო­მე­ლიც გამ­ყა­რე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრაქ­ტი­კით, გა­მოც­დი­ლე­ბით. ზო­გა­დად, სა­გა­მოც­დო ტეს­ტე­ბი სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლის იყო. ვფიქ­რობ, ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა დიდ სირ­თუ­ლეს არ უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს, რო­ცა ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ობ და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვს, რად­გან მათ­თან ერ­თად იზ­რ­დე­ბი — ხან წინ მი­დი­ხარ და ხან უკან… ჰო, ასეც ხდე­ბა…

✔️🔷 ყვე­ლა­ზე დიდ გა­მოწ­ვე­ვად მა­ინც ის სა­კითხი რჩე­ბა, თუ რამ­დე­ნად მაქ­სი­მა­ლუ­რად არი­ან სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბი; რამ­დე­ნად არის მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს. სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის კი ეს ერ­თ­გ­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა, გა­აძ­ლი­ე­როს და ხე­ლი შე­უწყოს საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელს ამ პრო­ცე­სე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში.

✔️🔷 ხელ­შეწყო­ბას ნამ­დ­ვი­ლად ვგრძნობ სკო­ლის დი­რექ­ცი­ის­გან, ასე­ვე მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის­გან. უბ­რა­ლოდ, ვი­სურ­ვებ­დი, იყოს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ყვე­ლა სკო­ლას ჰყავ­დეს ფსი­ქო­ლო­გი, ლო­გო­პე­დი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პევ­ტი, რად­გან ერ­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბით უკე­თე­სი შე­დე­გის მიღ­წე­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. გვაქვს რე­სურ­სე­ბი, რო­მელ­საც ხში­რად ვა­ახ­ლებთ ხოლ­მე, მაგ­რამ უამ­რა­ვი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სას­წავ­ლო მა­სა­ლა და რე­სურ­სია, რო­მელ­თა ლა­მი­ნი­რე­ბუ­ლი ბა­რა­თე­ბის სა­ხით დამ­ზა­დე­ბას ვი­სურ­ვებ­დი.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები