27 ივლისი, შაბათი, 2024

ელექტრონული რესურსები ქიმიის გაკვეთილზე

spot_img

მაგული ჯინჭარაძე

სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთისა და სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებელი

 

 

ქიმია საბუნებისმეტყველო საგანთა ციკლს მიეკუთვნება, რომლის მიმართ მოსწავლეებს ნაკლები ინტერესი აქვთ. ინტერესის ასამაღლებლად, ქიმიის სწავლების აუცილებლობის გააზრებასთან ერთად, საჭიროა მოსწავლეებს აუმაღლდეს მოტივაცია შესასწავლი საგნის მიმართ.

ეროვნული სასწავლო გეგმის მე-6 თავის მუხლი-25-ის მიხედვით, სასწავლო პროცესი უნდა ეყრდნობოდეს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასწავლო რესურსს.

დამატებით სასწავლო რესურსს მიეკუთვნება ელექტრონული რესურსები, რომლებიც, სხვა სასწავლო რესურსებთან ერთად, გადამწყვეტ როლს თამაშობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში. მოტივაციის ამაღლებაზე სისტემატური მუშაობა დიდწილად განაპირობებს მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ მოსწრებას და სასწავლო პროცესის სასიამოვნოდ და სახალისოდ წარმართვას“ (სწავლება და შეფასება, გვ,3). მოტივაცია კი არის ძირითადი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მოსწავლეთა წარმატებას სწავლა-სწავლების პროცესში.

მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთი საშუალებაა სახალისო ელექტრონული რესურსების გამოყენება. მისი შექმნის იდეა, პირველად, დისტანციური სწავლების დროს გამიჩნდა, თუმცა მას შემდეგაც აქტიურად ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში.

სახალისო ელექტრონული რესურსების გამოყენება უზრუნველყოფს:

  • მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას, რადგან იპყრობს მათ ყურადღებას და სწავლას უფრო სასიამოვნოს ხდის. როდესაც მოსწავლეები დაინტერესებული არიან მასალი, ისინი უფრო აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში.
  • მოტივაციის ზრდას, რადგან მოსწავლეები უფრო მეტად მოტივირებული არიან სწავლისთვის, როცა მასალას სასიამოვნოდ და საინტერესოდ თვლიან. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს სწავლისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას და გამოწვევებთან გამკლავების სურვილს.
  • ზრდის დამახსოვრების უნარს, რადგან სახალისო რესურსები, ხშირად, მოიცავს პრაქტიკულ აქტივობებს, თამაშებს ან ინტერაქტიულ ელემენტებს, რაც სასიამოვნოს ხდის სწავლის პროცესს და ამიტომ მოსწავლეები უკეთ იმახსოვრებენ და ინახავენ ინფორმაციას.
  • ხელს უწყობს კრეატიულობის, ანუ შემოქმედებითი უნარების განვითარებას როგორც პედაგოგებში, ასევე მოსწავლეებში. მასწავლებლებს შეუძლიათ, კრეატიულად და მიმზიდველად დაგეგმონ გაკვეთილები, ხოლო მოსწავლეებმა ინოვაციური გზებით გამოხატონ თუ რამდენად გაიგეს და გაიაზრეს ასათვისებელი მასალა. ეს განაპირობებს პოზიტიური და შემოქმედებითი სასწავლო გარემოს შექმნას.
  • ხელს უწყობს დაძაბულობის მოხსნას, ანუ სტრესის შემცირებას. სწავლა შეიძლება იყოს სტრესული, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოსწავლეები გადატვირთულობას ან ზეწოლას გრძნობენ. სახალისო რესურსები მათ სტრესის შემსუბუქებაში ეხმარება, პოზიტიური და სასიამოვნო სასწავლო ატმოსფეროს შექმნით.

ელექტრონული რესურსები შექმნილი მაქვს სხვადასხვა პლატფორმაზე, სადაც უამრავი სასწავლო რესურსია სხვათა მიერ შექმნილი და შეგვიძლია მათი გამოყენება. ამავდროულად, არსებული შაბლონები საშუალებას გვაძლევს, თავადაც შევქმნათ მრავალფეროვანი რესურსები.

ეს პლატფორმებია: Learningapps.org, wisc-online, wordwall, Jeopardy, tvschool.

ყველა ეს პლატფორმა ძალიან საინტერესო და მიმზიდველია, რადგან აგებულია თამაშით სწავლების პრინციპზე, თამაში კი სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის, მოსწავლეს თამაშ-თამაშით „შემოესწავლება“ საგანი.

მოსწავლეს შეუძლია ითამაშოს როგორც პერსონალური კომპიუტერში, ისე ტელეფონშიც. თამაშები შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც საგაკვეთილო პროცესში და ამით ტელეფონის გამოყენება მიზნობრივი გავხადოთ, ასევე გადავუგზავნოთ მოსწავლეებს და სახლში იმუშაონ, საშინაო დავალების სახით.

გიზიარებთ ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსების ბმულებს:

Learningapps.org -ზე  https://drive.google.com/file/d/14GVzs8uu4dMzU-A_T278ESvNAB0fCyyx/view?usp=sharing

wisc-online-ზე  https://drive.google.com/file/d/12G7UZt7OyAIb24gLtnR0pcIX5H5Cj-xx/view?usp=sharing

wordwall-ზე  https://drive.google.com/file/d/1BQDGT87D5Eum1vw1qeHQsL6rKUaukLw9/view?usp=sharing

Jeopardy-ზე  https://drive.google.com/file/d/1Svmie6VJNmUAYdEJ7UBXYgt8k_ghRrsZ/view?usp=sharing

tvschool-ზე  https://drive.google.com/file/d/1GpDAiQdoc1cUr8gl1i7j1PE4gXUAz3Vb/view?usp=sharing

ამრიგად, ელექტრონული, სასწავლო რესურსები საუკეთესო საშუალებაა საგაკვეთილო პროცესში, ნებისმიერ ეტაპზე, მოსწავლეთა მოტივირებისთვის, საგაკვეთილო პროცესში მათი მაქსიმალური ჩართულობისა და აქტიური ინტერაქციის მისაღწევად.

24 იანვარი. 2024 წელი

P.S. მივმართავ კოლეგებს, უფრო კონკრეტულად, ქიმიის პედაგოგებს: იმედია, გამოგადგებათ ჩემი ელექტრონული რესურსები სასწავლო პროცესში. მადლობელი დაგრჩებით, თუ უკუკავშირს მომაწოდებთ ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე – magulijincharadze@gmail.com

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები