12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

ელექტრონული რესურსების გამოყენება და მულტიმედიური სწავლება მუსიკის გაკვეთილებზე

spot_img

თამარ თევდორაშვილი
სსიპ თბილისის №79 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი

 

 

21-ე საუკუნეს „ინფორმაციის ხანას“ უწოდებენ. ამიტომაც, განათლების სფეროში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საგანმანათლებლო საინფორმაციო ტექნოლოგიების ფართო გამოყენება.

თანამედროვე ადამიანის ამოცანაა უმოკლეს დროში მიიღოს აქტუალური ცოდნა, მიაღწიოს რეალურ შედეგს, რათა ეფექტურად გამოიყენოს ის სწრაფად ცვალებად სამყაროში.

მასწავლებლები სერიოზული ამოცანის წინაშე დგანან: მოამზადონ ახალი თაობა ცხოვრებისთვის თანამედროვე საინფორმაციო პირობებში. ამიტომ სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის საჭირო გახდა ახალი მიდგომები, რომელიც ეფუძნება მოწინავე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას.

თანამედროვე გაკვეთილებზე  მრავალი წიგნი, სტატია თუ დისერტაცია დაიწერა. პერიოდულად იცვლება განათლების მიზნები და შინაარსი, ჩნდება სწავლების ახალი საშუალებები და მიდგომები, მაგრამ რაც არ უნდა რეფორმები განხორციელდეს, გაკვეთილი განათლების მარადიულ და მთავარ ფორმად რჩება. მას ეყრდნობა როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე სკოლა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების გამოყენება, რომელიც ემსახურება სწავლების გამდიდრებასა და გამრავალფეროვნებას. საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით სწავლის პროცესი უფრო მოქნილი და სახალისო ხდება ყველა დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე.

ამ თემისადმი მიძღვნილ მრავალ სტატიაში ხშირად გვხვდება გამოთქმა „გაკვეთილი მულტიმედიური მხარდაჭერით“. აშკარაა, რომ ეს არის გაკვეთილის სახელი, სადაც მულტიმედია გამოიყენება სწავლის ეფექტის გასაძლიერებლად. ასეთ გაკვეთილზე მასწავლებელი რჩება სასწავლო პროცესის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ, რომელიც ინფორმაციის გადამცემის ძირითად წყაროდ გვევლინება. ნებისმიერ დროს, მასწავლებელს შეუძლია ჰიპერბმულების გამოყენება დეტალურ ინფორმაციაზე გადასასვლელად, ანიმაციის გამოყენებით შესასწავლი მასალის „გაცოცხლებისთვის“ და ა.შ.

დღევანდელი ცხოვრება მასწავლებლებს ახალ ამოცანებს კარნახობს: მოსწავლეებმა უნდა იგრძნონ თავდაჯერებულობა უახლესი ინფორმაციის პირობებში. ახალი თაობა იზრდება კომპიუტერული თამაშების, სოციალური ქსელების და ციფრული კულტურის სხვა ელემენტების სამყაროში და ამ ბავშვებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ბუნებრივია.

მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა თავად განსაზღვროს, რატომ სჭირდება მას პირადად მულტიმედიური გაკვეთილების გამოყენება, ეს აუცილებლობაა თუ უბრალოდ მოდურია? მულტიმედიური გაკვეთილი არ უნდა იყოს თვითმიზანი და არ უნდა ჩატარდეს მხოლოდ მოდის ტენდენციების შესანარჩუნებლად. ეს უნდა დაეხმაროს მას მოსწავლის ცოდნისა და სწავლის დონის გაუმჯობესებაში.  თანამედროვე საინფორმაციო რევოლუციის მნიშვნელობა განისაზღვრება კომპიუტერების, ტელეკომუნიკაციების და აუდიოვიზუალური ტექნოლოგიების თავსებადობით, ასევე მონაცემთა დამუშავების შესაძლებლობების უზარმაზარი ზრდით. ამ თავსებადობამ ხელი შეუწყო ინტერაქტიულ სწავლაზე დაფუძნებული ახალი პედაგოგიური მიდგომების გაჩენას.

მულტიმედიური ტექნოლოგია არის ელექტრონული დოკუმენტების მომზადების მეთოდი, რომელიც მოიცავს ვიზუალურ და აუდიო ეფექტებს, სხვადასხვა სიტუაციების მრავალპროგრამირებას ინტერაქტიული პროგრამული უზრუნველყოფის ერთიანი კონტროლის ქვეშ. მულტიმედია ჩვეულებრივ ნიშნავს გრაფიკას, ჰიპერტექსტს, ხმას, ანიმაციას და ვიდეოს.

ასეთი საშუალებების ერთობლიობა უზრუნველყოფს ინფორმაციის მიღების ხარისხის ახალ დონეს: ადამიანი არ არის პასიური, არამედ პროცესის  აქტიური მონაწილე ხდება.

ნებისმიერ საგანში გაკვეთილის დაგეგმვისას, მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს აუდიტორია, გაითვალისწინოს ასაკობრივი ჯგუფი, ასევე კომპიუტერული ცოდნის დონე. ამის შემდეგ ჩამოაყალიბოს მიზნები და ამოცანები, რა უნარების გამომუშავებას გეგმავს მოსწავლეებში? რის შესწავლას მოახდენს კონკრეტულ გაკვეთილზე, რა როლს შეასრულებს ასეთი გაკვეთილი?

და მაინც, რა შესაძლებლობებს იძლევა მულტიმედიური გაკვეთილი?

ეს ისეთი გაკვეთილია, სადაც ხდება  ახალი მასალის შესწავლა, ახალი ინფორმაციის წარდგენა;  ნასწავლის კონსოლიდაცია, საგანმანათლებლო უნარების განვითარება; შეძენილი ცოდნის, უნარების გამეორება, პრაქტიკულად გამოყენება.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ მუსიკის საგანში კომპიუტერული პროგრამების ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია სწავლების  ყველა საფეხურზე.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება მუსიკის გაკვეთილებზე ხელს უწყობს მუსიკის აქტიური აღქმის უნარების განვითარებას, ბავშვების მუსიკალური გამოცდილების გამდიდრებას, ცოდნის ათვისებას.

XXI საუკუნის მასწავლებელს ბევრი რამ მოეთხოვება.

თანამედროვე მასწავლებლი უნდა იყოს შემოქმედი, ორიგინალური, კრიტიკულად მოაზროვნე, უნდა ეძიებდეს სიახლეებს, და რაც მთავარია მისი მთავარი იარაღი კომპეტენტურობაა, რათა აღზარდოს შემოქმედებითი უნარის მქონე მოსწავლეები.

მასწავლებელს შეუძლია საკუთარი საჭიროებების შესაბამისად შექმნას პირადი უნიკალური საგანმანათლებლო მეთოდები, ან გამოყენოს უკვე შექმნილი ელექტრონული რესურსები. ასევე მისცეს მოსწავლეებს ბიძგი და ის უნარები,რაც დაეხმარება მათ ტექნოლოგიების გამოყენებით მრავალფეროვანი დავალებების შექმნაში.

გიზიარებთ იმ ( არასრულ) ელექტრონული რესურსების ბმულებს, რომლებიც ჩემ მიერ არის შექმნილი და  ვიყენებ გაკვეთილებზე.

https://app.bookcreator.com/read/xbkeod8SSDSFNwVADprOfg/TsuU1SOGQX68uZOWhDp3cw

https://app.bookcreator.com/read/b0ZSO0ueRQKm_WxaQaI9Mg/L8ZFPFmeSXqjaAmNmlk0lA

https://app.bookcreator.com/read/lfSZpgW_TjKIPf-7bqNbEQ

https://app.bookcreator.com/read/1XXZtP3KTuW1naHv1DLCXg

https://sway.cloud.microsoft/uobmm0y5udMCBAB3?play

https://sway.cloud.microsoft/n9ZkIn7X8m93sm7F?play

https://sway.cloud.microsoft/nQ3woQLoqDA1twuU?play

https://sway.cloud.microsoft/s7d4asatGyobZIQg?play

https://www.youtube.com/channel/UCdYuD4SEatH-l69WNQ9Bxyw/videos

https://docs.google.com/presentation/d/1ej3pOKemN5jtxvruK9hgDzay6tE7UY9D/edit#slide=id.p1

მაშასადამე საგანმანათლებლო  საქმიანობა ტექნოლოგიების უშუალო გავლით მიმდინარეობს, ინტერნეტი იძლევა ახალ შესაძლებლობებს, ინფორმაციის გაცნობა-დამუშავებას, წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარის გამდიდრებას.

საგანმანათლებლო სისტემაში თითქმის ყველა სკოლა აქტიურად იყენებს ისტ ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში.

ჩემი მიზანია სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გავაუმჯობესო

სასწავლო გარემო. მაგალითად, გაკვეთილის ჩატარებისას დიდი მნიშვნელობა მივანიჭო დამხმარე ვიზუალურ მასალას, თვალსაჩინო გავხადო ესა თუ ის მოვლენა.

სასურველია კომპიუტერული რესურსების მიზნობრივად გამოყენება სასწავლო პროცესში, რადგან მიმაჩნია,რომ ის უფრო მეტის მომცემია მოსწავლეებისთვის.

ასევე ახალი ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესის ეფექტიანობას, თანამედროვე მეთოდების დანერგვას, როგორიც არის, მაგალითად, პროექტზე დაფუძნებული.

სწავლება, ინტეგრირებული გაკვეთილები, ჯგუფური დავალებები. სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიის გამოყენების მიზნებია: აამაღლოს სწავლების ხარისხი, გაზარდოს მოსწავლეთა ცნობიერება, გახადოს მოსწავლე უფრო მეტად ორგანიზებული და საკითხზე ორიენტირებული. გააუმჯობესოს თანამშრომლობითი ურთიერთობები, უზრუნველყოს მაღალი მოტივაცია.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები