27 ივლისი, შაბათი, 2024

ელექტრონული რესურსების გამოყენების მნიშვნელობა საგაკვეთილო პროცესში

spot_img
ნანი სიჭინავა
. სენაკის N3 საჯარო სკოლის ფიზიკისა  და ბუნებისმეტყველების წამყვანი მასწავლებელი

 

 

ონლაინსივრცეში უამრავი საინტერესო საგანმანათლებლო ვებგვერდი და ელექტრონული რესურსი არსებობს, რომელთა გამოყენება საგაკვეთილო პროცესს საინტერესოს ხდის და დასახული მიზნის მიღწევაში მეხმარება.

გაკვეთილზე ელექტრონული რესურსების გამოყენება მაძლევს საშუალებას, მოკლე დროში, რაც შეიძლება მეტი და ხარისხიანი ინფორმაცია მივაწოდო მოსწავლეებს; მიადვილებს მოსწავლეების ჩართვას რესურსის შექმნაში – ეს პროცესი მოსწონთ ბავშვებს და ზრდის მათ მოტივაციას. 21-ე საუკუნის მოსწავლისათვის კომპიუტერის საშუალებით ცოდნის მიღება უფრო მოსახერხებელი და სახალისოა.

ამიტომაც, სასწავლო პროცესში აქტიურად დავიწყე ელექტრონული რესურსების შექმნა და მათი გამოყენება. ძირითადად, ციფრული რესურსი მზადდება კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე და არ მოითხოვს დამატებით ფინანსურ დანახარჯებს. ელექტრონული რესურსების, ,სლაიდების, ვიდეორგოლების, სიმულაციების საშუალებით მოსწავლეები უკეთ იგებენ, იაზრებენ, აღიქვამენ და სწავლობენ, რაც ასე მნიშვნელოვანია საბუნებისმეტყველო საგნის სწავლებისას.

,,ახალი სკოლის მოდელის’’ პროექტის ფარგლებში შეიქმნა დამხმარე ქართულენოვანი ელექტრონული რესურსები და ვირტუალური ლაბორატორია საბუნებისმეტყველო მიმართულებით.

ვირტუალური ლაბორატორიის მიზანია საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში კვლევითი კომპეტენციის გაძლიერება. მათი დახმარებით კვლევითი აქტივობების განხორციელება შესაძლებელია ლაბორატორიული აღჭურვილობისა და შესაბამისი სივრცის გარეშე,მხოლოდ კომპიუტერისა და ინტერნეტის დახმარებით.

პედაგოგი ყოველთვის ოროენტირებული უნდა იყოს, რომ მოსწავლეებში გაზარდოს მოტივაცია, ინტერესი და ჩართულობა. მიმაჩნია, რომ ციფრული ტექნოლოგიები ჩვენი მომავალი თაობისთვის ძირითად ინტერესის სფეროს წარმოადგენს. ამიტომ ვთვლი, რომ ელექტრონული რესურსების შექმნა და მისი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში არამარტო სახალისოა მოსწავლეებისთვის, არამედ ამ დროს შეძენილი ცოდნა დიდ ხანს ამახსოვრდებათ მათ, რაც საწინდარია მყარი და საფუძვლიანი განათლებისა. პედაგოგის მიზანიც ხომ ისაა, რომ მოსწავლეს საშუალება მისცეს, პროცედურული ცოდნა გადააქციოს პირობისეულად.

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ შექმნილ რესურსებს და რესურსის ბმულებს (ნაწილობრივს), რომელსაც ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში:

რესურსი 1.

სასწავლო რესურსი წარმოდგენილია LearningApps.org პროგრამაში. ამ ტესტით მასწავლებელს შეუძლია შეამოწმოს მოსწავლეთა ცოდნა ბუნების ძალებზე (სიმძიმის, დრეკადობის, ხახუნის), მათი მოქმედების თავისებურებებზე, მათ რაოდენობრივ მახასიათებლებზე. კომპიუტერის საბაზისო უნარ-ჩვევის ცოდნა დაეხმარება მოსწავლეებს, ადვილად გამოიყენონ წარმოდგენილი რესურსი. ტესტის გამოყენება შეიძლება საბაზო და საშუალო საფეხურზე.

იხილეთ ბმული https://learningapps.org/display?v=p83s1d36318

რესურსი 2.

საწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი და ეფექტური რომ გამეხადა, გადავწყვიტე, შემექმნა ვიდეორესურსი Learningapps.org პროგრამაში. წარმოდგენილი რესურსის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი თემების შესწავლისას: სიმძიმის ძალა, წონა, უწონობა.

იხილეთ ბმული :

https://learningapps.org/display?v=prh0d8ptc18

რესურსი 3.

იხილეთ ბმული : https://learningapps.org/display?v=ppv5m1kva18

სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვის, მიღებული ცოდნის გამთლიანების , მოტივაციის ამაღლების მიზნით შევქმენი მასალა სასწავლო რესურსის სახით , კერძოდ, შესაბამისობის დადგენა learningapps.org პროგრამაში. ამ სასწავლო რესურსით მასწავლებელს შეუძლია, შეამოწმოს მიღებული ცოდნის კონკრეტულ სიტუაციაში გამოყენების უნარი , კერძოდ, მოსწავლეებმა განასხვავონ ერთმანეთისაგან ფიზიკური სხეული, ნივთიერება, მოვლენა.

ძალიან საინტერესო და სასარგებლო რესურსებია https://school.emis.ge/-ზე დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის ბუნებისმეტყველებაში, თუმცა, მათი გამოყენება სხვა კლასებშიც შესაძლებელია. ეს რესურსი იმით არის სასარგებლო და საინტერესო, რომ მოცემული სავარჯიშოები და სიტუაციური დავალებები ინტეგრირებულია სხვა საგნებთან და ხელს უწყობს კვლევა-ძიების უნარების განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებისმეტყველების სწავლებაში.

ფიზიკით, როგორც მეცნიერებით, დაინტერესების მიზნით – თუ რატომ უნდა შევისწავლოთ ეს მეცნიერება ძალიან კარგად – შესავალ ეტაპზე, ვიყენებ სახალისო ექსპერიმენტების ვიდეორგოლს. იხ.ბმული

https://www.youtube.com/watch?v=kAC1nwja5po

მომავალში ვგეგმავ ფიზიკის გაკვეთილებზე ფართოდ გამოვიყენო ვირტუალური ლაბორატორიის და ck-12 საგანმანათლებლო რესურსები და გაგიზიაროთ სწავლების შედეგები და ეფექტურობა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები