8 თებერვალი, შაბათი, 2025

ელექტრონული რესურსების გამოყენება ქიმიის გაკვეთილზე

spot_imgspot_img

ირმა მიქელაძე
სსიპ ტბელ აბუსერიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. თხილვანის საჯარო სკოლის ქიმიის უფროსი მასწავლებელი

 

 

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი საზოგადოების მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში, რადგან იგი, როგორც 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე შემოქმედობითობის და ინოვაციური მიდგომების წინაპირობაა. ვფიქრობ, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგია გაკვეთილის მიზნის მიღწევის ის დამხმარე საშუალებაა, რომლის გამოყენებაც მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებასა და ჩართულობის გაძლიერებას უწყობს ხელს. ხოლო პედაგოგიური საქმიანობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების თვითრეალიზებას, განათლების დონის ამაღლებას, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, შემოქმედებით აზროვნებასა და შემეცნებით საქმიანობას. შემოქმედებით მასწავლებელს უწევს სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების შემუშავება, შექმნა და გამოყენება, რაც მიმართულია მოსწავლის პროდუქტიულობასა და ცნობიერების ამაღლებაზე.

სწავლების სხვადასხვა ეტაპზე მასწავლებელს სჭირდება გასცდეს სახელმძღვანელოს ჩარჩოებს, ამიტომ გადავწყვიტე, შემექმნა ელექტრონული სასწავლო რესურსები, გარკვეული სახის დამატებითი მასალა, რომელსაც ვიყენებ სწავლის სხვადასხვა ეტაპზე. ელექტრონული სასწავლო რესურსის შექმნისას, მასალა კონკრეტულ კლასზე მოვარგე, ანუ შევეცადე არსებული სახელმძღვანელოს გამდიდერებასა და მოდიფიცირებას. რა თქმა უნდა, ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული სასწავლო რესურსები არა არის სახელმძღვანელოსგან ცალკე მდგომი მასალა. ამისათვის, არსებულ აქტივობებს დავამატე სავარჯიშოები, ჩავანაცვლე სახელმძღვანელოში მოცემული მასალა დამატებითი ავთენტური მასალით, საგაკვეთილო პროცესი ამით უფრო მრავალფეროვანი და სახალისო გავხადე.

ელექტრონული რესურსები შედგენილი მაქვს https://learningapps.org/-პროგრამაში, მოსწავლისათვის ადვილად გასაგები ინსტრუქციით, ასევე, აქტივობის დასრულებისთანავე მოსწავლე ამოწმებს საკუთარ ნამუშევარს და, არასწორი პასუხის შემთხვევაში, შეუძლია კიდევ სცადოს.

ჩემ მიერ წარმოდგენილი რესურსები მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს როგორც მასალის ახსნის დროს, ასევე ცოდნის განმტკიცებისა და მასალის შეჯამების დროს.

ელექტრონული რესურსის გამოყენება მარტივად შესაძლებელია ელექტრონული ლინკის მეშვეობით, რომელიც ავტომატურად გადაიყვანს მოსწავლეს ვებგვერდზე – https://learningapps.org/.

რესურსი 1. თამაშ-ვიქტორინა. https://learningapps.org/display?v=p6rsejq7t23 აღჭურვილია ასაკის შესაბამისად გასაგები და თანმიმდევრული ინსტრუქციით, რომელიც გამოვიყენე XI კლასში, ქიმიაში შესასწავლი მასალის გამეორების მიზნით. მოსწავლეებს შეექმნათ დადებითი ემოციური განწყობა.

რესურსი 2. თავსატეხი, ქიმიური სიმბოლოები https://learningapps.org/display?v=p32tj0t6k23

ეს რესური მე-8 კლასის მოსწავლისთვისაა განკუთვნილი. მოსწავლემ ქიმიური ელემენტის სიმბოლო უნდა დაუკავშიროს მის სახელწოდებას.

რესურსი 3. წყვილები: არაორგანულ ნაერთთა კლასები. https://learningapps.org/display?v=pwtdds1xk23

წარმოდგენილი რესურსი გამოიყენება მე-9 კლასის მოსწავლისთვის. მოსწავლემ ნაერთთა ფორმულები შესაბამის სახელწოდებას უნდა შეუსაბამოს.

რესურსი 4. ჯგუფის არჩევა – რეაქციათა ტიპები სტექიომეტრიის მიხედვით –

https://learningapps.org/display?v=pphisjara23

ეს რესურსი პედაგოგმა შესაძლებელია გამოიყენოს როგორც მე-9, ასევე მე-10 კლასში. ამ აქტივობით მოსწავლე ამოწმებს ცოდნას და აჯგუფებს რეაქციათა ტოლობებს, თუ რეაქციათა რომელ ტიპს მიეკუთვნება.

რესურსი 5. ქიმიური კროსვორდი – https://learningapps.org/display?v=p0wv3c9y223

აღნიშნული რესურსი, განკუთვნილია მე-8 კლასისთვის. ეს რესურსი მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს განვლილი მასალის განმტკიცებისთვის.

ამ სასწავლო ელექტრონული რესურსის გამოყენებით, საშუალება მომეცა, მიმეღწია კონკრეტული სასწავლო მიზნისათვის:

♦ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების პროცესში ელექტრონული რესურსების გამოყენება ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას;

♦ სწავლა-სწავლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებნით უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართვას სასწავლო პროცესში და ხელს უწყობს საკითხის უკეთ დამახსოვრებასა და გაანალიზებას;

♦ მოსწავლე სწავლობს და შეიმეცნებს ხალისით;

♦ მაღლდება მოტივაცია შესასწავლი საკითხისა და საგნის მიმართ.

აღნიშნულმა რესურსებმა გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, ინტერესი, დაკვირვების უნარი და ჩართულობა.

ელექტრონული სასწავლო რესურსები ეხმარება მასწავლებელს, საგაკვეთილო პროცესი გახადოს მრავალფეროვანი და მოსწავლეზე ორიენტირებული.

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები