13 ოქტომბერი, კვირა, 2024

ელექტრონული ჟურნალის მობილური აპლიკაცია განახლდა

spot_img

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­ნუ­ყო­ფე­ლი და აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტი ხდე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის შექ­მ­ნას მოჰ­ყ­ვა ვებ­ვერ­სია და მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია, მაგ­რამ, რა­კი ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა არ გვქონ­და, პან­დე­მი­ის დროს ბევ­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლის შეც­ვ­ლა გახ­და სა­ჭი­რო, გან­ვი­თარ­და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­­ნა­ლიც, შე­სა­ბა­მი­სად, მო­ბი­ლურ აპ­ლი­კა­ცი­ა­საც გარ­კ­ვე­უ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი და­ე­მა­ტა.

მობილური აპლიკაცია ქართულენოვანია და გადმოწერა შესაძლებელია ნებისმიერ ელექტრონულ მოწყობილობაზე როგორც iOS, ისე  Android სისტემებისთვის, სახელწოდებით Onlaine School EMIS.

გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, ნი­ნო ეფ­ხოშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით: „ეს მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია გა­ცი­ლე­ბით მოქ­ნი­ლი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია. აღა­რაა სა­ჭი­რო ვებ­გ­ვერ­დ­ზე შეს­ვ­ლა (რის­თ­ვი­საც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლაა სა­ჭი­რო), რომ სა­სურ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო. ერ­თხელ გად­მო­წერს აპ­ლი­კა­ცი­ას მას­წავ­ლე­ბე­ლი, მოს­წავ­ლე თუ მშო­ბე­ლი და ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­ი­ღე­ბენ შეტყო­ბი­ნე­ბებს ყვე­ლა იმ სი­ახ­ლის, ცვლი­ლე­ბი­სა თუ აქ­ტი­ვო­ბის შე­სა­ხებ, რაც ელ­ჟურ­ნალ­ში ფიქ­სირ­დე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბა, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის გაც­დე­ნა თუ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბა, აქ­ტი­ვო­ბის, თუ მშო­ბელ­თა კრე­ბის ჩა­ნიშ­ვ­ნა და ა. შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი მყი­სი­ე­რად, ყო­ველ­გ­ვა­რი ზედ­მე­ტი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის გა­რე­შე, მხო­ლოდ აპ­ლი­კა­ცი­ის ჩა­მოტ­ვირ­თ­ვით“.

⇒ სი­ახ­ლე საქ­მეს უმარ­ტი­ვებს მას­წავ­ლე­ბელ­საც. რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო ამ­ბობს, მი­სი და­ნერ­გ­ვა მას­წავ­ლე­ბელ­თა მოთხოვ­ნაც იყო – კომ­პი­უ­ტე­რი ხომ სულ თან არ აქვს ადა­მი­ანს. „ერთი კვი­რაა, რაც მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია მუ­შა­ობს და და­დე­ბი­თი უკუ­კავ­ში­რი უკ­ვე გვაქვს, თუმ­ცა ეს ცოცხა­ლი პრო­ცე­სია და პე­და­გო­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, აპ­ლი­კა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გა­ნახ­ლე­ბის­თ­ვის ჩვენ მზად ვართ“.

⇒ ეს სი­ახ­ლე გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მშობ­ლე­ბის­თ­ვის. თუ ად­რე ისი­ნი მხო­ლოდ შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენტს ხე­დავ­დ­ნენ, ახ­ლა ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ში შე­ტა­ნი­ლი ყვე­ლა ცვლი­ლე­ბა მყი­სი­ე­რად მი­ე­წო­დე­ბა ყვე­ლა მშო­ბელ­ს – მა­გა­ლი­თად, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს შე­ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბა, აქ­ტი­ვო­ბა, მშო­ბელ­თა კრე­ბა და სხვ.

რო­გორც ვებ, ასე­ვე მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მშობ­ლე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია რე­გის­ტ­რა­ცი­ის გავ­ლა, რაც გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ მშობ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უნ­და იყოს სკო­ლე­ბის მარ­თ­ვის ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ში – სა­ხე­ლი, გვა­რი, ტე­ლე­ფო­ნი­სა და პი­რა­დი ნომ­რის მი­თი­თე­ბით. თუ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი არას­წო­რად იქ­ნა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, რე­გის­ტ­რა­ცი­ის გავ­ლა შე­ფერ­ხ­დე­ბა, რად­გან ვერ მი­ი­ღებს სა­თა­ნა­დო კოდს. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მან უნ­და მი­მარ­თოს სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას. რე­გის­ტ­რა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­დეგ, მას წვდო­მა ექ­ნე­ბა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი შვი­ლის (შვი­ლე­ბის) შე­სა­ხებ ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ში ასა­ხულ ყვე­ლა სა­ხის შეტყო­ბი­ნე­ბებ­ზე.

ჩამოტვირთეთ ელექტრონული ჟურნალის განახლებული მობილური აპლიკაცია და ონლაინ რეჟიმში თვალი ადევნეთ თქვენი შვილის სასწავლო პროცესს! 

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები