27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

ელექტრონული მომსახურების პორტალი

spot_img
? მოქალაქეთა საყურადღებოდ!

?მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 6 თებერვლიდან, განმცხადებლებს ეძლევათ საშუალება, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ფიზიკური პირებისათვის განკუთვნილ სერვისებზე მომართვა განახორციელონ ელექტრონული ფორმით, ცენტრში მოუსვლელად, პორტალ www.my.gov.ge -ის მეშვეობით.

?ელექტრონული მომსახურების ფორმა ეხება შემდეგ სერვისებს:

 საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება;

დევნილის მიერ მიღებული განათლების აღიარება;

ლიკვიდირებულ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარება;

ლიცენზირებულ რეჟიმში მიღებული განათლების აღიარება;

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება.

?პორტალი საშუალებას იძლევა სახლიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ფლობენ ახალ პირადობის მოწმობას და მის წამკითხველ მოწყობილობას, ასევე ელექტრონულ ხელმოწერას, ცენტრის სერვისებით სარგებლობის თაობაზე განაცხადი გააკეთონ ელექტრონულად და პასუხიც მიიღონ ელექტრონული ფორმით.

?პორტალზე ავტორიზაციისათვის ინსტრუქცია იხილეთ მითითებულ ლინკზე: https://id.ge/download/

➡️ ახალი პირადობის მოწმობის, მისი წამკითხველი მოწყობილობისა და ელექტრონული ხელმოწერის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დარეკოთ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე – 2 40 54 05.

➡️ პორტალ www.my.gov.ge -ის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 2 25 15 28 ( შიდა ნომერი 8888)

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები