16 თებერვალი, კვირა, 2025

ეკა დგებუაძე: გაკვეთილების ცხრილი ისე უნდა შედგეს, რომ ყველა მოსწავლემ, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, იაროს სკოლაში

spot_imgspot_img
2 სექტემბერს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განმარტა, რომ სწავლის დაწყების თარიღი არ შეიცვლება და 10 სექტემბრამდე ყველა სკოლა საჭირო ინვენტარით სრულად აღიჭურვება.
„15 სექტემბერს დაიწყება სასწავლო წელი. 10 სექტემბრისთვის ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება პირბადეებით, დეზობარიერით, შესაბამისი სითხეებით, ასევე, თერმოსკრინინგის აპარატებით. ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს განათლების სამინისტრო, ეს არის – გაკვეთილების ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, იაროს სკოლაში.
იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევები, ამასთან დაკავშირებით, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ერთი, რომ სასწავლო პროცესი, გაკვეთილების ხანგრძლივობის მოქნილობის გრაფიკი შეიმუშაონ და, ასევე, სწავლის დაწყების დროს  უშუალოდ სკოლა განსაზღვრავს.“ –  განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ბრიფინგზე ცნობილი გახდა იმის შესახებაც, რომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის  სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს, რომლის ფარგლებშიც, დამზადდება ვიდეორგოლები, მოეწყობა მშობლებთან შეხვედრები, რომ სასწავლო პროცესში მონაწილე ნებისმიერმა ადამიანმა რეკომენდაციების უკეთ გათვალისწინება შეძლოს.
მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ სასწავლო წელი ისე არ დაიწყება, თუ, 15 სექტემბრამდე, ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ინსპექტირების სამსახური არ შეამოწმებს როგორც ყველა საჯარო, ასევე კერძო სკოლას. მისივე განცხადებით, შესაბამისად, მხოლოდ ამ რეკომენდაციებისა და დასკვნის შემდეგ გადაწყდება თითოეულ სკოლაში სწავლის დაწყების პროცესი.

 

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები ითვალისწინებს შემდეგ 

საკითხებს:

  1. მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
  2.  შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
  3.  შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;
  4.  სკოლებში პირბადეების რეზერვის არსებობა;
  5. სველი წერტილების სანიტარიული დამუშავება, ყოველი დასვენების შემდეგ;
  6. ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარიული დასუფთავება და განიავება;
  7. სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
  8. ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის, დასვენებებზე;
  9. ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარიული დამუშავება;
  10. სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვ.

 

 

spot_img

მკითხველთა კლუბი

სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა და­ნა­კარ­გი­სა და ტკი­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ

დაკ­ვირ­ვე­ბი­ხართ? - ზოგ­ჯერ დღე ისე გა­დის, საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის გაგ­რ­ძე­ლე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებთ, მაგ­რამ მა­ინც სულ თან ვა­ტა­რებთ და გვაქვს გან­ც­და, რომ რო­ცა ის გვერ­დით გვე­გუ­ლე­ბა,...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

საბ­ჭო­თა ეპო­ქა რჩე­ულ ქარ­თულ მოთხ­რო­ბებ­ში

წიგ­ნი, რო­მელ­ზეც ახ­ლა მინ­და გი­ამ­ბოთ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის იმ ერთ ყვე­ლა­ზე სა­ბე­დის­წე­რო ეპო­ქას ეძღ­ვ­ნე­ბა, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ერ­ქ­ვა. ან­თო­ლო­გია „ბი­ჭი­კოს ავად­მ­ყო­ფო­ბის ის­ტო­რია“, რომ­ლის ქვე­სა­თა­უ­რია „მოთხ­რო­ბე­ბი საბ­ჭო­თა...

უმაღლესი განათლება

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მიერ 2024 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მი­ერ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ცენ­ტ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ☑️ 2021-2023 წლის პე­რი­ოდ­ზე შე­მუ­შავ­და...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები