27 ივლისი, შაბათი, 2024

ეთ­ნო­ი­მა­გო­ლო­გი­უ­რი ას­პექ­ტე­ბი ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში

spot_img

ირ­მა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი

ფი­ლო­ლო­გი, თბი­ლი­სის №214 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი

 

სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის მი­ზა­ნია მოს­წავ­ლე­ებს ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბოს სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ტექ­ს­ტებ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბის, გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის, მსჯე­ლო­ბი­სა და ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბის უნა­რე­ბი, გა­ნუ­ვი­თა­როს მხატ­ვ­რულ-ეს­თე­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბა. მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და შეძ­ლონ გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შე­სა­ბა­მი­სი ეპო­ქის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეპო­ქი­სა, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავს ავ­ტორ­თა მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლობ­რივ პრინ­ცი­პებს, მო­რა­ლურ-ეთი­კურ თუ ეს­თე­ტი­კურ ორი­ენ­ტი­რებს. მიზ­ნის მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს, ერ­თი მხრივ, სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ გან­საზღ­ვ­რუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, ხო­ლო, მე­ო­რე მხრივ, და­მა­ტე­ბით სა­კითხა­ვი მხატ­ვ­რუ­ლი და არამ­ხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბი – ესე­ე­ბი, პუბ­ლი­ცის­ტუ­რი თუ სხვა ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბი­თი თხზუ­ლე­ბე­ბი. ვფიქ­რობ, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში კომ­პა­რა­ტი­ვის­ტუ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და მიგ­ნე­ბე­ბის ჩარ­თ­ვა მას­წავ­ლე­ბელს დიდ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს და ხელს შე­უწყობს უნი­ვერ­სა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მო­ტი­ვე­ბის (/თე­მე­ბის) წვდო­მა-გა­აზ­რე­ბას.

კომ­პა­რა­ტი­ვის­ტი­კა – შე­და­რე­ბი­თი ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ლო­ლო­გი­ის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დარ­გია, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­თა ურ­თი­ერ­თ­ზე­მოქ­მე­დე­ბას, ლი­ტე­რა­ტუ­რულ მოვ­ლე­ნა­თა ტი­პო­ლო­გი­ას. შე­და­რე­ბით ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა­ში ყო­ველ­თ­ვის დი­დი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბო­და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ინ­ტე­რაქ­ცი­ე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თ­გამ­დიდ­რე­ბის პრო­ცე­სებს, ამი­ტომ ბუ­ნებ­რი­ვია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი დის­ციპ­ლი­ნა იმა­გო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­და. ეთ­ნო­ი­მა­გო­ლო­გია ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კვლე­ვის შე­და­რე­ბით ახა­ლი და საკ­მა­ოდ პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი სფე­როა. სიტყ­ვა­სიტყ­ვით ტერ­მი­ნი გუ­ლის­ხ­მობს „მოძღ­ვ­რე­ბას სა­ხე­ე­ბის შე­სა­ხებ“. იმა­გო­ლო­გია ერ­თ­გ­ვარ „კულ­ტუ­რულ დი­ა­ლო­გა­დაც“ კი მო­ი­აზ­რე­ბა. იგი შე­ის­წავ­ლის „უცხოს“, „სხვის“ (კონ­კ­რე­ტუ­ლი ქვეყ­ნი­სა თუ ერის) სა­ხეს ამა თუ იმ ხალ­ხის ლი­ტე­რა­ტუ­რულ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში (ნ. გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, 2012).

„უცხოს“ მი­მართ ინ­ტე­რე­სი ლი­ტე­რა­ტუ­რის არ­სე­ბო­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე იგ­რ­ძ­ნო­ბა. უცხო­ე­რო­ვან პერ­სო­ნა­ჟებს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში შე­მო­აქვთ ახა­ლი სამ­ყა­რო, საც­ნა­ურს ხდი­ან ახალ კულ­ტუ­რას და აფარ­თო­ვე­ბენ მკითხ­ვე­ლის თვალ­სა­წი­ერს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში „უცხო­თა“ ასახ­ვა იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და გვე­სა­უბ­რა ამა თუ იმ ხალ­ხის, ერის, ეთ­ნო­სის ლი­ტე­რა­ტუ­რულ იმიჯ­ზე. სწო­რედ ამი­ტომ, XX სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში, ფრან­გულ კომ­პა­რა­ტი­ვის­ტი­კა­ში, ყა­ლიბ­დე­ბა იმა­გო­ლო­გია (ნ. გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი 2012).

ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა იმა­გო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის სიმ­რავ­ლით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, თუმ­ცა ამ კუთხით სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლას ჩვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ვფიქ­რობ, ნამ­დ­ვი­ლად იძ­ლე­ვა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ზო­გი­ერთ ნი­მუშ­თა მა­გა­ლით­ზე, გა­მოვ­კ­ვე­თოთ იმა­გო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტე­ბი, ამ კვლე­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და რო­ლი ჩვენს მოს­წავ­ლე­ებ­ში ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბი­თი და კულ­ტუ­რუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბი­სათ­ვის. „თექ­ვ­ს­მეტ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა თა­ვი­სი გან­ვი­თა­რე­ბის ამ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში უცხო­ე­როვ­ნუ­ლი თე­მა­ტი­კის კე­თილ ტრა­დი­ცი­ებს ამ­კ­ვიდ­რებ­და… ცდი­ლობ­და პრო­პა­გან­და გა­ე­წია სა­უ­კე­თე­სო­სა და პროგ­რე­სუ­ლი­სათ­ვის და ამით კე­თი­ლად გა­ნეწყო ხალ­ხე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ“ (ნ. გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი 2012: 129-130). მკვლევ­რის ნა­აზ­რევს, რა თქმა უნ­და, და­ვე­თან­ხ­მე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი მსჯე­ლო­ბის ნა­თელ­სა­ყო­ფად „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ მა­გა­ლი­თიც იკ­მა­რებ­და, ან კი­დევ სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის „სიბ­რ­ძ­ნე-სიც­რუ­ი­სა“. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში, ისე­ვე რო­გორც ქარ­თუ­ლი სიტყ­ვი­ე­რე­ბის ნი­მუშ­თა უმე­ტე­სო­ბა­ში, „უცხო­თა“ თე­მა­ტი­კის ასახ­ვა არც მწერ­ლის თვით­მი­ზა­ნია და არც მკვლევ­რებს არ აძ­ლევთ კონ­კ­რე­ტულ ეთ­ნოს­თა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ხის გან­ზო­გა­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

ჩვე­ნი აზ­რით, ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­შიც უცხო­თა სა­ხე გან­ზო­გა­დე­ბუ­ლად წარ­მოჩ­ნ­და და მკითხ­ველს გარ­კ­ვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა შე­უქ­მ­ნა კონ­კ­რე­ტუ­ლი ერის იმიჯ­ზე, არის ილი­ას „მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი“. რუ­სი იამ­შ­ჩი­კი და ოფი­ცე­რი რომ რუ­სე­თის სა­ხე-სიმ­ბო­ლო­ე­ბი არი­ან, ამა­ზე არა­ვინ და­ვობს. ჩვენ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სოა ის მო­მენ­ტი, რომ ამ სა­ხე-სიმ­ბო­ლო­ე­ბის შექმ­ნი­სას ქარ­თ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის საც­ნა­უ­რი ხდე­ბა რუ­სუ­ლი ყო­ფის დე­ტა­ლე­ბი, რუ­სი ხალ­ხის ხა­სი­ა­თი და კულ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე. და­ვიწყოთ იამ­შ­ჩი­კის პორ­ტ­რე­ტის ანა­ლი­ზით.

„რუ­სის პირ­და­უ­ბა­ნელ­მა და თავ­და­უ­ვარ­ცხ­ნელ­მა „იამ­შ­ჩიკ­მა“ ფოშ­ტის პო­ვოს­კა მო­ა­ყე­ნა. ეს იყო ვლა­დი­კავ­კას­ში. საკ­ვირ­ვე­ლია! რუ­სის მხატ­ვ­რე­ბის სუ­რა­თებ­ზედ რა ლა­მა­ზად არის ხოლ­მე გა­მოყ­ვა­ნი­ლი ამ სქელ­კი­სე­რა „იამ­შ­ჩი­კის“ ბრიყ­ვი სა­ხე, იმი­სი ოყ­რა­ყუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა, იმი­სი მი­დუნ-მო­დუ­ნე­ბუ­ლი ზლაზ­ვ­ნა, უადა­მი­ა­ნო და პი­რუტყ­ვუ­ლი მიხ­ვ­რა-მოხ­ვ­რა. რა­მო­დე­ნა­დაც სუ­რა­თია კარ­გი, ორ იმო­დე­ნად სა­ძა­გე­ლია ნამ­დ­ვი­ლი. მაგ­რამ ამ­ბო­ბენ: „И дым отечества нам сладок и приятен.“ მო­ცე­მულ მო­ნაკ­ვეთ­ში იამ­შ­ჩი­კის გა­რეგ­ნო­ბა­ზე უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო ის ფაქ­ტია, რომ რუ­სი ფერ­მ­წე­რი „ოყ­რა­ყულ სა­ნა­ხა­ო­ბა­საც“ ლა­მა­ზად გა­მო­სა­ხავს. ამ ეპი­ზო­დით მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის საც­ნა­უ­რი ხდე­ბა, რომ სი­მარ­თ­ლის და­მალ­ვა, თა­ვის მოტყუ­ე­ბა, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში სიც­რუ­ის ასახ­ვა და ამ­პარ­ტავ­ნე­ბამ­დე მი­სუ­ლი პატ­რი­ო­ტიზ­მი „რუ­სუ­ლი ხა­სი­ა­თის“ ნი­შა­ნია. ნი­შა­ნი და სპე­ცი­ფი­კაა იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ეს აზ­რი თა­ვად რუ­სი ხალ­ხის ან­და­ზურ სიტყ­ვი­ე­რე­ბა­შიც იკითხე­ბა: „И дым отечества нам сладок и приятен.“  – მა­მუ­ლის კვამ­ლიც კი ტკბი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნოა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ან­და­ზის და­მოწ­მე­ბა მწერ­ლის მი­ერ, ვფიქ­რობთ, კი­დევ უფ­რო გა­ნა­ზო­გა­დებს რუ­სულ ხა­სი­ათს და რუ­სი ხალ­ხის ლი­ტე­რა­ტუ­რულ იმიჯს ქმნის.

სპე­ცი­ა­ლურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში შე­ნიშ­ნუ­ლია, რომ „უცხო­თა“ თე­მა­ტი­კის ასახ­ვა­ში მწერ­ლე­ბი დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ ყო­ფი­თი ცხოვ­რე­ბის რე­ა­ლი­ებს (ნ. გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი 2012). სწო­რედ ამ­გ­ვა­რი საკ­ვან­ძო რე­ა­ლიაა „მგზავ­რის წე­რი­ლებ­ში“ რუ­სუ­ლი პო­ვოს­კა.

„რო­ცა ავი­ბარ­გე, ესე იგი ჩე­მი ერ­თა­დერ­თი ბოხ­ჩის ოდე­ნა ტყა­ვის ხურ­ჯი­ნი ჩა­ვაგ­დე პო­ვოს­კა­ში, მი­ვუბ­რუნ­დი ჩემს ახ­ლად გაც­ნო­ბილს ფრან­სი­ელს გა­მო­სა­სალ­მებ­ლად. – ეგ ეტ­ლი ვი­სი მო­გო­ნი­ლია? – მკითხა მან და მი­მიშ­ვი­რა ხე­ლი ფოშ­ტის პო­ვოს­კა­ზედ… – რუ­სი­სა, – ვუ­პა­სუ­ხე მე. – მგო­ნი, არა ხალ­ხი მა­გა­ში არ შე­ე­ცი­ლოს. მებ­რა­ლე­ბით, რომ თქვენ იძუ­ლე­ბუ­ლი ხართ მა­გას გა­ა­ლა­ყე­ბი­ნოთ ტვი­ნი და გა­ადღ­ვე­ბი­ნოთ გულ-მუ­ცე­ლი. – არა უშავს-რა. მთე­ლი რუ­სე­თი მა­გით და­დის და მე რა ღმერ­თი გა­მიწყ­რე­ბა, რომ და­მი­შავ­დეს რა­მე. – მა­გით და­დის?! იმი­ტო­მაც შორს არის წა­სუ­ლი!“

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ტრან­ს­პორ­ტის, გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხა­რის­ხი, ის­ტო­რი­უ­ლად, პირ­და­პირ კავ­შირ­შია ქვეყ­ნის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თუ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნეს­თან. რო­გო­რია ამ დროს რუ­სუ­ლი პო­ვოს­კა? – ტვი­ნის გა­მა­ლა­ყე­ბე­ლი, გულ-მუც­ლის გა­მადღ­ვე­ბე­ლი. პო­ვოს­კის ჩვე­ნე­ბით რუ­სე­თის გან­ვი­თა­რე­ბის ეს დო­ნე­ე­ბიც გა­მო­იკ­ვე­თა. მკითხ­ვე­ლის თვალ­ში რუ­სე­თი ევ­რო­პულ წინ­ს­ვ­ლა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი ქვე­ყა­ნაა. ამ აზრს ნა­თელ­ყოფს ფრან­ცი­ე­ლი მე­გობ­რის ირო­ნი­უ­ლი შე­ფა­სე­ბა „- მა­გით და­დის?! იმი­ტო­მაც შორს არის წა­სუ­ლი!“

ამ­პარ­ტავ­ნუ­ლი რუ­სუ­ლი ხა­სი­ა­თის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა რუ­სი ოფი­ცე­რი. ნა­წარ­მო­ებ­ში ამ პერ­სო­ნა­ჟის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ვკითხუ­ლობთ: „იმი­სი სა­ხის მეტყ­ვე­ლე­ბა ამ­ჟ­ღავ­ნებ­და, რომ ღვი­ნო­სა და არაყს ძა­ლი­ან და­ახ­ლო­ვე­ბით იც­ნობ­და“. იმა­გო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის მე­თო­დებ­ზე მსჯე­ლო­ბი­სას ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი შე­ნიშ­ნავს, რომ მწერ­ლე­ბი „უცხო­თა“ კო­ლო­რი­ტის შე­საქ­მ­ნე­ლად ხში­რად სტე­რე­ო­ტი­პებ­საც მი­მარ­თა­ვენ (ნ. გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი 2012). თა­ვის მხრივ, სტე­რე­ო­ტი­პი შე­საძ­ლოა რე­ა­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლიც იყოს და ცრუ რწმე­ნა-წარ­მოდ­გე­ნა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლიც, ამ­ჯე­რად ჩვე­ნი კვლე­ვის სა­განს ეს არ წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ რუ­სი ხალ­ხი­სა და ალ­კო­ჰო­ლის სი­ახ­ლო­ვის შე­სა­ხებ სტე­რე­ო­ტი­პი მარ­თ­ლაც არ­სე­ბობს და ილია მას იყე­ნებს, რო­გორც რუს­თა პორ­ტ­რე­ტის ერთ-ერთ შტრიხს.

საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა რუ­სი ოფიც­რის მი­ერ ერის კულ­ტუ­რუ­ლი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ზო­მე­ბიც: იზ­ლე­რის ბა­ღი, გე­ნე­რალ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. ერ­თი შე­ხედ­ვით ეს უბ­რა­ლო ყო­ფი­თი დე­ტა­ლე­ბი, ამ­ც­ნო­ბენ მკითხ­ველს იმას, რომ რუ­სე­თი ამო­რა­ლუ­რო­ბა­სა და ძალ­მომ­რე­ო­ბა­ზე მდგა­რი ქვე­ყა­ნაა. რა მოს­წონს ოფი­ცერს იზ­ლე­რის ბაღ­ში? – არა ყვა­ვი­ლე­ბი და მწვა­ნე ბი­ლი­კე­ბი, არა­მედ ის, რომ „ბა­ღი სავ­სეა ჟუ­ჟუ­ნათ­ვა­ლე­ბი­ან ქა­ლე­ბი­თა. გინ­და ერთს ჩა­ავ­ლე ხე­ლი, გინ­და მე­ო­რეს“. ან რა­ტო­მაა გე­ნე­რალ­თა დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა მი­სა­სალ­მე­ბე­ლი? – ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ ისი­ნი იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი ქვეყ­ნის დამ­პყ­რობ­ლურ ინ­ტე­რე­სებს უშუ­ა­ლოდ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

რუ­სი ოფიც­რის გა­მო­გო­ნე­ბა (ბუ­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შაქ­რის ქურ­დო­ბის პრე­ვენ­ცია) რუ­სუ­ლი ხა­სი­ა­თის ერთ-ერთ ნიშ­ნად ჭკუ­ამ­ხი­ა­რუ­ლო­ბას, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას ჭკუ­ა­სუს­ტო­ბას, წარ­მოგ­ვი­ჩენს. რუ­სე­თის, რო­გორც ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ასა­ხუ­ლი „უცხოს“, ყვე­ლა­ზე უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და ფარ­თო და­ხა­სი­ა­თე­ბა, ვფიქ­რობ, ილი­ამ შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა. თუმ­ცა რუ­სეთ­მა, რო­გორც ძა­ლა­დო­ბას­თან ასო­ცი­რე­ბულ­მა მხატ­ვ­რულ­მა სა­ხემ, დიდ ხანს იარ­სე­ბა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში: ალექ­სან­დ­რე ყაზ­ბე­გის, ეგ­ნა­ტე ნი­ნოშ­ვი­ლის, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის, კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის, ოთარ ჭი­ლა­ძის და სხვა­თა ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში.

XX სა­უ­კუ­ნის ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ჩნდე­ბა და ყა­ლიბ­დე­ბა ევ­რო­პის მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხეც. მო­დერ­ნიზ­მის ეპო­ქის მწერ­ლე­ბი­სათ­ვის და­სავ­ლე­თი და და­სავ­ლუ­რი თე­მა­ტი­კა ბევ­რად უფ­რო ახ­ლო­ბე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო, ვიდ­რე მა­თი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი­სათ­ვის. ამ თა­ო­ბის შე­მოქ­მედ­თა უმე­ტე­სო­ბას ცხოვ­რე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ეტა­პი ევ­რო­პა­ში ჰქონ­და გა­ტა­რე­ბუ­ლი და კი­დევ უფ­რო ახ­ლოს იც­ნობ­და იქა­ურ ხა­სი­ა­თებს, ღი­რე­ბუ­ლე­ბებს.

ევ­რო­პელ­თა, რო­გორც მშრო­მელ, პრაქ­ტი­კულ და მო­ხერ­ხე­ბულ ადა­მი­ან­თა სა­ხე, ჩნდე­ბა მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის „ჯა­ყოს ხიზ­ნებ­ში“. ნა­ხუ­ცარ ივა­ნეს­თან ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის სა­კითხებ­ზე მსჯე­ლო­ბი­სას თე­ი­მუ­რა­ზი ასეთ რა­მეს ამ­ბობს: „იმე­რეთ­ში ერთს ხე­ი­რი­ა­ნად ნა­შე­ნებ მა­მულს ვერ იპო­ვი, რაც არის უცხო­ე­ლე­ბის გა­შე­ნე­ბუ­ლია. იმე­რეთ­ში სა­მო­ცი წე­ლი­წა­დია ცხოვ­რო­ბენ გერ­მა­ნე­ლე­ბი. ბა­ღე­ბი­ვით გაბბ…ნე­უ­ლან უდაბ­ნო­ში. გარ­შე­მო ქარ­თ­ვე­ლე­ბი ახ­ვე­ვი­ათ. მე­რე რა შე­ი­ძი­ნეს გერ­მა­ნე­ლე­ბი­სა­გან? არა­ფე­რი, სდგა­ნან პი­რის­პირ, რო­გორც ევ­რო­პა და აზია, რო­გორც ედე­მის ბა­ღი და უდაბ­ნო, ღმერ­თ­კა­ცი და ვე­ლუ­რი“…

ვფიქ­რობ, ეთ­ნო­ი­მა­გო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სოა კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას რო­მა­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, „მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა“. რო­მან­ში, ერ­თი მხრივ, სა­ყუ­რადღე­ბოა, რო­გორ იხა­ტე­ბა ევ­რო­პის მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხე თა­რაშ ემ­ხ­ვა­რის სა­უბ­რებ­სა და ჩა­ნა­წე­რებ­ში, ხო­ლო, მე­ო­რე მხრივ, სა­გუ­ლის­ხ­მოა, კა­რო­ლი­ნას, რო­გორც უცხო­ე­ლის, თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი და კულ­ტუ­რა.

და­სავ­ლე­თი და და­სავ­ლუ­რი ხა­სი­ა­თე­ბი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვა­დაა წარ­მო­ჩე­ნი­ლი ნი­კო ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის მოთხ­რო­ბა­ში „შე­ლოც­ვა რა­დი­ო­თი“, ამი­ტომ ამ­ჯე­რად ამ ნა­წარ­მო­ებ­ზე შევ­ჩერ­დე­ბით.

ნა­წარ­მო­ებ­ში ევ­რო­პა პრაგ­მა­ტუ­ლი, საქ­მი­ა­ნი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ჰექ­ს­ლე­ის მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხით წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა. პი­რა­დი სარ­გებ­ლი­სა და სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით ჰექ­ს­ლე­ის შე­უძ­ლია იყოს უზო­მოდ თა­ვა­ზი­ა­ნიც (ეთაყ­ვა­ნოს და უკი­დუ­რე­სი მო­წი­წე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნოს სა­სურ­ვე­ლი ქა­ლის მი­მართ) და ცივ­სის­ხ­ლი­ა­ნიც (გა­ყი­დოს უერ­თ­გუ­ლე­სი მსა­ხუ­რი, თავ­გან­წი­რუ­ლი მე­გო­ბა­რი რა­მი­ნო, ეგ­ზო­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სის გა­მო ნე­ბა დარ­თოს მე­გო­ბარ ქალს, ელის გვე­ლით ცეკ­ვი­სა). ჰექ­ს­ლე­ის მსჯე­ლო­ბა­ში ყუ­რადღე­ბას იპყ­რობს ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლის მი­ერ შე­ფა­სე­ბუ­ლი ევ­რო­პა და ევ­რო­პუ­ლი მის­წ­რა­ფე­ბე­ბი: „ევ­რო­პას აღარ აქვს შე­ურ­ყ­ვ­ნე­ლი მის­წ­რა­ფე­ბა სიმ­დიდ­რი­სად­მი… იგი გა­ტა­ცე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი, მეც­ნი­ე­რუ­ლი, მხატ­ვ­რუ­ლი იდე­ე­ბით… რო­გორც თქვენ არ გყავთ როკ­ფე­ლე­რი, მორ­გა­ნი, ბრომ­ლეი, ისე მათ არ ჰყავთ ლე­ნი­ნი, ბეტ­ჰო­ვე­ნი, კან­ტი…“

ელის­თან სა­უბ­რი­სას, ჰექ­ს­ლეი, რო­გორც ევ­რო­პის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, გვთა­ვა­ზობს მი­სი თვა­ლით და­ნა­ხულ სა­ქარ­თ­ვე­ლო­საც: „მე მგო­ნი თქვენ, ქარ­თ­ვე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე უფ­რო არ­სე­ბო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე ფიქ­რობ­დით და ჭეშ­მა­რი­ტად გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლია, თუ რო­გორ გა­და­ი­ტა­ნეთ ამ­დე­ნი, მრა­ვალ­გ­ვა­რი უბე­დუ­რე­ბა… მე შე­იძ­ლე­ბა ისე კარ­გად არ ვი­ცო­დე თქვე­ნი ის­ტო­რია, მაგ­რამ, რაც ვი­ცი, მაკ­ვირ­ვებს, რო­გორ გა­დარ­ჩით ამ­დენ მტერს… მტერს უცხოს, შე­მო­სე­ულს, მტერს ში­ნა­ურს და თქვენ გა­კა­ჟე­ბუ­ლი იბ­რ­ძო­დით არ­სე­ბო­ბის­თ­ვის… – ეს არის პირ­ვე­ლი. ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი – ევ­რო­პუ­ლი გა­ტა­ცე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბით, პო­ლი­ტი­კით, ხე­ლოვ­ნე­ბით და ამე­რი­კის დე­ვი­ზი – სიმ­დიდ­რე, დოვ­ლა­თი, დო­ლა­რი — თქვენ­თ­ვის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი მოთხოვ­ნი­ლე­ბა იყო თქვე­ნი სუ­ლის.“ – თვალ­საზ­რი­სი თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, მაგ­რამ მა­ინც სა­კუთ­რივ ქარ­თ­ველ მწე­რალს, ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტორს ეკუთ­ვ­ნის და და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით ვერ ვიტყ­ვით, რომ ეს თვალ­თა­ხედ­ვა და­ემ­თხ­ვე­ვა უცხო­ე­ლე­ბი­სე­ულ შე­ფა­სე­ბას. ქარ­თ­ველ­თა სა­ხე უცხო­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ცალ­კე კვლე­ვის სა­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.

ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში „შე­ლოც­ვა რა­დი­ო­თი“ ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი მოთხ­რო­ბაა, რო­მელ­შიც შო­რე­უ­ლი და­სავ­ლე­თის, კერ­ძოდ კი, ამე­რი­კის მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხე და „ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი იმი­ჯი“ შე­იქ­მ­ნა. ამ მხრივ სა­ყუ­რადღე­ბო პერ­სო­ნა­ჟია ბრომ­ლეი. იგი არის მე­ჭე­ჭე­ბი­ა­ნი და უხე­ში კოვ­ბოი, რომ­ლის­თ­ვი­საც თავ­და­პირ­ვე­ლად მთა­ვა­რი მხო­ლოდ ფუ­ლის მოხ­ვე­ჭა იყო, ხო­ლო, რო­დე­საც ფუ­ლის წყურ­ვი­ლი მო­იკ­ლა, კულ­ტუ­რულ-ეს­თე­ტი­კუ­რი მის­წ­რა­ფე­ბე­ბიც გა­უჩ­ნ­და: მო­ი­შო­რა მე­ჭე­ჭე­ბი, ჩა­იც­ვა უკეთ, იქი­რა­ვა მდიდ­რუ­ლი აპარ­ტა­მენ­ტე­ბი და ევ­რო­პულ ელი­ტურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა. ბრომ­ლე­ის პერ­სო­ნა­ჟის ამ­გ­ვა­რი გან­ვი­თა­რე­ბა, ვფიქ­რობთ, მდი­დარ ამე­რი­კელ­თა ყო­ფი­სა და ის­ტო­რი­ის ალუ­ზიაა. ნა­წარ­მო­ე­ბის იმ მო­ნაკ­ვეთ­ში, რო­დე­საც ბრომ­ლე­ის რა­მი­ნოს შე­ძე­ნა სურს, იგი არაზ­ნე­ობ­რი­ვი და ჰუ­მა­ნუ­რად და­ბალ­გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა­საც ტო­ვებს, თუმ­ცა ელის­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აშ­კა­რად გა­მოც­ვ­ლის მას. სწო­რედ ბრომ­ლეია ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გულ­თან მი­ი­ტანს ელის ტრა­გი­კულ აღ­სას­რულს და ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს მი­სი სუ­ლი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად. ბრომ­ლე­ის პერ­სო­ნა­ჟის ამ­გ­ვა­რი გარ­დაქ­მ­ნა, ვფიქ­რობ, ამე­რი­კის „ლი­ტე­რა­ტუ­რულ იმიჯ­ზეც“ და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა. ნი­კო ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის შემ­დეგ, ამე­რი­კა და ამე­რი­კუ­ლი კულ­ტუ­რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის საგ­ნად აქ­ცი­ეს პოს­ტ­საბ­ჭო­თა ეპო­ქის მწე­რ­ლებ­მა. ეს ინ­ტე­რე­სი, თუ ის­ტო­რი­ულ-პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ვფიქ­რობთ, სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვია და სა­თა­ნა­დო შეს­წავ­ლა­საც სა­ჭი­რო­ებს.

დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბა, ქვეყ­ნებს შო­რის ინ­ტენ­სი­უ­რი მი­მოს­ვ­ლა და ინ­ფორ­მა­ცი­ის უს­წ­რა­ფე­სად გაც­ვ­ლა-გა­მოც­ვ­ლა, მჭიდ­რო კულ­ტუ­რულ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ერებს შო­რის, ბუ­ნებ­რი­ვია, ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც უფ­რო მრა­ვალ­მ­ხ­რივ­სა და პო­პუ­ლა­რულს ხდის „უცხო­თა“ თე­მა­ტი­კას. სწო­რედ ამი­ტომ, ვფიქ­რობ, თა­ნა­მედ­რო­ვე მწე­რალ­თა შე­მოქ­მე­დე­ბის შეს­წავ­ლა იმა­გო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით კი­დევ უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვან მა­სა­ლას მოგ­ვ­ცემს. ეთ­ნო­ი­მა­გო­ლო­გი­ურ კვლე­ვა­თა გაც­ნო­ბა კი მოს­წავ­ლე­ებს გა­უ­ფარ­თო­ებს ლი­ტე­რა­ტუ­რულ თვალ­სა­წი­ერს, და­ეხ­მა­რე­ბა საგ­ნის სტან­დარ­ტით გან­საზღ­ვ­რუ­ლი სა­მიზ­ნე ცნე­ბე­ბის და­უფ­ლე­ბა­ში და შე­საძ­ლოა, ახა­ლი კვლე­ვა-ძი­ე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ა­დაც იქ­ცეს.

ლი­ტე­რა­ტუ­რა:

♦ ნ. გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი 2012 — ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, შე­და­რე­ბი­თი ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის თე­ო­რი­უ­ლი სა­ფუძ­ვ­ლე­ბი, მე­რი­დი­ა­ნი, თბ., 2012.

რე­სურ­სე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში:

♦ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე „მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი“ http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/mgzavris_werilebi.htm

♦ მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი „ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი“

http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/jayos_xiznebi.htm

♦ ნი­კო ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე „შე­ლოც­ვა რა­დი­ო­თი“ http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/selocva_radioTi.htm

♦ ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა

http://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlogegmebi-2018-2024/datskebiti-safekhuri-i-vi-klasebi-damtkitsda

♦ საგ­ნობ­რი­ვი გზამ­კ­ვ­ლე­ვი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში

https://mes.gov.ge/content.php?id=12725&lang=geo

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები