3 დეკემბერი, შაბათი, 2022

ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი სიღ­რ­მი­სე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი

spot_img

10 ოქ­ტომ­ბერს ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუტ­მა (IDFI) კვლე­ვის „გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტო­რის მი­მო­ხილ­ვა“ პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი წა­რად­გი­ნა. კვლე­ვის მი­ზა­ნი გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რად მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა იყო.

კვლე­ვის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა რომ:

⇒ ჯა­მუ­რი და­ნა­ხარ­ჯი გა­ნათ­ლე­ბა­ზე, სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რად, 7.9%-ით იზ­რ­დე­ბო­და ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (6.9% ინ­ფ­ლა­ცი­ით და­კო­რექ­ტი­რე­ბუ­ლი). თუმ­ცა, 2021 წელს და­ნა­ხარ­ჯე­ბის წი­ლი მშპ-ში შემ­ცირ­და და 3.6% შე­ად­გი­ნა, რაც ბო­ლო ათი წლის მი­ნი­მა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

⇒ 2021 წელს გა­ორ­მაგ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პი­რებს შო­რის სტა­ტუს შე­ჩე­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

⇒ 2021 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, უმუ­შევ­რო­ბის დო­ნემ, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე სა­მუ­შაო ძა­ლა­ში, 15.5% შე­ად­გი­ნა, რაც ბევ­რად მა­ღა­ლია, ვიდ­რე OECD-ს (6.1%) და ევ­რო­კავ­ში­რის (5.5%) ქვეყ­ნებ­ში.

⇒ 2021 წელს სოფ­ლებ­ში მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის 84% საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში დაბ­რუნ­და, ხო­ლო ქა­ლა­ქებ­ში ამ რიცხ­ვ­მა 67% შე­ად­გი­ნა. დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ტექ­ნი­კის არ­ქო­ნა და ინ­ტერ­ნეტ­თან და­ბა­ლი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა აიძუ­ლებ­და სო­ფელ­ში მცხოვ­რებ მოს­წავ­ლე­ებს, უფ­რო მე­ტად ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ და­მო­კი­დე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ტრა­დი­ცი­ულ მე­თო­დებ­ზე.

გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში გა­მოწ­ვე­ვე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის და სა­ჯა­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი­სა და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, მკვლევ­რე­ბის გუნ­დ­მა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტო­რის წი­ნას­წა­რი ანა­ლი­ზი ჩა­ა­ტა­რა და შე­ი­მუ­შა­ვა კვლე­ვის სტრუქ­ტუ­რა. თვი­სებ­რი­ვი კვლე­ვის მიზ­ნით, ფო­კუს­ჯ­გუ­ფე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მა­ტით (მათ შო­რის ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებ­თან). ერთ-ერთ რე­გი­ონ­ში ად­გილ­ზე გა­ი­მარ­თა სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რა სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებ­თან და მას­წავ­ლე­ბელ­თა პროფ­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

თვი­სებ­რი­ვი კვლე­ვის ამო­ცა­ნა იმ სიღ­რ­მი­სე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­მომ­ჟ­ღავ­ნე­ბა იყო, რო­მე­ლიც რა­ო­დე­ნობ­რი­ვი გა­მო­კითხ­ვის ფარ­გ­ლებ­ში ვერ ხერ­ხ­დე­ბა. კვლე­ვა­ში გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის ფო­კუს­ჯ­გუ­ფებ­ზე გან­ხი­ლუ­ლი თვი­სებ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, გა­მომ­ჟ­ღავ­ნ­და შემ­დე­გი სა­ხის გა­მოწ­ვე­ვე­ბი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში:

◊ მას­წავ­ლებ­ლე­ბის არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა და და­ბა­ლი კომ­პე­ტენ­ცია

კვლე­ვამ გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვან და სომ­ხუ­რე­ნო­ვან სკო­ლებ­ში, STEM საგ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მას­წავ­ლებ­ლე­ბის არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბაა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა ფი­ზი­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბის სიმ­ცი­რის მხრივ. რეს­პონ­დენ­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ამ პრობ­ლე­მას ორი მი­ზე­ზი წარ­მოქ­მ­ნის: ერ­თი — პე­და­გო­გე­ბის მხრი­დან ქარ­თუ­ლი ენის არ­ცოდ­ნა. მათ არ შე­უძ­ლი­ათ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად ას­წავ­ლონ ფი­ზი­კა ან სხვა STEM საგ­ნე­ბი; მე­ო­რე — სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ხა­რის­ხი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს პრობ­ლე­მა COVID-19-მდეც არ­სე­ბობ­და, მა­თი თქმით, სა­ხელ­მ­წი­ფოს ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი არ გა­და­უდ­გამს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. პე­და­გო­გებ­მა ვერ და­ა­სა­ხე­ლეს რა­ი­მე სა­ხის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სი ან ტრე­ნინ­გი, რო­მე­ლიც ამ პრობ­ლე­მას მო­აგ­ვა­რებ­და. ამ მხრივ, რეს­პონ­დენ­ტე­ბის თქმით, ოდ­ნავ უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა ისეთ სკო­ლებ­ში, სა­დაც, სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მე­ბის, მა­გა­ლი­თად, „ვას­წავ­ლოთ ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“, ფარ­გ­ლებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბი ას­წავ­ლი­ან. ისი­ნი მოკ­ლე ტრე­ნინგს უტა­რე­ბენ ად­გი­ლობ­რივ პე­და­გო­გებს, ქარ­თუ­ლი ენის დო­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით, რაც, ასე თუ ისე, და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა მათ ენობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ა­ზე.

მარ­ნე­ულ­ში მცხოვ­რე­ბი მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ STEM საგ­ნე­ბის გარ­და, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში არ­სე­ბობს უცხო ენე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბის პრობ­ლე­მა, რად­გან ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლებს და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია აქვთ.

სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი პე­და­გო­გე­ბის თქმით, მათ სკო­ლებ­ში დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის პრობ­ლე­მა დგას, რად­გან სომ­ხურ ენა­ზე გა­მოც­და არ იყო და შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ვერ გა­დი­ოდ­ნენ გა­მოც­დებ­ზე. რეს­პონ­დენ­ტის თქმით, წელს პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და გა­მოც­დე­ბი სომ­ხურ ენა­ზე, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვი­თა­რე­ბას გა­მო­ას­წო­რებს.

◊ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბი

გა­მო­კითხუ­ლი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პე­და­გო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ბალ ენობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ას სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის პრობ­ლე­მა ემა­ტე­ბა. ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი თე­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პე­და­გო­გე­ბის აზ­რით, მათ სკო­ლებ­ში სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის დე­ფი­ცი­ტია, მა­გა­ლი­თად, არ აქვთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის მე­ოთხე და მეშ­ვი­დე კლა­სე­ბის წიგ­ნე­ბი. მა­შინ, რო­დე­საც სა­ხელ­მ­წი­ფო ყვე­ლა მოს­წავ­ლეს უნ­და ური­გებ­დეს წიგ­ნებს, ხში­რად, ერთ კლას­ზე მხო­ლოდ 8-9 წიგ­ნი მო­დის, კლას­ში კი გა­ცი­ლე­ბით მე­ტი მოს­წავ­ლეა. პე­და­გო­გებს ხში­რად მი­უ­მარ­თავთ ამ პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის­თ­ვის, თუმ­ცა ყო­ველ­თ­ვის გულ­გ­რილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იღე­ბენ, რაც ხელს უშ­ლის სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის ხა­რის­ხი­ა­ნად წარ­მარ­თ­ვას. მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ შე­იძ­ლე­ბა სკო­ლა­ში საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი იყოს, მაგ­რამ იმ­დე­ნად მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი, რომ მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ერთ-ერ­თი რეს­პონ­დენ­ტის თქმით: „წიგ­ნე­ბი, რა­საც გვაძ­ლე­ვენ, არის ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან, ანუ ძვე­ლი წიგ­ნე­ბია. ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია და ფურ­ც­ლე­ბიც აკ­ლია, ყდაც არ არის და ამ მხრივ გვი­ჭირს“ (მშო­ბე­ლი, მარ­ნე­უ­ლი).

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის დე­ფი­ცი­ტის გარ­და, თარ­გ­მ­ნის ხა­რის­ხის პრობ­ლე­მაც დგას. მა­გა­ლი­თად, მა­თე­მა­ტი­კა­ში სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ისეა ნა­თარ­გ­მ­ნი, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია ამო­ცა­ნის პი­რო­ბე­ბი. მშობ­ლე­ბის აზ­რით, გა­მომ­ცემ­ლო­ბებს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის პრობ­ლე­მა აქვთ, რად­გან ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მო­ხერ­ხ­და მა­თე­მა­ტი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ხა­რის­ხის გა­მოს­წო­რე­ბა. ერთ-ერ­თი მშო­ბე­ლი რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ისე­თი გა­უ­გე­ბა­რი ენი­თაა და­წე­რი­ლი, რომ მოს­წავ­ლე­საც და მშო­ბელ­საც უჭირთ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის გა­გე­ბა და ხში­რად პე­და­გოგ­თან და­რეკ­ვა სჭირ­დე­ბათ და­მა­ტე­ბი­თი კონ­სულ­ტა­ცი­ის­თ­ვის: „არის ხოლ­მე, რომ ბავ­შ­ვი თვა­ლებს ასე გა­ა­ფარ­თო­ებს და მი­ყუ­რებს, „დე­და ეს რა არის, აი, რო­გორ გა­ვი­გო ესა“, ხან­და­ხან მეც ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ ხოლ­მე, რომ აი, მეც ვერ გა­ვი­გე და შენ რო­გორ აგიხ­ს­ნა და გვი­წევს ხოლ­მე მე­რე მას­წავ­ლე­ბელ­თან და­რეკ­ვა, რომ ბავშვს აუხ­ს­ნას, რომ რო­გორ­მე სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა მა­ინც გა­ვა­კე­თოთ“ (მშო­ბე­ლი, მარ­ნე­უ­ლი).

კვლე­ვამ გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ მარ­თა­ლია არ­სე­ბობს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ადაპ­ტი­რე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი პე­და­გო­გე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, მაგ­რამ ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბის გა­მო, კარგ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს მათ სკო­ლამ­დე ჯერ კი­დევ არ მი­უღ­წე­ვია. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის თარ­გ­მ­ნა, დამ­ტ­კი­ცე­ბა და აღი­ა­რე­ბა დრო­ში ძა­ლი­ან იწე­ლე­ბა. გა­მო­კითხულ პე­და­გო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ მა­თე­მა­ტი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს თარ­გ­მან­ში ჩარ­თუ­ლი უნ­და იყოს არა მხო­ლოდ ფი­ლო­ლო­გი, არა­მედ მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლიც, რომ ამო­ცა­ნის პი­რო­ბე­ბი სწო­რად და გა­სა­გე­ბად ითარ­გ­მ­ნოს. და­ბო­ლოს, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს რე­დაქ­ტო­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნი უნ­და იყოს, რო­მე­ლიც ორი­ვე ენას, ქარ­თულ­საც და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­საც, მა­ღალ დო­ნე­ზე ფლობს.

რაც შე­ე­ხე­ბა სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი სკო­ლის პე­და­გო­გე­ბის მო­საზ­რე­ბას სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ­ბო­ბენ, რომ სკო­ლა­ში ისე­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბია, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გა­მო­უ­სა­დე­გა­რია. ამ მხრივ, გან­სა­კუთ­რე­ბით პრობ­ლე­მუ­რია უცხო­უ­რე­ნო­ვა­ნი, კერ­ძოდ, ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. ერთ-ერ­თი ინ­გ­ლი­სუ­რის პე­და­გო­გი ახალ­ცი­ხი­დან ამ­ბობს, რომ მოს­წავ­ლე­ებს და მას­წავ­ლებ­ლებს ძა­ლი­ან უჭირთ მერ­ვე კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გა­მო­ყე­ნე­ბა სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი მშობ­ლე­ბი ეთან­ხ­მე­ბი­ან აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვან მშობ­ლებს და ამ­ბო­ბენ, რომ მა­თე­მა­ტი­კი­სა და ფი­ზი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს თარ­გ­მა­ნი­სა და ამო­ცა­ნე­ბის პი­რო­ბე­ბის გად­მო­ცე­მის პრობ­ლე­მა აქვს.

„იმ საგ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც გა­და­თარ­გ­მ­ნი­ლია, აი, მა­გა­ლი­თად მა­თე­მა­ტი­კა­ში, ხში­რად გვხვდე­ბა, რომ შეც­დო­მე­ბია დაშ­ვე­ბუ­ლი, ანუ შეც­დო­მით არის თარ­გ­მა­ნი და ზოგ­ჯერ ბავ­შ­ვებს უჭირთ. ანუ ამო­ცა­ნას კითხუ­ლობს და ბავშვს არ ეს­მის. არას­წო­რად არის გა­და­თარ­გ­მ­ნი­ლი. აი, ეს პრობ­ლე­მა გვაქვს“ (მშო­ბე­ლი, ახალ­ცი­ხე).

ერთ-ერ­თ­მა ისიც კი გა­იხ­სე­ნა, რომ მე­თორ­მე­ტე კლას­ში ფი­ზი­კა აღარ ის­წავ­ლე­ბა, მაგ­რამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს ისევ მე-12 კლა­სი აწე­რია. ამა­ვე დროს, ერთ-ერ­თი სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი პე­და­გო­გი ამ­ბობს, რომ ზო­გი­ერ­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ხში­რად გა­ნახ­ლე­ბულ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან თან­ხ­ვედ­რა­ში არ მო­დის და მათ უწევთ, ესგ-ს გაჰ­ყ­ვ­ნენ სწავ­ლე­ბი­სას და არა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს, ასე­ვე, და­მა­ტე­ბით მო­ი­ძი­ონ მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ესგ-თია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, რაც მათ­გან და­მა­ტე­ბით ჩარ­თუ­ლო­ბას, დრო­სა და რე­სურ­სებს მო­ითხოვს.

◊ ენის ბა­რი­ე­რი

გა­მო­კითხულ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვან პე­და­გო­გებს, მთლი­ა­ნო­ბა­ში, მოს­წონთ პროგ­რა­მა „ვის­წავ­ლოთ ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“ და მის ფარ­გ­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი ენის შეს­წავ­ლის კურ­სე­ბი, თუმ­ცა, ეს საკ­მა­რი­სი არ არის.

პე­და­გო­გე­ბის მსგავ­სად, მშობ­ლე­ბიც და­დე­ბით გან­წყო­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ პროგ­რა­მა „ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენის“ მი­მართ, რად­გან ამ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან პე­და­გო­გებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს ქარ­თუ­ლი ენის უკეთ და­უფ­ლე­ბა­ში. „მოგ­ვ­წონს პროგ­რა­მა „ქარ­თუ­ლი რო­გორც მე­ო­რე ენა“, რად­გან უფ­რო თა­ვი­სუფ­ლად ის­წავ­ლი­ან ბავ­შ­ვე­ბი ენას. რა თქმა უნ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცხოვ­რო­ბენ და უნ­და იცოდ­ნენ არა მარ­ტო აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი, არა­მედ ქარ­თუ­ლიც უნ­და იცოდ­ნენ მშობ­ლი­ურ დო­ნე­ზე“ (მშო­ბე­ლი, მარ­ნე­უ­ლი).

ამა­ვე დროს, მშობ­ლე­ბი იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ, ამ პროგ­რა­მის გარ­და, მათ შვი­ლებს სხვა დახ­მა­რე­ბა და ხელ­შეწყო­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან, ენის სწავ­ლე­ბის კუთხით, არ აქვთ. ერთ-ერ­თი მშო­ბე­ლი რეს­პონ­დენ­ტის თქმით, ქარ­თუ­ლის სწავ­ლა გან­სა­კუთ­რე­ბით იმ მოს­წავ­ლე­ებს უჭირთ, რო­მელ­თა მშობ­ლებ­მაც არ იცი­ან ქარ­თუ­ლი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სა­ხელ­მ­წი­ფო მშობ­ლე­ბის­თ­ვი­საც შექ­მ­ნის გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სებ­სა და ტრე­ნინ­გებს.

რეს­პონ­დენ­ტებს და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ „1+4“ პროგ­რა­მის მი­მარ­თაც, ამ­ბო­ბენ, რომ პროგ­რა­მა კარ­გია, ახალ­გაზ­რ­დებს ენის ცოდ­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ აისა­ხე­ბა ამ უკა­ნას­კ­ნელ­თა და­საქ­მე­ბა­ზე. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის ახალ­გაზ­რ­დე­ბი, ისი­ნიც კი, ვინც ქარ­თულს სწავ­ლობს, სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ.

სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი პე­და­გო­გე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი, „1+4“ პროგ­რა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე, თან­ხ­ვედ­რა­ში მო­დის აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი პე­და­გო­გე­ბის მო­საზ­რე­ბებ­თან. მა­თი თქმით, „1+4“ პროგ­რა­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სა­სარ­გებ­ლოა, ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ფლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუთხით.

„1+4“ ძა­ლი­ან კარ­გი პროგ­რა­მაა. ბევ­რი სარ­გებ­ლობს ჩვენ­თან, თით­ქ­მის 80% აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ამ პროგ­რა­მით აბა­რე­ბენ. ად­რე, მარ­თ­ლა, ჩვე­ნი დრო რომ გვახ­სენ­დე­ბა, უმე­ტე­სო­ბა სომ­ხეთ­ში მი­დი­ო­და ჩა­სა­ბა­რებ­ლად. ეხ­ლა უკ­ვე ეს პროგ­რა­მა რომ არის, ყვე­ლა ცდი­ლობს, რომ აქ ჩა­ა­ბა­როს. ძა­ლი­ან კარ­გი პროგ­რა­მა არი და ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლია“ (მშო­ბე­ლი, ახალ­ცი­ხე).
◊ მოს­წავ­ლე­ე­ბის მხრი­დან სკო­ლის მი­ტო­ვე­ბის პრობ­ლე­მა

გა­მო­კითხუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სკო­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სკო­ლის მი­ტო­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ისევ მა­ღა­ლია, ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბი, ახალ­გაზ­რ­და ქა­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში – ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა, ხო­ლო ახალ­გაზ­რ­და კა­ცე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში სე­ზო­ნუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბია. რეს­პონ­დენ­ტებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ დგამს ქმე­დით ნა­ბი­ჯებს და არ აწარ­მო­ებს რა­ი­მე სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბი­სა და სე­ზო­ნუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის, რო­გორც ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რის, შე­სა­ხებ. თუმ­ცა, იმა­საც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბი­სა და სე­ზო­ნუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სკო­ლის მი­ტო­ვე­ბის პრობ­ლე­მა ოდ­ნავ უკე­თე­სო­ბის­კე­ნაა დაძ­რუ­ლი, ვი­ნა­ი­დან მშობ­ლებს უკ­ვე სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნ­დათ, მათ­მა შვი­ლებ­მა გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღონ და შე­სა­ფე­რი­სი და­საქ­მე­ბის გზე­ბი მო­ი­ძი­ონ.

მარ­ნე­უ­ლე­ლი მშობ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი თან­ხ­ვედ­რა­ში მო­დის პე­და­გო­გე­ბის მი­ერ გა­მოთ­ქ­მულ მო­საზ­რე­ბას­თან, რომ ისე­თი ხში­რი აღარ არის სკო­ლის მი­ტო­ვე­ბა ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბი­სა და სე­ზო­ნუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გა­მო, თუმ­ცა, ეს პრობ­ლე­მა ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია და სა­ხელ­მ­წი­ფოს ამის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად, ჯერ­ჯე­რო­ბით, კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი არ გა­და­უდ­გამს. ერთ-ერ­თი რეს­პონ­დენ­ტის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით  სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ და ეკო­ნო­მი­კუ­რად და­ბა­ლი ფე­ნის ოჯა­ხებ­შია.

 „ოჯა­ხე­ბის დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით, ბავ­შ­ვებს უწევთ სკო­ლის გაც­დე­ნა, იმი­ტომ რომ ოჯა­ხებ­ში უჭირთ. დახ­მა­რე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან რომც მი­ი­ღონ, მა­ინც მუ­შა­ო­ბენ, იმი­ტომ, რომ თუ არ სწავ­ლობს ბავ­შ­ვი, მე-9 კლა­სი­დან გა­დის და მუ­შა­ობს ხე­ლო­ბით, ან რა­მით“ (მშო­ბე­ლი, მარ­ნე­უ­ლი).
◊ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მე­ბი

გა­მო­კითხუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი თან­ხ­მ­დე­ბი­ან, რომ უკა­ნას­კ­ნელ ათ­წ­ლე­ულ­ში ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ახალ­გაზ­რ­დებ­ში გაჩ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი, რაც გა­მო­იწ­ვია ამ­გ­ვარ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბამ. მარ­ნე­ულ­ში არ­სე­ბობს სა­ჯა­რო კო­ლე­ჯი „მო­დუ­სი“, რო­მე­ლიც, ბავ­შ­ვე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბის მიზ­ნით, ხში­რად აწყობს ღია კა­რის დღე­ებს, მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ, თა­ვი­სი თვა­ლით ნა­ხონ კო­ლეჯ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და გა­ეც­ნონ, რა პრო­ფე­სი­ე­ბის შეს­წავ­ლა შე­უძ­ლი­ათ იქ. თუმ­ცა, კვლე­ვამ გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი თე­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს. მა­თი აზ­რით, ეს, შე­საძ­ლოა, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის გარ­კ­ვე­უ­ლი ფორ­მაა, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ახალ­გაზ­რ­დებს მე­რი­ა­სა და ად­გი­ლობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში, პო­ლი­ცი­ა­ში, სა­სა­მარ­თ­ლო­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და სხვა სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­ში არ ასაქ­მე­ბენ.

აღ­ნიშ­ნულს ეთან­ხ­მე­ბი­ან მშობ­ლე­ბი მარ­ნე­უ­ლი­დან. ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ახალ­გაზ­რ­დებს, გა­ნათ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უჭირთ და­საქ­მე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან, ის­წავ­ლონ კონ­კ­რე­ტუ­ლი ხე­ლო­ბა და ჩა­ე­ბან პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში. „ახალ­გაზ­რ­დე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კა­ცე­ბი, მეტ­წი­ლად უფ­რო ხე­ლო­ბას სწავ­ლო­ბენ და იქ  საქ­მ­დე­ბი­ან. შე­იძ­ლე­ბა ამ­თავ­რე­ბენ სკო­ლას ან უმაღ­ლესს, მა­რა, რო­გორც ყველ­გან, მარ­ნე­ულ­შიც, უძ­ნელ­დე­ბათ სა­მუ­შა­ოს პოვ­ნა. სა­მუ­შა­ოს პოვ­ნა ასე ად­ვი­ლია არაა. შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვ­მა და­ამ­თავ­როს რა­ღაც, მაგ­რამ იმ თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით ვერ იმუ­შა­ოს და თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად საქ­მ­დე­ბა სხვა რა­მით. პრო­ფე­სი­ით ნაკ­ლე­ბად მუ­შა­ო­ბენ“ (მშო­ბე­ლი, მარ­ნე­უ­ლი).

კვლე­ვამ გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ონ­ში ახალ­გაზ­რ­და კა­ცე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან IT ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შეს­წავ­ლით, რა­თა შემ­დ­გომ კერ­ძო სექ­ტორ­ში და­საქ­მ­დ­ნენ. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ­გაზ­რ­და ქა­ლებს, ისი­ნი უფ­რო ხში­რად საქ­მ­დე­ბი­ან ბან­კებ­ში, აფ­თი­ა­ქებ­ში ან კერ­ძო კლი­ნი­კებ­ში ექ­თ­ნის პო­ზი­ცი­ა­ზე. სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბა მათ­თ­ვი­საც ხელ­მი­უწ­ვ­დო­მე­ლია.

სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი პე­და­გო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ რა­ი­ონ­ში სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში სომ­ხუ­რი წარ­მო­შო­ბის ადა­მი­ა­ნებს, ასე­ვე, აქვთ და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მა, თუმ­ცა ეს არ ეხე­ბა ისეთ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა აქვთ მი­ღე­ბუ­ლი.

„კი ძა­ლი­ან ბევ­რი, ასე ვთქვათ, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბი­დან, მუ­შა­ობს ბან­კებ­ში, მუ­შა­ო­ბენ გამ­გე­ო­ბა­ში, მე­რი­ა­ში, აი, სხვა­დას­ხ­ვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, სკო­ლებ­ში. ანუ და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვა აქვთ, ვი­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რა თქმა უნ­და“ (პე­და­გო­გი, ახალ­ცი­ხე).
◊ სსსმ პი­რე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის არარ­სე­ბო­ბა

ორი­ვე, სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი, რეს­პონ­დენ­ტე­ბი თან­ხ­მ­დე­ბი­ან, რომ მათ სკო­ლებ­ში მთა­ვარ პრობ­ლე­მას სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მოს არარ­სე­ბო­ბა წარ­მო­ად­გენს, არ არის პან­დუ­სე­ბი და ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი. მარ­თა­ლია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, კარ­გი პე­და­გო­გე­ბი ჰყავთ და სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ე.წ. რე­სურ­სო­თა­ხიც არ­სე­ბობს, თუმ­ცა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი გა­უ­მარ­თა­ო­ბა მა­ინც არა­ერთ პრობ­ლე­მას წარ­მოქ­მ­ნის, რო­მელ­თა აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლა­დაც სა­ხელ­მ­წი­ფოს ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი არ გა­და­უდ­გამს. ერთ-ერ­თი სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი პე­და­გო­გი რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, რომ პრობ­ლე­მუ­რია ასე­ვე სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი მა­სა­ლე­ბი და რე­სურ­სე­ბი სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის.

„მე ვარ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი სკო­ლა სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი სკო­ლაა, ძა­ან არის დე­ფი­ცი­ტუ­რი ჩვენ­თან სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბი. არ არის გა­რე­მო ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი, პან­დუ­სე­ბი არ არის“ (პე­და­გო­გი, ახალ­ცი­ხე).
◊ ფსი­ქო­ლო­გის არარ­სე­ბო­ბა სკო­ლებ­ში

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი და სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მშობ­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ, რომ მი­უ­ხე­და­ვად COVID-19-ისა და პოსტ COVID-19 პე­რი­ო­დის სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, სკო­ლებს არ ჰყავთ ფსი­ქო­ლო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს და­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მარ­თ­ვა­ში. პოსტ COVID-19-ის პე­რი­ოდ­ში, სკო­ლებ­ში, რამ­დე­ნი­მე გა­მოწ­ვე­ვა არ­სე­ბობ­და, მათ შო­რის იყო მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის მა­ღა­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფო­ნი, COVID-19-ის პე­რი­ოდ­ში სახ­ლ­ში ყოფ­ნი­თა და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი. მოს­წავ­ლე­ე­ბი მი­ე­ჯაჭ­ვ­ნენ ტე­ლე­ფო­ნებს და ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დას­წ­რე­ბა. პე­და­გო­გე­ბის თქმით, მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­და­ეჩ­ვივ­ნენ საკ­ლა­სო სწავ­ლე­ბას, თუმ­ცა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ხელ­მ­წი­ფოს ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი არ გა­და­უდ­გამს, სკო­ლებს არ მი­უ­ღი­ათ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­გორ გამ­კ­ლა­ვე­ბოდ­ნენ პოსტ COVID-19-ის ფონ­ზე არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს. ამას­თა­ნა­ვე, სკო­ლებ­ში არ არის ფსი­ქო­ლო­გი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს იმ სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, რომ­ლებ­საც ისი­ნი ოფ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში აწყ­დე­ბი­ან.

IDFI-ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი⇓⇓⇓

⇒ აუცი­ლე­ბე­ლია გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის ზრდა.

⇒ აუცი­ლე­ბე­ლია შე­ფას­დეს მას­წავ­ლე­ბელ­თა სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად და­ი­გეგ­მოს ტრე­ნინ­გე­ბი.

⇒ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი ენის შემ­ს­წავ­ლე­ლი კურ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­სა და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის ზრდა.

⇒ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად, აუცი­ლე­ბე­ლია, თარ­გ­მან­ში ჩარ­თუ­ლი იყოს რო­გორც ფი­ლო­ლო­გი, ისე საგ­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი.

⇒ მი­ზან­შე­წო­ნი­ლია სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის, რო­გორც ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რის, შე­სა­ხებ.

⇒ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის და სსსმ პი­რე­ბის ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­სარ­თა­ვად, აუცი­ლე­ბე­ლია, სტა­ჟი­რე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

⇒ აუცი­ლე­ბე­ლია ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა და ადაპ­ტა­ცია სსსმ და შშმ პი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით.

კვლე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და და კვლე­ვის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა ფონ­დი ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტი­სა და შვე­დე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) მხარ­და­ჭე­რით.

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები