24 ნოემბერი, კვირა, 2024

ევ­რო­პუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს­თან ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, ცენ­ტ­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი  კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს რე­ფე­რენ­სი­რე­ბი­სა და  თვით­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცესს იწყებს

spot_img
ქეთევან ფანჩულიძე
სსიპ-გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი
ხა­ტია ცი­რა­მუა
ევ­რო­კო­მი­სი­ის პრო­ექ­ტის „კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო ნდო­ბის, გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე­ო­ბი­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თ­ვის – TGA A“ ექ­ს­პერ­ტი

ევ­რო­პუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს­თან ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, სსიპ – გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი იწყებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს რე­ფე­რენ­სი­რე­ბი­სა და თვით­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცესს, რაც ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ნა­კის­რი ერთ-ერ­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ციაა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა ევ­რო­კო­მი­სი­ის ერაზ­მუს+ პროგ­რა­მის მიზ­ნობ­რი­ვი და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღო, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს რე­ფე­რენ­სი­რე­ბი­სა და თვითსერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცესს.

„ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა“ ესა­უბ­რა ცენ­ტ­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, ქე­თე­ვან ფან­ჩუ­ლი­ძეს და ევ­რო­კო­მი­სი­ის პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თულ ად­გი­ლობ­რივ ექ­ს­პერტს, ხა­ტია ცი­რა­მუ­ას.

♦ ქალ­ბა­ტო­ნო ქე­თე­ვან, რას გუ­ლის­ხ­მობს ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს რე­ფე­რენ­სი­რე­ბი­სა და თვით­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი და რას ნიშ­ნავს სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა?

ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს რე­ფე­რენ­სი­რე­ბი­სა და თვით­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სის მი­ზა­ნია წი­ნას­წარ და­გეგ­მილ კრი­ტე­რი­უ­მებ­თან მი­მარ­თე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს თავ­სე­ბა­დო­ბის დად­გე­ნა ევ­რო­პულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო­ებ­თან. აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ თვით­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სის შემ­თხ­ვე­ვა­ში ქვე­ყა­ნა ახ­დენს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს შე­და­რე­ბას ევ­რო­პის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს­თან (QF-EHEA), მა­შინ რო­დე­საც რე­ფე­რენ­სი­რე­ბის პრო­ცე­სით დგინ­დე­ბა ქვეყ­ნის მთლი­ა­ნი და არა მხო­ლოდ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს თავ­სე­ბა­დო­ბა ევ­რო­პის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის მე­ტა ჩარ­ჩოს­თან (EQF-LLL). ევ­რო­პუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო, ან რო­გორც მას უწო­დე­ბენ მთე­ლი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე გა­ნათ­ლე­ბის ჩარ­ჩო, უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, მო­ი­ცავს ზო­გა­დი და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ებს და მთე­ლი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე სწავ­ლის გან­ზო­მი­ლე­ბა­ში, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას უწევს ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის  სის­ტე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, მათ შო­რის, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის სა­კითხებს.

სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ თვით­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სა­კითხი ბო­ლო­ნი­ის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ნა­კის­რი ერთ-ერ­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო 2005 წელს შე­უ­ერ­თ­და, ხო­ლო რე­ფე­რენ­სი­რე­ბის პრო­ცე­სი ევ­რო­კო­მი­სი­ის 2017 წლის რე­კო­მენ­და­ცი­ით არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი და ევ­რო­კა­ვშირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ორი­ვე ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ობს, გა­დაწყ­და ერ­თი­ა­ნი თვით­შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­შის მომ­ზა­დე­ბა და ევ­რო­კო­მი­სი­ის­თ­ვის წარ­დ­გე­ნა 2026 წლის გა­ზაფხულ­ზე. რე­ფე­რენ­სი­რე­ბი­სა და თვით­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა დას­ტუ­რი იმი­სა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა სრუ­ლად ჰარ­მო­ნი­ზე­ბუ­ლია ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას­თან. უფ­რო ზუს­ტად კი, ამით ქვე­ყა­ნა და­ა­დას­ტუ­რებს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შექ­მ­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი და მე­თო­დო­ლო­გია შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მოთხოვ­ნებ­თან. ამას­თან, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის სის­ტე­მა უზ­რუნ­ველ­ყოფს მთე­ლი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის­თ­ვის, მათ შო­რის, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც. რე­ფე­რენ­სი­რე­ბი­სა და თვით­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა ხელს შე­უწყობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბას, შე­სა­ბა­მი­სო­ბა­სა და შე­და­რე­ბა­დო­ბას ევ­რო­პულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ებ­თან, რაც კი­დევ უფ­რო გაზ­რ­დის სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მი­მართ ნდო­ბას და გაა­ად­ვი­ლებს ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის საზღ­ვარ­გა­რეთ აღი­ა­რე­ბის პრო­ცესს.

♦ ქალ­ბა­ტო­ნო ქე­თე­ვან, რა მოთხოვ­ნე­ბია დად­გე­ნი­ლი ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს რე­ფე­რენ­სი­რე­ბი­სა და თვით­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სის მი­მართ?

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ბო­ლო წლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლია არა­ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შაო, რა­მაც მოგ­ვ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გვე­ფიქ­რა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს რე­ფე­რენ­სი­რე­ბი­სა და თვით­სერ­ტი­ფიც­რე­ბის პრო­ცე­სის დაწყე­ბა­ზე. კერ­ძოდ, 2019 წელს დამ­ტ­კიც­და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო და სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის კლა­სი­ფი­კა­ტო­რი. დო­კუ­მენ­ტი აერ­თი­ა­ნებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და აყა­ლი­ბებს, თუ რა ცოდ­ნა, უნა­რი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა უნ­და ჰქონ­დეს პირს შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის მი­სა­ღე­ბად. 2019 წლი­დან შე­იქ­მ­ნა ახა­ლი ჩარ­ჩოს იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, მათ შო­რის, ჩარ­ჩოს მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მი. რად­გან ჩარ­ჩო ცოცხა­ლი დო­კუ­მენ­ტია და იგი უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის მუდ­მი­ვად ცვა­ლე­ბა­დი მოთხოვ­ნე­ბის ასახ­ვას და მა­თი შე­სა­ბა­მი­სი, გა­ნახ­ლე­ბა­დი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის აღ­წე­რას, შექ­მ­ნი­ლია მრჩე­ველ­თა საბ­ჭო, რო­მე­ლიც ჩარ­ჩოს გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხებ­ზე მუ­შა­ობს.  უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მა სრუ­ლად ჰარ­მო­ნი­ზე­ბუ­ლია ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პულ სის­ტე­მას­თან, რა­საც მოწ­მობს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის  (ENQA) წევ­რო­ბა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის რე­გის­ტ­რა­ცია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ევ­რო­პულ რე­ეს­ტ­რ­ში (EQAR). ამ­ჟა­მად დაწყე­ბუ­ლია მუ­შა­ო­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­ეს­ტ­რის შე­საქ­მ­ნე­ლად, რაც ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბის მი­საღ­წე­ვად ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი პი­რო­ბაა. სწო­რედ ამ მიღ­წე­ვე­ბის აღ­წე­რა უნ­და მოხ­დეს თვით­შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენ­ტ­ში რე­ფე­რენ­სი­რე­ბი­სა და თვით­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სე­ბის მი­მართ დად­გე­ნილი 10 ძი­რი­თადი მი­მარ­თე­ბით.

♦ ქალ­ბა­ტო­ნო ხა­ტია, ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხე­ლით,  ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფის თა­ნა­თავ­მ­ჯ­დო­მა­რეა და წევ­რის სტა­ტუ­სით ჩარ­თუ­ლია ევ­რო­კო­მი­სი­ის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს მრჩე­ველ­თა საბ­ჭო­ში. გთხოვთ, მოგ­ვი­ყე­ვით ამ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­სა­ხებ და რო­გორ უკავ­შირ­დე­ბა იგი ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს რე­ფე­რენ­სი­რე­ბი­სა და თვით­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცესს?

2021 წლი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო, ავ­ს­ტ­რი­ას­თან და ლატ­ვი­ას­თან ერ­თად,  არის ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფის თა­ნა­თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. სა­მუ­შაო ფორ­მა­ტი გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად დავ­გეგ­მოთ და ხე­ლი შე­ვუწყოთ ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის ძი­რი­თა­დი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას წევრ ქვეყ­ნებ­ში. სა­მუ­შაო ჯგუ­ფის ფარ­გ­ლებ­ში ჩა­ტარ­და ჯგუ­ფის შვი­დი შეხ­ვედ­რა და კო­ლე­გებს შო­რის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის ოთხი სე­მი­ნა­რი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ 2023 წელს ცენ­ტ­რ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უმას­პინ­ძ­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სე­მი­ნარს თვით­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის თე­მა­ზე, რო­მელ­საც 70-ზე მე­ტი ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი და­ეს­წ­რო. ამას­თან ერ­თად ცენ­ტ­რ­მა კო­ორ­დი­ნა­ცია გა­უ­წია თვით­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სა­მუ­შაო ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბას, რო­მელ­მაც ქარ­თ­ვე­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მო­ამ­ზა­და ანა­ლი­ზის დო­კუ­მენ­ტი თვით­სერ­ტი­ფი­ცირე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შე­სა­ხებ. დო­კუ­მენტს და­ე­მა­ტა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის სამ­დივ­ნომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი სივ­რ­ცის ვებგვერ­დ­ზე

https://www.ehea.info/Immagini/QUATRA_-_TPG_A_­recommen­dat­io­ns­

აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი ცენ­ტ­რ­მა 2023 წელს წა­რად­გი­ნა ევ­რო­პის საბ­ჭოს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს ეროვ­ნულ კო­რეს­პონ­­დენ­ტ­თა ყო­ველ­წ­ლი­ურ შეხ­ვედ­რა­ზე. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს 2023 წელს პირ­ვე­ლად მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო ევ­რო­კო­მი­სი­ის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს მრჩე­ველ­თა ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბა­ში წევ­რის სტა­ტუ­სით. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლ პლატ­ფორ­მა­ზე ხდე­ბა ქვეყ­ნის რე­ფე­რენ­სი­რე­ბის ან­გა­რი­შის გან­ხილ­ვა წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მი­ერ.

სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ ევ­რო­პის გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დი (ETF) და ევ­რო­პის საბ­ჭო ამ­ზა­დე­ბენ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ქვეყ­ნის რე­ფე­რენ­სი­რე­ბის ან­გა­რიშ­ზე და რამ­დე­ნი­მე გან­ხილ­ვის შემ­დეგ, თუ დად­გე­ნილ კრი­ტე­რი­უ­მებ­თან ან­გა­რი­ში თავ­სე­ბა­დია, რე­ფე­რენ­სი­რე­ბის პრო­ცე­სი წარ­მა­ტე­ბით სრულ­დე­ბა. რე­ფე­რენ­სი­რე­ბის ან­გა­რი­შის სა­ჯა­როდ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს ევ­რო­პის კო­მი­სია. აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რომ­ლებ­საც კრი­ტი­კუ­ლი მე­გობ­რის ფუნ­ქ­ცია აკის­რი­ათ და პრო­აქ­ტი­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით ეხ­მა­რე­ბი­ან ქვეყ­ნებს დად­გე­ნილ კრი­ტე­რი­უ­მებ­თან მო­ვიდ­ნენ თან­ხ­ვედ­რა­ში. ორი­ვე პლატ­ფორ­მა უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნებს შო­რის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ამას­თან ერ­თად, აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ ევ­რო­პის გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში. კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს თე­მა­ტურ სა­მუ­შაო ჯგუ­ფებ­ში ცენ­ტ­რის ნა­ყო­ფი­ე­რი თანა­მ­შ­რომ­ლო­ბის დას­ტუ­რია ევ­რო­კო­მი­სი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ცენ­ტ­რის­თ­ვის ახა­ლი მიზ­ნობ­რი­ვი გრან­ტის გა­მო­ყო­ფის შე­სა­ხებ, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად  შე­უწყობს ხელს ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს თვით­სერ­ტი­ფიცი­რე­ბი­სა და რე­ფე­რენ­სი­რე­ბის პრო­ცესს, რა­ზეც მუ­შა­ო­ბა და­გეგ­მი­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით.

♦ ქალ­ბა­ტო­ნო ქე­თე­ვან, სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცენ­ტ­რ­მა მი­ი­ღო ევ­რო­კო­მი­სი­ის ერაზ­მუს+ პროგ­რა­მის მიზ­ნობ­რი­ვი და­ფი­ნან­სე­ბა, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს რე­ფე­რენ­სი­რე­ბი­სა და თვით სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცესს. გთხოვთ, გვი­ამ­ბეთ პრო­ექ­ტის მიზ­ნე­ბის შე­სა­ხებ

„სა­ქარ­თ­ვე­ლოს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი ჩარ­ჩოს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა რე­ფე­რე­ნსი­რე­ბი­სა და თვით­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის გზით“ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მომ­ზად­დე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, რაც აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის­თ­ვის. გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, ეს პრო­ცე­სი მო­ითხოვს ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას და თვით­შე­ფა­სე­ბის ან­გა­რიშ­ზე ეროვ­ნულ დო­ნე­ზე შე­თან­ხ­მე­ბის მიღ­წე­ვას.

პრო­ექ­ტი მოგ­ვ­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლოთ ყვე­ლა და­ინ­ტერე­სე­ბულ მხა­რეს­თან, მი­ვი­ღოთ დო­კუ­მენ­ტ­ზე უკუ­კავ­ში­რე­ბი და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო­თ დო­კუ­მენ­ტის სა­ბო­ლოო რე­დაქ­ცი­ა­ში. სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბი აგ­რეთ­ვე ხელს შე­უწყობს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის სის­ტე­მის შე­სა­ხებ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­ექ­ტი მხარს დაგ­ვი­ჭერს გა­მო­ვი­ყე­ნოთ ევ­რო­კო­მი­სი­ი­სა და ევ­რო­საბ­ჭოს სა­მუ­შაო ფორ­მა­ტე­ბი თვით­შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენ­ტის სა­მუ­შაო ვერ­სი­ე­ბის წარ­სად­გე­ნად და ევ­რო­პე­ლი კო­ლე­გე­ბის უკუ­კავ­ში­რე­ბის მი­სა­ღე­ბად. დო­კუ­მენ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბა და­გეგ­მი­ლია 2026 წლის გა­ზაფხუ­ლის­თ­ვის.

ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები