27 ივლისი, შაბათი, 2024

ევროპის საბჭოს ახალი პროექტი სკოლებში

spot_img

ევროპის საბჭო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან პარტნიორობით, საჯარო სკოლებში ახორციელებს პროექტს სახელწოდებით – „დემოკრატია იწყება სკოლაში“.

პროექტის მიზანია, სკოლებში დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლებისა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის გზით, საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება და სამოქალაქო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა.

პროექტის ოფიციალური წარდგენის ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, საქართველოში შვეიცარიის ელჩთან, ჰაიდი გრაუსთან და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, ნატალია ვუტოვასთან ერთად, გახსნა.

თამარ მახარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ღირსეული ახალი თაობისა და პასუხისმგებლობიანი მოქალაქეების აღზრდის საქმეში სკოლის როლზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე მივცეთ შესაძლებლობა, შეისწავლონ დემოკრატიის საფუძვლები, რათა შემდგომ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეძლონ სკოლებში მიღებული ცოდნის გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ პროექტი დემოკრატია იწყება სკოლაში მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში“, ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სკოლებში, 2022 წლიდან ხორციელდება. პროექტი მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო, სახალისო და საგანმანათლებლო აქტივობის ჩატარებას გულისხმობს, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

პროექტის წარდგენის ღონისძიებაზე მონაწილეებმა ასევე განიხილეს ევროპის საბჭოს მთავარი კონცეფციები და საქართველოში კომპეტენციებზე დაფუძნებული მოქალაქეობრივი განათლების განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე იმსჯელეს. დასასრულს კი, პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის – „მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საქართველოში“ – შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. კვლევის ანგარიშში სასკოლო ცხოვრების ის ასპექტები გაანალიზდა, რომელთაც გავლენა აქვთ ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო პროცესებში მოსწავლეთა ჩართულობაზე.

პროექტის წარდგენის ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, განათლების ექსპერტები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, სამთავრობო, საერთაშორისო და ადილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები