29 სექტემბერი, პარასკევი, 2023

ევროპელ მკვლევართა ღამეს მუზეუმები ვიდეოლექციებით უერთდება

spot_img

26, 27 და 28 ნოემბერს, ევროპელ მკვლევართა ღამისა და პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს მუზეუმების ორგანიზებით, ჩატარდება ვიდეოლექციები. მათი მოსმენა შესაძლებელი იქნება ბმულზე: www.captain2020.ge

ხელოვნებათმცოდნეები სამუზეუმო სივრცეებიდან ისაუბრებენ ისეთ საინტერესო და შემეცნებით თემებზე, როგორებიცაა: ძველი ქართული სამკაულის ისტორია, ტაძარი და მისი სიმბოლიკა ქართულ ხუროთმოძღვრებაში, ქართული პლაკატის ისტორია, რესტავრაცია-კონსერვაცია მუზეუმში, რას მოგვითხრობენ მონეტები, ფიროსმანის პირადი საქმე, ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ, დავით კაკაბაძის სამეცნიერო მემკვიდრეობა გუგლის კულტურულ სივრცეში, ქართული ეროვნული კოსტიუმის ისტორია და სხვ.

ლექციების განრიგი იხილეთ ბმულზე: https://www.mes.gov.ge/uploads/gallery/Programme.pdf

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები