27 ივლისი, შაბათი, 2024

ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამას გააძლიერებენ

spot_img

„განრიდებისა და მედიაციის პროგრამა სისხლის სამართლის წარმოების ალტერნატიული მექანიზმი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მთავარი კომპონენტია, რომელიც ბავშვებს თავიდან ააცილებს დანაშაულის განმეორებით ჩადენას.“

განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული ბავშვები და ახალგაზრდები მიიღებენ საჭირო მხარდაჭერას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ადგილობრივ ორგანიზაციასთან – წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრთან პარტნიორობით განხორციელებული ახალი ინიციატივის შედეგად. ორწლიანი ინიციატივის მიზანია იუსტიციის სამინისტროსთან არსებული დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური დახმარება, რათა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში მონაწილე პირებმა მაქსიმალურად ისარგებლონ პროგრამის სიკეთეებით.

გაეროს ბავშვთა ფონდი და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი გააანალიზებენ განრიდებისა და მედიაციის პროგრამას, რათა გამოავლინონ პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და შეიმუშაონ პროგრამის გაძლიერების კონცეფცია.

ხარისხის უზრუნველყოფის არსებული სისტემის გაძლიერება იგეგმება სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და მითითებების მეშვეობით, ხოლო პროგრამის რეგულარული მონიტორინგის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ტრენინგი. პროექტი მხარს დაუჭერს არსებული სამუშაო ინსტრუმენტების დახვეწას და გაუმჯობესებას, სასწავლო მოდულების შემუშავებას და განრიდების პროგრამაში ჩართულ პროფესიონალთა, მათ შორის, სოციალური მუშაკების, მედიატორების და პროკურორების პროფესიულ ზრდასა და კომპეტენციის ამაღლებას.

პროექტი ასევე ხელს შეუწყობს უწყებათაშორისი თანამშრომლობის მექანიზმის გაძლიერებას და მდგრადობას. გაიმართება სამუშაო შეხვედრები, მთელი საქართველოს მასშტაბით, განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული პროკურორების, მედიატორების და სოციალური მუშაკების მონაწილეობით. სამუშაო შეხვედრების მიზანია ადგილობრივ დონეზე პრობლემების და აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება და სხვადასხვა პროფესიონალებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაძლიერება.

განრიდება არის მექანიზმი, რომელიც სისხლის სამართლის წარმოების ალტერნატივად გამოიყენება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ქვაკუთხედია. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ამ სფეროში მომუშავე პირთაგან მოითხოვს, სადაც კი ეს შესაძლებელია, ყველგან განრიდება პრიორიტეტულ ზომად გამოიყენონ.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტი „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ მიზნად ისახავს, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, კანონმდებლობის, პოლიტიკისა და სახელმძღვანელო პრინციპების გაუმჯობესებას; პროფესიული სამუშაო ძალის შესაძლებლობების გაძლიერებას საქართველოში ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები