9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

დღეს, 8 ივლისს, დასრულდა უცხოური ენის გამოცდა, რომელიც სამი დღის განმავლობაში, 6-8 ივლისს, მიმდინარეობდა

spot_img

6 ივლისს აბიტურიენტებმა ინგლისური, ფრანგული და რუსული ენების გამოცდა ორ სესიად ჩააბარეს. დარეგისტრირებულებიდან გამოცხადდა 92%-ზე მეტი აბიტურიენტი. დაიგვიანა ათმა გამოსაცდელმა. დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო არ გამოცხადდა 30-მდე აბიტურიენტი.

უცხოური ენის გამოცდის პირველ დღეს დაფიქსირდა ერთი ფაქტი, როდესაც აბიტურიენტის ნაცვლად გამოცდაზე გასვლას სხვა პირი ცდილობდა. შესაბამისად, მან რეგისტრაცია ვერ გაიარა – აბიტურიენტი საგამოცდო პროცესს გამოეთიშა.

7 ივლისს ინგლისური და რუსული ენების საგამოცდო სესიებზე განაწილებულებიდან გამოცხადდა 93%-ზე მეტი აბიტურიენტი. დაიგვიანა 8 გამოსაცდელმა. დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო არ გამოცხადდა 30-მდე აბიტურიენტი.

8 ივლისს აბიტურიენტებმა გერმანული და ინგლისური ენების გამოცდა ჩააბარეს. დღევანდელ სესიებზე განაწილებულებიდან გამოცხადდა 94%-ზე მეტი აბიტურიენტი. დაიგვიანა ხუთმა გამოსაცდელმა. დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო არ გამოცხადდა 30-ზე მეტი აბიტურიენტი.

აბიტურიენტები, რომლებიც დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო არ გამოცხადდნენ სესიებზე, საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან, გამოცდას მოგვიანებით ჩააბარებენ.

9 ივლისს საგამოცდო პროცესი მათემატიკის გამოცდით გაგრძელდება.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები