27 ივლისი, შაბათი, 2024

დღეს უსაფრთხო ინტერნეტის დღეა! როგორია ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს გავ­ლე­ნა ბავ­შ­ვებ­ზე

spot_img

 

ბავშვები და 18 წლამდე ახალგაზრდები მსოფლიოს ინტერნეტ მომხმარებლების თითქმის მესამედს შეადგენენ. სამწუხაროდ, ციფრულ სამყაროში, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram და არამხოლოდ), თავს იჩენს კიბერბულინგი, დამცირების ფორმა, რომელიც სხვადასხვა სახით ვლინდება: ვინმეს შესახებ აგრესიული, ნეგატიური ან ცრუ შინაარსის მქონე მასალის (ფოტო, ტექსტური) გამოქვეყნება, გაზიარება ან გაგზავნა და ა.შ. მოზარდებში და ახალგაზრდებში ეს პრობლემა განსაკუთრებით მძიმედ დგას. ისინი დროის უმეტეს ნაწილს სოც.ქსელებში ატარებენ და შესაბამისად ონლაინ რეპუტაცია, რომელსაც პირდაპირ დარტყმას აყენებს კიბერბულინგი, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

გთავაზობთ  ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას – „ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს გავ­ლე­ნა ბავ­შ­ვებ­ზე“, რომელიც  გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი პირ­ვე­ლ სრულ­ყო­ფი­ლ მი­მო­ხილ­ვას ეხება და სხვა­დას­ხ­ვა ჭრილ­ში განიხილავს ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გავ­ლე­ნას ბავ­შ­ვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე და მო­მავ­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვებ­ზე, გან­საზღ­ვ­რავს მოსალოდნელ საფ­რ­თხე­ე­ბსა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბს. ან­გა­რიშ­ში ნათ­ქ­ვა­მია, რომ მთავ­რო­ბე­ბი და კერ­ძო სექ­ტო­რი ჩა­მორ­ჩე­ბი­ან ცვლი­ლე­ბე­ბის ტემპს, შე­დე­გად კი მა­ტუ­ლობს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ახა­ლი რის­კე­ბი­სა და ზი­ა­ნის საფ­რ­თხე, მი­ლი­ო­ნო­ბით და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვი კი სრუ­ლი­ად უგულ­ვე­ბელ­ყო­ფი­ლი რჩე­ბა. 

ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს გავ­ლე­ნა ბავ­შ­ვებ­ზე 

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

„უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს უსაფ­რ­თხო­ე­ბა და გავ­ზარ­დოთ ინ­ტერ­ნე­ტის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის“ — ამ გან­ცხა­დე­ბას გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი აკე­თებს და აქ­ვეყ­ნებს ან­გა­რიშს ციფ­რულ ბა­რი­ე­რებ­ზე და აანა­ლი­ზებს ინ­ტერ­ნე­ტი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის გავ­ლე­ნას ბავ­შ­ვე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის სა­კითხებ­ზე.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შ­ვე­ბი მა­სი­უ­რად სარ­გებ­ლო­ბენ ინ­ტერ­ნე­ტით (მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით, 3 ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხ­მა­რებ­ლი­დან 1 ბავ­შ­ვია), ძა­ლი­ან ცო­ტა რამ კეთ­დე­ბა ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბუ­ლი საფ­რ­თხე­ე­ბის­გან ბავ­შ­ვე­ბის და­სა­ცა­ვად და უსაფ­რ­თხო ინ­ტერ­ნე­ტის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, — ნათ­ქ­ვა­მია გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მთა­ვარ წლი­ურ ან­გა­რიშ­ში.
„ბავ­შ­ვე­ბი ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში“ გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი პირ­ვე­ლი სრულ­ყო­ფი­ლი მი­მო­ხილ­ვაა, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხ­ვა ჭრილ­შია გან­ხი­ლუ­ლი ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გავ­ლე­ნა ბავ­შ­ვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე და მო­მავ­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვებ­ზე, გან­საზღ­ვ­რუ­ლია საფ­რ­თხე­ე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ან­გა­რიშ­ში ნათ­ქ­ვა­მია, რომ მთავ­რო­ბე­ბი და კერ­ძო სექ­ტო­რი ჩა­მორ­ჩე­ბი­ან ცვლი­ლე­ბე­ბის ტემპს, შე­დე­გად კი მა­ტუ­ლობს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ახა­ლი რის­კე­ბი­სა და ზი­ა­ნის საფ­რ­თხე, მი­ლი­ო­ნო­ბით და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვი კი სრუ­ლი­ად უგულ­ვე­ბელ­ყო­ფი­ლი რჩე­ბა.
„სა­სი­კე­თო­დაც და სა­ზი­ა­ნო­დაც, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქ­ცა“ — ამ­ბობს გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ენ­ტო­ნი ლე­ი­კი. „ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში ჩვენ ორ­მა­გი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვდგა­ვართ — შე­ვამ­სუ­ბუ­ქოთ ზი­ა­ნი და ამავ­დ­რო­უ­ლად მაქ­სი­მა­ლუ­რად სა­სარ­გებ­ლო გავ­ხა­დოთ ინ­ტერ­ნე­ტი ყო­ვე­ლი ბავ­შ­ვის­თ­ვის. ინ­ტერ­ნე­ტი ზრდას­რუ­ლე­ბის­თ­ვის შე­იქ­მ­ნა, მაგ­რამ მას სულ უფ­რო მე­ტი ბავ­შ­ვი და ახალ­გაზ­რ­და იყე­ნებს და ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გავ­ლე­ნა მათ ცხოვ­რე­ბა­სა და მო­მა­ვალ­ზე დღი­თი დღე იზ­რ­დე­ბა. ამი­ტომ, ციფ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა, პრაქ­ტი­კა და პრო­დუქ­ცია უკეთ უნ­და ესა­და­გე­ბო­დეს ბავ­შ­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს, ასა­ხავ­დეს მათ პერ­ს­პექ­ტი­ვებ­სა და მათ სათ­ქ­მელს“ — ამ­ბობს ენ­ტო­ნი ლე­ი­კი.
ან­გა­რიშ­ში შეს­წავ­ლი­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რო­მელ­თა შე­თა­ვა­ზე­ბაც შე­უძ­ლია ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, მათ შო­რის იმათ­თ­ვის, ვინც სი­ღა­რი­ბე­ში იზ­რ­დე­ბა თუ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კა­ტას­ტ­რო­ფის მსხვერ­პ­ლია. ეს გუ­ლის­ხ­მობს ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას, ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან მუ­შა­ო­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას და ბავ­შ­ვე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას სა­თა­ნა­დო პლატ­ფორ­მით, რა­თა მათ სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა მო­ა­ხერ­ხონ.
ან­გა­რი­ში ასე­ვე ცხად­ყოფს, რომ ბევ­რი ბავ­შ­ვი ინ­ტერ­ნეტს მიღ­მაა დარ­ჩე­ნი­ლი. მსოფ­ლიო ახალ­გაზ­რ­დო­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თი მე­სა­მე­დი — 346 მი­ლი­ო­ნი, ინ­ტერ­ნე­ტით არ სარ­გებ­ლობს, რაც ამ­ძაფ­რებს უთა­ნას­წო­რო­ბას და ზღუ­დავს ბავ­შ­ვე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მზარდ ციფ­რულ ეკო­ნო­მი­კა­ში. ასე­ვე ხაზ­გას­მუ­ლია ის, თუ რამ­დე­ნად ზრდის ინ­ტერ­ნე­ტი რის­კი­სა და ზი­ა­ნის საფ­რ­თხეს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, მათ შო­რის პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის, სა­ზი­ა­ნო ში­ნა­არ­სის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის და კი­ბერ­ბუ­ლინ­გის თვალ­საზ­რი­სით.
„მსოფ­ლი­ოს ბავ­შ­ვ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა 2017“ ეხე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ თე­მას, რო­მე­ლიც სულ უფ­რო და უფ­რო ძლი­ერ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს მი­ლი­ო­ნო­ბით ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე მთელ მსოფ­ლი­ო­ში და შე­სა­ბა­მი­სად აისა­ხე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ას­პექ­ტ­ზე — ეს არის ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. ვი­ნა­ი­დან ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ინ­ტერ­ნე­ტის ზე­გავ­ლე­ნა საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­ი­ზარ­და, უფ­რო ხში­რად გვი­წევს მის შე­დე­გებ­ზე მსჯე­ლო­ბაც: არის თუ არა კა­ცობ­რი­ო­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა თუ ვაჭ­რო­ბის, სწავ­ლი­სა თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი თვით­გა­მო­ხატ­ვის შე­უზღუ­და­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი? თუ საფ­რ­თხეს წარ­მო­ად­გენს ჩვენ­თ­ვის, არ­ღ­ვევს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ქსო­ვილს, ძირს უთხ­რის პო­ლი­ტი­კურ წყო­ბას და საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის ადა­მი­ან­თა კე­თილ­დღე­ო­ბას? ეს სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხია, რო­მე­ლიც აკა­დე­მი­უ­რი კა­მა­თის სა­გა­ნი უნ­და იყოს. სა­სი­კე­თოა თუ სა­უ­ბე­დუ­რო ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია, უკ­ვე რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტია ჩვენს ყო­ფა­ში და ეს შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სია.
სა­სი­კე­თო მა­გა­ლი­თე­ბი: ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბ­ლის მქო­ნე ბი­ჭი, რო­მე­ლიც თა­ნა­ტო­ლებ­თან ინ­ტერ­ნე­ტით ურ­თი­ერ­თობს, სწო­რედ ინ­ტერ­ნე­ტის წყა­ლო­ბით თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­შია: ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უფ­რო მე­ტია, ვიდ­რე შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა; გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სი­რი­ის არა­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კი­დან ძა­ლა­დო­ბას გა­მო­ექ­ცა, ოჯახ­თან ერ­თად, ზა­ა­ტა­რის ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში, მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბით, რო­მე­ლიც მას ციფ­რუ­ლი ტაბ­ლე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ას­წავ­ლის, მო­მავ­ლის იმედს იბ­რუ­ნებს; კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში ახალ­გაზ­რ­და ბლო­გე­რი ინ­ტერ­ნეტს იყე­ნებს სუფ­თა წყლის უქონ­ლო­ბის, სა­ნი­ტა­რი­უ­ლი ან მის თემ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სავ­რ­ცე­ლებ­ლად.
ზი­ა­ნის მა­გა­ლი­თე­ბი: გო­გო­ნა, რო­მელ­საც ოჯახ­ში ან თემ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი წე­სე­ბი ინ­ტერ­ნე­ტით სარ­გებ­ლო­ბას უკ­რ­ძა­ლავს, მოკ­ლე­ბუ­ლია სწავ­ლი­სა და მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას; მო­ზარ­დი, რომ­ლის პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ბო­რო­ტად იყე­ნე­ბენ და ქსელ­ში ავ­რ­ცე­ლე­ბენ ადა­მი­ა­ნით მო­ვაჭ­რე­ე­ბი; ბი­ჭი, რო­მელ­საც ვი­დე­ო­თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ ცხოვ­რე­ბა წა­არ­თ­ვა, ასე ფიქ­რო­ბენ მი­სი მშობ­ლე­ბი. არ­სე­ბობს კი­დევ უარე­სი მა­გა­ლი­თე­ბიც: გა­უ­საძ­ლი­სი კი­ბერ­ბუ­ლინ­გის გა­მო თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ­დე მი­სუ­ლი ბი­ჭი; 14 წლის გო­გო­ნა, რომ­ლის ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შექ­მ­ნი­ლი პრო­ფი­ლით, ავ­რ­ცე­ლებს მის შიშ­ველ ფო­ტო­ებს, რო­მელ­თა გა­და­ღე­ბა­საც თა­ვად აიძუ­ლებ­და; 8 წლის ფი­ლი­პი­ნე­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­საც მე­ზო­ბე­ლი აიძუ­ლებს სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირ­სა და სხვა სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბებს და „ონ­ლა­ინ სტრი­მინ­გით“ უშ­ვებს ამ კად­რებს შე­სა­ბა­მი­სი ში­ნა­არ­სის ვებ­გ­ვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით.
ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს ნამ­დ­ვი­ლად შე­უძ­ლია ამ­გ­ვა­რი ზი­ა­ნის წა­ქე­ზე­ბა თუ წა­ხა­ლი­სე­ბა, მაგ­რამ გარ­და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის კონ­კ­რე­ტუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბი­სა, მას ძა­ლა­დო­ბის მა­სი­უ­რი ფორ­მე­ბის წა­ქე­ზე­ბაც შე­უძ­ლია, რაც ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ასო­ბით ათა­სი ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბა­სა და მო­მა­ვალ­ზე. ჩვე­ნი ვა­ლია ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა და იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა გაზ­რ­და-გან­ვი­თა­რე­ბა, რა­საც ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი იძ­ლე­ვა.“ — წერს ან­გა­რი­შის წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბა­ში ენ­ტონი ლე­ი­კი.

ჩა­ნა­წე­რე­ბი „მსოფ­ლი­ოს ბავ­შ­ვ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა 2017“-ის ფარ­გ­ლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ვორ­ქ­შო­ფე­ბი­დან:
„ჩემ­მა დამ ვი­დე­ო­ზა­რით დაგ­ვი­რე­კა ეს­პა­ნე­თი­დან და მთე­ლი ოჯა­ხი გა­ა­ხა­რა.“ — ბი­ჭი, 16 წლის, პე­რუ.
„მე ტექ­ნო­ლო­გი­ას სამ­ყა­როს შე­საც­ვ­ლე­ლად, უკე­თე­სი გეგ­მე­ბის­თ­ვის, ახ­ლის შე­საქ­მ­ნე­ლად გა­მო­ვი­ყე­ნებ და იმის­თ­ვის, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წყა­ლო­ბით გა­ნათ­ლე­ბა უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დეს.“ — ბი­ჭი, 17 წლის, ფი­ჯი.
„მე ტექ­ნო­ლო­გი­ას იმის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნებ, რომ ადა­მი­ა­ნებს ჯან­დაც­ვის სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­რო.“ — გო­გო­ნა, 15 წლის, ნი­გე­რია.
„კო­დი­რე­ბა ჱouTube-ით ვის­წავ­ლე. უამ­რავ ვი­დე­ოს ვუ­ყუ­რე კო­დი­რე­ბა­ზე.“ — გო­გო­ნა, 17 წლის, ბან­გ­ლა­დე­ში.
„თუ კომ­პი­უ­ტერს არ ვი­ყე­ნებთ, თუ კომ­პი­უ­ტე­რის ხმა­რე­ბა არ ვი­ცით, გა­მო­დის, რომ არა­ფე­რი არ ვი­ცით, ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო რა­მის ჩათ­ვ­ლით.“ — გო­გო­ნა, 14 წლის, აღ­მო­სავ­ლეთ ტი­მო­რი.
ან­გა­რიშ­ში ერ­თი თა­ვი იმის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას ეთ­მო­ბა, თუ ვინ არის გა­რი­ყუ­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი და რას ნიშ­ნავს ინ­ტერ­ნე­ტის არ­ქო­ნა ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში. მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია: აფ­რი­კა­ში, ხუ­თი ახალ­გაზ­რ­დი­დან სამს (15-24 წლის) ინ­ტერ­ნე­ტი არ აქვს. ევ­რო­პა­ში ეს შე­ფარ­დე­ბაა 1/25. მაგ­რამ ციფ­რუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი უფ­რო მეტს ნიშ­ნავს, ვიდ­რე მხო­ლოდ ინ­ტერ­ნეტ­ზე წვდო­მაა. სამ­ყა­რო­ში, სა­დაც ვებ­გ­ვერ­დე­ბის 56% ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნია, უამ­რა­ვი ბავ­შ­ვი ვერ პო­უ­ლობს და ვერ ეც­ნო­ბა მის­თ­ვის გა­სა­გებ ან მის ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მა­სა­ლა­სა თუ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ბევრ მათ­განს იმის უნა­რე­ბიც აკ­ლია და არც ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს (მა­გა­ლი­თად, პორ­ტა­ტუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რი), რომ ინ­ტერ­ნე­ტით ისარ­გებ­ლოს. თუ ეს ციფ­რუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი არ მო­ის­პო­ბა, არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­თი­შუ­ლო­ბა კი­დევ უფ­რო გაღ­რ­მავ­დე­ბა.

რა საფ­რ­თხე­ე­ბი აქვს ონ­ლა­ინ ცხოვ­რე­ბას — ამ თე­მა­ზე გან­ხი­ლუ­ლია ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს ნე­გა­ტი­უ­რი მხა­რე­ე­ბი, ონ­ლა­ინ ცხოვ­რე­ბის საფ­რ­თხე­ე­ბი და ზი­ა­ნი, მათ შო­რის ინ­ტერ­ნე­ტის ზე­გავ­ლე­ნა კერ­ძო ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ცუ­ლო­ბა­ზე. ინ­ფორ­მა­ცი­ულ­მა და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა გა­ზარ­და, ბავ­შ­ვო­ბის პე­რი­ოდ­ში, ზო­გი­ერ­თი ტრა­დი­ცი­უ­ლი საფ­რ­თხე: ოდეს­ღაც ეს საფ­რ­თხე­ე­ბი სკო­ლის ეზო­თი შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბო­და, ახ­ლა კი მო­ძა­ლა­დე სა­კუ­თარ მსხვერპლს სახ­ლ­შიც მიჰ­ყ­ვე­ბა. ამის გარ­და, შე­იქ­მ­ნა ახა­ლი საფ­რ­თხე­ე­ბიც: გა­ფარ­თოვ­და მო­ძა­ლა­დე­თა ქმე­დე­ბის არე­ა­ლი, გა­ი­ზარ­და „შეკ­ვე­თა­ზე მორ­გე­ბუ­ლი“, ბავ­შ­ვებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა, ფრთა გა­შა­ლა ბავ­შ­ვე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სექ­სუ­ა­ლუ­რი ვი­დეო­ე­ბის „ცოცხა­ლი სტრი­მინ­გის“ პრაქ­ტი­კამ. ონ­ლა­ინ სტრი­მინ­გის ერ­თი მცი­რეწ­ლო­ვა­ნი მსხვერ­პ­ლი ამ­ბობს: „რო­ცა უცხო­ე­ლე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, გა­ი­ხა­დე, ვიხ­დით“. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს საფ­რ­თხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სრუ­ლი­ად უც­ნო­ბია ბავ­შ­ვე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის­თ­ვი­საც: ესაა ბავ­შ­ვე­ბის პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ვი­ნა­ო­ბის და­უც­ვე­ლო­ბა. არ­ცერ­თი ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნე­ტით სარ­გებ­ლობს, არ არის ონ­ლა­ინ საფ­რ­თხე­ე­ბის­გან ბო­ლომ­დე და­ცუ­ლი, მაგ­რამ მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მოწყ­ვ­ლა­დებს ეს საფ­რ­თხე­ე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად ემუქ­რე­ბა. მა­და­გას­კარ­ში 17 წლის გო­გო­ნას სა­კუ­თარ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა 300 აშშ დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი თან­ხა მოს­თხო­ვა შემ­დეგ კლას­ში გა­და­სას­ვ­ლე­ლად. გო­გო­ნამ ფუ­ლი ვერ იშო­ვა და და­უ­კავ­შირ­და კაცს, რო­მელ­საც ინ­ტერ­ნე­ტით ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. „მან მო­მი­ტა­ცა და ორი თვე სახ­ლ­ში გა­მომ­კე­ტა. გა­მუდ­მე­ბით მა­უ­პა­ტი­უ­რებ­და.“ — ამ­ბობს გო­გო­ნა. ის პო­ლი­ცი­ას­თან არ­სე­ბულ­მა კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის სამ­სა­ხურ­მა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ჩა­უ­ტა­რეს მკურ­ნა­ლო­ბა და გა­უ­წი­ეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით, მთავ­რო­ბის მი­ერ და­არ­სე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რ­ში. მო­ძა­ლა­დე მა­მა­კა­ციც და მას­წავ­ლე­ბე­ლიც და­ა­პა­ტიმ­რეს. „ახ­ლა კარ­გად ვარ. სკო­ლა­საც და­ვუბ­რუნ­დი, — ამ­ბობს გო­გო­ნა, — ნე­ტავ რა­მე მცოდ­ნო­და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა არც იცოდ­ნენ, რომ უცხო­ებს ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი ინ­ტერ­ნე­ტით“. მშობ­ლე­ბი­სა და აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის ამ გო­გო­ნას ამ­ბა­ვი ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი კოშ­მა­რია, რაც შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს ბავშვს, რო­ცა მას ინ­ტერ­ნეტ­თან აქვს წვდო­მა. მარ­თა­ლია, ამ გო­გო­ნას გა­მოც­დი­ლე­ბა ონ­ლა­ინ საფ­რ­თხე­ე­ბის უკი­დუ­რე­სი მა­გა­ლი­თია, მაგ­რამ ის, ამა­ვე დროს, ადას­ტუ­რებს ინ­ტერ­ნეტ­ში ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის არ­სე­ბუ­ლი საფ­რ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ყო­ველ­თა­ოდ გავ­რ­ცე­ლე­ბულ მო­საზ­რე­ბას — შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნ­დეს ბავ­შ­ვე­ბის დაც­ვის ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, ის ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა წარ­მო­იდ­გენს და აკე­თებს ბავ­შ­ვე­ბის და­სა­ცა­ვად. მშობ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­ინც თან­ხ­მ­დე­ბა იმა­ზე, რომ ამ­გ­ვა­რი საფ­რ­თხე­ე­ბი­სა­გან ბავ­შ­ვე­ბის დაც­ვა ად­რე უფ­რო ად­ვი­ლი იყო. ოდეს­ღაც სახ­ლის კა­რი, სკო­ლის ეზო მო­ძა­ლა­დე­ე­ბის­თ­ვის ბა­რი­ერს წარ­მო­ად­გენ­და. ახ­ლა კი, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წყა­ლო­ბით, მო­ძა­ლა­დეს შე­უძ­ლია ბი­ნა­ში შეჰ­ყ­ვეს სა­კუ­თარ მსხვერპლს. არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ასე­თი ად­ვი­ლი ყვე­ლა­ზე მოწყ­ვ­ლა­დი ბავ­შ­ვე­ბის მი­ზან­ში ამო­ღე­ბა ბუ­ლინ­გის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის, სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­ძა­ლა­დე­ე­ბის­თ­ვის, ადა­მი­ა­ნით მო­ვაჭ­რე­ე­ბი­სა და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სხვა სა­ხის ზი­ა­ნის მიმ­ყე­ნე­ბე­ლი პი­რე­ბის­თ­ვის.
თა­ნა­მედ­რო­ვე მკვლევ­რე­ბი ონ­ლა­ინ რის­კე­ბის ვრცელ ჩა­მო­ნათ­ვალს სამ კა­ტე­გო­რი­ად ყო­ფენ: ში­ნა­არ­სობ­რივ, კონ­ტაქ­ტურ და ქცე­ვით რის­კე­ბად.
ში­ნა­არ­სობ­რი­ვი რის­კე­ბი: რო­ცა ბავ­შ­ვის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია არა­სა­სურ­ვე­ლი და მი­სი ასა­კის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ში­ნა­არ­სის მა­სა­ლა. ის შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს სექ­სუ­ა­ლუ­რი, პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ხა­სი­ა­თი­სა და ძა­ლა­დო­ბის შემ­ც­ველ ვი­დეო და ფო­ტო­მა­სა­ლას, არა­სა­სურ­ველ რეკ­ლა­მას, რა­სის­ტულ, დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ულ გა­მო­ნათ­ქ­ვა­მებ­სა და სი­ძულ­ვი­ლის ენის შემ­ც­ველ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ვებ­გ­ვერ­დებს, რომ­ლე­ბიც აქე­ზებს არა­ჯან­საღ ან სა­შიშ ქცე­ვას, მა­გა­ლი­თად, სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბას, თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბას, ანო­რექ­სი­ას და სხვ.
კონ­ტაქ­ტუ­რი საფ­რ­თხე­ე­ბი: რო­ცა ბავ­შ­ვი ჩარ­თუ­ლია სა­ხი­ფა­თო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მა­გა­ლი­თად, ასა­კის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ში­ნა­არ­სის კო­მუ­ნი­კა­ცია ზრდას­რუ­ლის მხრი­დან, ბავ­შ­ვის წა­ხა­ლი­სე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი მიზ­ნით, ბავ­შ­ვის რა­დი­კა­ლი­ზე­ბის მცდე­ლო­ბა, მი­სი წა­ქე­ზე­ბა არა­ჯან­სა­ღი და სა­ში­ში ქცე­ვი­სა­კენ და სხვ.
ქცე­ვი­თი რის­კე­ბი: რო­ცა ბავ­შ­ვის ქცე­ვა ხელს უწყობს მის­თ­ვის სა­ხი­ფა­თო კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბას. ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნ­დეს მის ნა­წე­რებ­ში ან გა­მო­ი­ხა­ტოს სხვა ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლის ენის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, რა­სიზ­მის წა­ქე­ზე­ბა­ში, სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­სა და გავ­რ­ცე­ლე­ბა­ში, მათ შო­რის ისე­თი მა­სა­ლის გავ­რ­ცე­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვ­მა თა­ვი­სი­თაც შე­იძ­ლე­ბა შექ­მ­ნას.
„ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბი, ტე­ლე­ვი­ზია, კო­მიქ­სე­ბი, რა­დიო… გუგლს თუ და­ვე­კითხე­ბით, ვნა­ხავთ, რომ მშობ­ლე­ბი­ცა და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ძა­ლი­ან ღე­ლა­ვენ იმ ზე­გავ­ლე­ნის გა­მო, რა­საც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ახ­დენს ბავ­შ­ვე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, მაგ­რამ იმა­შიც დავ­რ­წ­მუნ­დე­ბით, რომ ეს შფოთ­ვა ახ­ლა არ დაწყე­ბუ­ლა.“ — ნათ­ქ­ვა­მია ან­გა­რიშ­ში. რა­დი­ოს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დ­ნენ უძი­ლო­ბა­ში, კო­მიქ­სე­ბის წიგ­ნებს — ბავ­შ­ვე­ბის კრი­მი­ნა­ლუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი­სა და ცუ­დი ქცე­ვის წა­ხა­ლი­სე­ბა­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ას — მათ სო­ცი­ა­ლურ იზო­ლა­ცი­ა­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, იმა­ვეს ამ­ბობ­დ­ნენ ვი­დეო და ქსე­ლურ თა­მა­შებ­ზეც. მე­თექ­ვ­ს­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში ზო­გი ში­შობ­და, რომ წე­რა გულ­მა­ვიწყო­ბას გა­მო­იწ­ვევ­და, რად­გან ხალ­ხი სა­კუ­თარ მეხ­სი­ე­რე­ბას აღარ და­ეყ­რ­დ­ნო­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სა­მახ­სოვ­რებ­ლად. იყო დრო, რო­ცა იმა­ზეც ღე­ლავ­დ­ნენ, რომ წიგ­ნე­ბი და ბეჭ­დუ­რი პრე­სა კა­ცობ­რი­ო­ბას იქამ­დე მი­იყ­ვან­და, რა­საც დღეს ჭარბ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვუ­წო­დებთ.
იღე­ბენ თუ არა ბავ­შ­ვე­ბი სარ­გე­ბელს ციფ­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, მა­თი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბებ­ზე­ცაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ბავ­შ­ვებს, რომ­ლებ­საც მტკი­ცე ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და კარ­გი მე­გობ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბი აქვთ, ინ­ტერ­ნე­ტი კი­დევ უფ­რო ეხ­მა­რე­ბა ამ კავ­ში­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში და, შე­სა­ბა­მი­სად, ციფ­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ბავ­შ­ვის კე­თილ­დღე­ო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ხო­ლო მარ­ტო­ო­ბა­ში, სტრეს­ში, ოჯა­ხურ პრობ­ლე­მებ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ინ­ტერ­ნეტ­მა შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფ­რო გა­არ­თუ­ლოს. თუმ­ცა, პი­რი­ქი­თაც ხდე­ბა: ბავ­შ­ვებ­მა, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე ცხოვ­რო­ბენ, შე­იძ­ლე­ბა ხან­და­ხან ახა­ლი მე­გობ­რე­ბი გა­ი­ჩი­ნონ და ისე­თი დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღონ ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მელ­საც სხვაგ­ვა­რად ვე­რაფ­რით მი­ი­ღებ­დ­ნენ.

ციფ­რუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი: კარ­გის ხელ­შეწყო­ბა,
ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა

რის­კე­ბის და საფ­რ­თხე­ე­ბის გარ­და, ეჭ­ვი არა­ვის ეპა­რე­ბა, რომ ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სულ უფ­რო მე­ტი ბავ­შ­ვის მო­მა­ვალ­ზე მო­ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას. ბავ­შ­ვე­ბი უკ­ვე შე­ად­გე­ნენ მსოფ­ლი­ოს ინ­ტერ­ნე­ტით მო­სარ­გებ­ლე მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ პრო­ცენტს და ეს რიცხ­ვი, ახ­ლო მო­მა­ვალ­ში, კი­დევ უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა, რად­გან ინ­ტერ­ნე­ტი ისეთ რე­გი­ო­ნებ­შიც აღ­წევს, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის წი­ლი უს­წ­რა­ფე­სად იზ­რ­დე­ბა. მე­ტი კომ­პი­უ­ტე­რი და ციფ­რუ­ლი პლატ­ფორ­მა გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ზე­გავ­ლე­ნა ყო­ველ­თ­ვის აისა­ხე­ბა ბავ­შ­ვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე — სა­სი­კე­თო­დაც და სა­ზი­ა­ნო­დაც.
ან­გა­რიშ­ში მო­ცე­მულ სხვა ფაქ­ტებს შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ, მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით, ახალ­გაზ­რ­დე­ბის 71 პრო­ცენ­ტი ჩარ­თუ­ლია ინ­ტერ­ნეტ­ში, მა­შინ რო­ცა მსოფ­ლი­ოს მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 48 პრო­ცენ­ტი სარ­გებ­ლობს ინ­ტერ­ნე­ტით; აფ­რი­კე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­თან, 5-დან 3 ახალ­გაზ­რ­და არ სარ­გებ­ლობს ინ­ტერ­ნე­ტით, ევ­რო­პა­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 25-დან 1-ს შე­ად­გენს; არ­სე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ გვერ­დე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 56 პრო­ცენ­ტი ინ­გ­ლი­სურ ენა­ზეა და ბევრ ბავშვს არ ეს­მის ინ­ფორ­მა­ცი­ის ში­ნა­არ­სი ან ეს ინ­ფორ­მა­ცია შე­უ­სა­ბა­მოა მა­თი კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მოს­თ­ვის; ბავ­შ­ვ­თა მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ში­ნა­არ­სის შემ­ც­ვე­ლი 10 ინ­ტერ­ნეტ გვე­რ­დი­დან 9-ზე მე­ტი გან­თავ­სე­ბუ­ლია 5 ქვე­ყა­ნა­ში — კა­ნა­და, საფ­რან­გე­თი, ჰო­ლან­დია, რუ­სე­თი და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი.
„ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში ბავ­შ­ვე­ბის ხმა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და კი­დევ უფ­რო ხმა­მაღ­ლა ის­მის, ვიდ­რე ოდეს­მე. ეს ხომ ის სამ­ყა­როა, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ წი­ლად ხვდა მათ, არა­მედ რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­შიც ისი­ნი თა­ვა­დაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. სა­ჭი­როა, და­ვიც­ვათ ბავ­შ­ვე­ბი ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ში­ში ზე­გავ­ლე­ნი­სა­გან და, ამა­ვე დროს, ხე­ლი შე­ვუწყოთ მათ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ისარ­გებ­ლონ ამ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სი­კე­თე­ე­ბით. მხო­ლოდ ასე შევ­ძ­ლებთ, უკე­თე­სო­ბის­კენ შევ­ც­ვა­ლოთ ვი­თა­რე­ბა“ — ამ­ბობს გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი.

 

 

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები