9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

დღეს რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­დან ვიწყებ­დე, მხო­ლოდ ერთ რა­მეს შევ­ც­ვ­ლი­დი, უფ­რო კარ­გად ვის­წავ­ლი­დი!

spot_img

ეკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი
სსიპ თბი­ლი­სის №82 სა­ჯა­რო სკო­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი,  „კა­ტოს სკო­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

 

 

სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში შემ­ხ­ვ­და ასე­თი პროგ­რა­მა – „სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა“ და მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, რა­საც ვე­ძებ­დი. ჩე­მი პირ­ვე­ლი პრო­ფე­სია ფსი­ქო­ლო­გიაა, პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი კი – სკო­ლა, ამ პრო­ფე­სი­ა­ში ფსი­ქო­ლო­გია და გა­ნათ­ლე­ბა ერ­თა­დაა და არც ერ­თ­ზე მო­მი­წია უარის თქმა. მე თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნით და­ვიწყე და მე­რე გა­და­ვი­ტა­ნე ყვე­ლა­ფე­რი პრაქ­ტი­კა­ში, რაც მგო­ნია, რომ სწო­რი გზა იყო.

დღეს რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­დან ვიწყებ­დე, მხო­ლოდ ერთ რა­მეს შევ­ც­ვ­ლი­დი, უფ­რო კარ­გად ვის­წავ­ლი­დი!

სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ყვე­ლა დღე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, ხში­რად და­გეგ­მ­ვაც თა­ვის ფუნ­ქ­ცი­ას კარ­გავს, იმ­დენ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს სი­ტუ­ა­ცია, მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. შე­ვეც­დე­ბი, ჩე­მი ერ­თი დღე აღ­ვ­წე­რო: დი­ლას ვიწყებ ე.წ. „შე­მოვ­ლით“, მინ­და ვი­ცო­დე ვი­ნაა სკო­ლა­ში და ვინ არა. მე­რე ვცდი­ლობ, და­გეგ­მილ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გაკ­ვე­თი­ლებს მივ­ყ­ვე რე­სურ­სო­თახ­ში. საკ­ლა­სო ოთახ­ში ვაკ­ვირ­დე­ბი მოს­წავ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბას სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ან ასის­ტი­რე­ბას ვუ­წევ, და­ვა­ლე­ბის ჩა­ნიშ­ვ­ნა­სა და ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის გა­გე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბი. თა­ვი­სუ­ფალ დროს ვცდი­ლობ, რე­სურ­სე­ბი შევ­ქ­მ­ნა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის (ეს ჩე­მი ერთ-ერ­თი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა), რად­გან ჩვენ მხო­ლოდ ერთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს არ მივ­ყ­ვე­ბით და სხვა­დას­ხ­ვა უნარ­ზე გვი­წევს მუ­შა­ო­ბა, რე­სურ­სე­ბი სულ მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლია. მე­რე აუცი­ლებ­ლად შე­მო­დის რო­მე­ლი­მე მას­წავ­ლე­ბე­ლი და რა­ღა­ცას მე­კითხე­ბა ან ემო­ცი­ას მი­ზი­ა­რებს და ერ­თად ვგეგ­მავთ მომ­დევ­ნო აქ­ტი­ვო­ბებს, თუმ­ცა, ვი­სურ­ვებ­დი, ეს ნა­წი­ლი უფ­რო დი­დი დო­ზით იყოს ჩემს პრაქ­ტი­კა­ში. ხში­რად რო­მე­ლი­მე მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლი მო­დის და მას ვუ­წევ კონ­სულ­ტი­რე­ბას. ხან კლას­ში ხდე­ბა რა­ღაც და იქ გავ­რ­ბი­ვარ. მოკ­ლედ, საქ­მე იმ­დე­ნია, არ მო­იწყენ, სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში მით უმე­ტეს. ისგ ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, ოქ­მის შედ­გე­ნა, მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბა, დას­წ­რე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გრა­ფი­კის შედ­გე­ნა, სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შექ­მ­ნა… იმე­დია, არა­ფე­რი გა­მომ­რ­ჩა. ააა, ინ­დი­ვი­ა­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მა.

ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მომ­წონს, ყვე­ლა რომ თა­ვი­სე­ბუ­რად სა­ინ­ტე­რე­სოა და ამო­უ­წუ­რა­ვი. მი­ხა­რია, რომ ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ვუყ­ვარ­ვარ (მგო­ნი მარ­თ­ლა ასეა), რომ ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მა­თაც უხა­რი­ათ. ერ­თხელ მოს­წავ­ლის კლა­სე­ლებს ერ­თი ბავ­შ­ვის დე­დაც კი ვე­გო­ნე.

მუ­შა­ო­ბის მე­თო­დებს რაც შე­ე­ხე­ბა, ვცდი­ლობ, სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მე­თო­დე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი შევ­თა­ვა­ზო, რომ არც მათ­თ­ვის იყოს მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი და არც ჩემ­თ­ვის.

ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მივ­ხ­ვ­დი, რომ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. მე ჩე­მი გეგ­მა მაქვს და ის უნ­და შე­ვას­რუ­ლო და არ გა­და­ვუხ­ვიო, ასე არას­დ­როს ვიქ­ცე­ვი. გეგ­მა, რა თქმა უნ­და, მაქვს, მაგ­რამ ხან­და­ხან არა­ფე­რი და­შავ­დე­ბა რიცხ­ვებ­ზე თუ არ ვი­მუ­შა­ვებთ და უბ­რა­ლოდ „თე­რა­პია“ გვექ­ნე­ბა კი­ნე­ტი­კუ­რი ქვი­შით, ვა­კონ­კ­რე­ტებ ხან­და­ხან!

მოს­წავ­ლის თვით­შე­ფა­სე­ბის გაზ­რ­და არის ხოლ­მე ხში­რად ჩე­მი მი­ზა­ნი. მყავს მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც მე­უბ­ნე­ბა, რომ „მე მა­ინც ვერ ვის­წავ­ლი“ და მე „ვუმ­ტ­კი­ცებ“ რო­გორ შე­უძ­ლია სწავ­ლა, რო­გორ აკე­თებ­და ად­რე და რა კარ­გად გა­მოს­დის ახ­ლა. ერთ მოს­წავ­ლეს ფეხ­საც­მ­ლის ზო­ნა­რის შეკ­ვ­რა ვას­წავ­ლე, მე­ო­რეს – კითხ­ვა (მე­ექ­ვ­სე კლა­სის ბო­ლოს), მე­სა­მეს­თან ერ­თად ორი ხელ­ნა­კე­თი წიგ­ნი შევ­ქ­მე­ნი… ასე­ვე მყავს მოს­წავ­ლე, რო­მელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც ჯერ კი­დევ ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვარ, თუ რო­მე­ლი მე­თო­დით მუ­შა­ო­ბა მიგ­ვიყ­ვანს სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე.

რო­გორ მო­იქ­ც­ნენ, თუ კლას­ში სსსმ ან შშმ მოს­წავ­ლე ჰყავთ? ამ კითხ­ვა­ზე, აი, ასე­თი მარ­ტი­ვი პა­სუ­ხი მექ­ნე­ბა – გა­იც­ნონ, ეს ერ­თ­გ­ვა­რი რჩე­ვაა კო­ლე­გე­ბი­სად­მი.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი ნამ­დ­ვი­ლად არის. ვა­კან­სი­ებს რომ ვათ­ვა­ლი­ე­რებ, სულ იმას ვე­კითხე­ბი ჩემს თავს, ნე­ტავ, ვის ასაქ­მე­ბენ-მეთ­ქი. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტია და ამ დროს უამ­რა­ვი უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე კად­რია, რო­მე­ლიც ვერ საქ­მ­დე­ბა, ცო­ტა პა­რა­დოქ­სია.

სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მის შე­სა­ხებ, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რ­მა არ იცის. თან ყო­ველ­წ­ლი­უ­რად რამ­დე­ნი­მე ერ­თე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ამ­თავ­რებს, მოთხოვ­ნა სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელ­ზე კი საკ­მა­ოდ დი­დია. ჩე­მი აზ­რით, მი­ნი­მუმ, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ერ­თ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მა უნ­და და­ე­მა­ტოს ჩა­მო­ნათ­ვალს, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში.

ბევ­რი წე­ლი ვე­ლო­დი უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუსს და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მატს… და ეს დროც დად­გა. ახ­ლა წამ­ყ­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ გა­მოც­დას ვე­ლი, გა­სულ ზაფხულს უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ, იმე­დია, მო­მა­ვალ წელს მა­ინც ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა. ძა­ლი­ან მინ­და ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა, თუმ­ცა ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან ნე­ლი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვი­საც აქვს შან­სი, გა­ვი­დეს გა­მოც­და­ზე და აიმაღ­ლოს სტა­ტუ­სი, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ა­კე­თოს ეს. Inclusion.ge-ზე უკ­ვე ქარ­თუ­ლად ნა­თარ­გ­მ­ნი ბევ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოა, რომ­ლი­თაც მომ­ზა­დე­ბას და გა­მოც­დის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბას შეძ­ლე­ბენ.

ამ სფე­რო­ში ყოფ­ნა უკ­ვე გა­მოწ­ვე­ვაა, სულ ბრძო­ლა გვი­წევს. ფაქ­ტობ­რი­ვად, „ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით“ მუ­შა­ობს ბევ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი არ არის, გა­ნახ­ლე­ბა­დი რე­სურ­სე­ბი ნაკ­ლე­ბად, რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი 5-ზე მეტ მოს­წავ­ლეს­თან მუ­შა­ობს, ძნე­ლია იმ შე­დეგ­ზე გახ­ვი­დე, რაც ჩა­ი­ფიქ­რე. ჩემ­თ­ვის საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაა გა­მოწ­ვე­ვა. ვი­სურ­ვებ­დი უფ­რო ინ­ტენ­სი­ურ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას. ად­რე მე­გო­ნა, რომ მე, სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელს, უნ­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა ყვე­ლა­ფე­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლეს­თან, ახ­ლა ვხვდე­ბი, რომ მშობ­ლის, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის და საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვა.

ხში­რად ვამ­ბობ ხოლ­მე, სუ­პერ­ვი­ზო­რი ან რა­ღაც ამ­დაგ­ვა­რი კად­რი მინ­და რომ არ­სე­ბობ­დეს, რო­მე­ლიც თვე­ში ერ­თხელ ან სე­მეს­ტ­რ­ში ერ­თხელ მო­ვა სკო­ლა­ში, დაჯ­დე­ბა და მას­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლავ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვებს. მეტყ­ვის, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაძ­ლი­ე­რო მუ­შა­ო­ბა, რას ვა­კე­თებ არას­წო­რად, გა­მი­ზი­ა­რებს სფე­როს სი­ახ­ლე­ებს, ახალ ტექ­ნი­კებს და, ბო­ლო-ბო­ლო, იმას მა­ინც მეტყ­ვის, აი, ამ მოს­წავ­ლეს­თან კარ­გად მუ­შა­ო­ბო. სპე­ცი­ა­ლურ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­აძ­ლი­ე­როს მოს­წავ­ლე, მშო­ბე­ლი, საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი და ვინ უნ­და გა­აძ­ლი­ე­როს სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი?!

სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლო­ბა რთუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა და კი­დევ უფ­რო რთუ­ლი – მი­სი შეს­რუ­ლე­ბა. ბევ­რი მი­ზე­ზი შე­მიძ­ლია ჩა­მოვ­თ­ვა­ლო, მაგ­რამ არ ჩა­მოვ­თ­ვ­ლი, ისე­დაც ვი­ცით ყვე­ლამ. სა­მა­გი­ე­როდ ვეტყო­დი, რომ თქვენ იმ საქ­მეს აკე­თებთ, რო­მე­ლიც იშ­ვი­ათ ადა­მი­ა­ნებს ხე­ლე­წი­ფე­ბათ. თქვენ, ზოგ­ჯერ ერ­თა­დერ­თი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი ხართ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის სას­კო­ლო გა­რე­მო­ში და მი­სი ერ­თა­დერ­თი მე­გო­ბა­რი და რე­ა­ლუ­რად იმა­ზე მე­ტი შე­გიძ­ლი­ათ, ვიდ­რე აკე­თებთ – ამას აუცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა შე­დე­გი. თქვენ ზოგ­ჯერ ად­ვო­კა­ტე­ბი ხართ და ზოგ­ჯერ – „თვა­ლე­ბი“, „ხე­ლე­ბი“, „ყუ­რე­ბი“…

მინ­და, რომ უამ­რა­ვი სირ­თუ­ლის მუ­ხე­და­ვად, დავ­რ­ჩეთ სკო­ლა­ში, ვი­ყოთ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, გავ­ხ­დეთ უფ­რო­სე­ბი, წამ­ყ­ვა­ნე­ბი და ერ­თად ვიზ­რუ­ნოთ სპე­ცი­ა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე. ესაა ჩე­მი რჩე­ვაც და სურ­ვი­ლიც.

რო­ცა ერ­თი ბავ­შ­ვი მა­ინც არის ბედ­ნი­ე­რი იმით, რომ სკო­ლა­ში ეკა მას­წავ­ლე­ბე­ლი დახ­ვ­დე­ბა და გა­უ­ღი­მებს, მე დავ­ხ­ვ­დე­ბი და გა­ვუ­ღი­მებ.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები