საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდახუთივე საგამოცდო ცენტრში, დღეს, ისტორიის გამოცდა დაიწყო. დღევანდელ სესიებზე განაწილებულებიდან გამოცხადდა 92%-მდე აბიტურიენტი, დაიგვიანა 9 გამოსაცდელმა.
დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო არ გამოცხადდა 35-მდე აბიტურიენტი.
ისტორიის გამოცდა ხვალ დასრულდება.