27 ივლისი, შაბათი, 2024

დღესასწაულები და ტრადიციები ინგლისური ენის გაკვეთილზე

spot_img

ნინო გოდერძიშვილი

სსიპ ს. დოდაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელო მაღაროს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის კარგად ნაცნობია ის საკითხი, რომ დაწყებით და საბაზო საფეხურზეც, სასწავლო თემებად, მოცემული გვაქვს დღესასწაულები. როგორც დაწყებითის, ისე საბაზო საფეხურის სასწავლო თემები უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის თემატურ ჩარჩოს.

სახელმძღვანელოში, დანართის სახით (Appendix), მოცემული გვაქვს თემები, რომლებიც ეხება ჰელოუინს, ვალენტინის დღეს, ახალი წლისა და აღდგომის დღესასწაულებს.

თუ გადავხედავთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტს, გვაქვს შემდეგი მიმართულებები:

დაწყებით საფეხურზე:
  1. ზეპირი მეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი);
  2. წერითი მეტყველება (კითხვა და წერა);
  3. ინტერკულტურა;
  4. სწავლის სწავლა.
საბაზო საფეხურზე:

თემები VII კლასისთვის 3. დღესასწაულები – (მილოცვა, ახალი წელი, შობა; დღესასწაულების კალენდარი – სეზონები და დღესასწაულები; კერძები, დეკორაციები);

თემები VIII კლასისთვის 3. დაბადების დღე (მილოცვა, საჩუქრები, აღნიშვნა);

კარგად და სწორად დაგეგმილი გაკვეთილი, პროექტი თუ კომპლექსური დავალება, აღნიშნულ საკითხზე, ნამდვილად მოგვცემს საშუალებას, გავიდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზანზე.

გთავაზობთ ერთ პროექტ-გაკვეთილს დაწყებით საფეხურზე, საახალწლო თემასთან დაკავშირებით.

III კლასი

თემა: LETTERS TO SANTA

მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ:

გაავლონ პარალელები საკუთარ კულტურულ გამოცდილებასა და უცხოურს შორის;

გააცნობიერონ კულტურული მრავალფეროვნება;

დააფასონ უცხოური კულტურა;

ჩამოუყალიბდეთ დამოკიდებულებები.

გაკვეთილის მოკლე აღწერა:

ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეები კითხულობენ საახალწლო წინდებზე მოცემულ წერილებს და ცდილობენ გამოიცნონ სახელმძღვანელოს რომელი გმირის დაწერილია.

მოსწავლეები ფლიპჩარტზე ჩამოწერენ სავარაუდო პასუხებს, შემდეგ კი ისმენენ ტექტს და ამოწმებენ.

მასწავლებელი სვამს შეკითხვებს: „არის თუ არა უცხოური ტრადიცია საქართველოს ტრადიციის მსგავსი? თქვენ რა გსურთ მიიღოთ საჩუქრად სანტასგან?“ მოსწავლეები მშობლიურ ენაზე მსჯელობენ, თუმცა ისინი ნასწავლ სიტყვებს სამიზნე ენაზეც გამოიყენებენ.

მცირე დისკუსიის შემდეგ, მოსწავლეები ფერადი ქაღალდების გამოყენებით და მასწავლებლის დახმარებით, ჭრიან წინდის ფორმას და წერენ საკუთარ სურვილებს მოცემული ნიმუშის მიხედვით.

გთავაზობთ ერთი მოსწავლის ნამუშევარს:

 

მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი მიზანი ამოღებული იყო ინტერკულტურიდან, გაკვეთილზე დაგეგმილმა აქტივობებმა ხელი შეუწყო ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა კითხვა, წერა, მოსმენა, ერთობლივად მუშაობის უნარი და სხვა.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ასეთი პროექტ-გაკვეთილების დაგეგმვა მოსწავლეებს მატებს მოტივაციას, იზრდება მათი ინტერესი, ჩართულობა, რაც, საბოლოოდ, მათ შედეგებზე აისახება.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები