21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

დუ­ხო­ბო­რე­ბი

spot_img

კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნებს შო­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლო ყო­ველ­თ­ვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და ეთ­ნი­კუ­რი და ენობ­რი­ვი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ერე­ბის და ეთ­ნოჯ­გუ­ფე­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბი და კულ­ტუ­რა ნა­წი­ლობ­რივ ჰგავს ერ­თ­მა­ნეთს, მაგ­რამ საკ­მა­რი­სია ერ­თხელ მა­ინც მოხ­ვ­დე ჯა­ვა­ხე­თის იმ სოფ­ლებ­ში, სა­დაც დუ­ხო­ბო­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ და შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი დაგ­რ­ჩეთ მა­თი ლა­მა­ზად მო­ჩუ­ქურ­თ­მე­ბუ­ლი, თეთ­რად და ცის­ფ­რად შე­ღე­ბი­ლი, აივ­ნე­ბი­ა­ნი სახ­ლე­ბი, ასე­ვე ამ ხალ­ხის სა­ზე­ი­მო ჩაც­მუ­ლო­ბა, სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი და კულ­ტუ­რა, რა­მაც ჩე­მი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია, სა­კონ­ფე­რენ­ციო თე­მა­დაც ამი­ტომ შევ­თა­ვა­ზე ჩემს მოს­წავ­ლე­ებს – ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დი­დი გონ­დ­რი­ოს სა­ჯა­რო სკო­ლის XI კლა­სე­ლებს – მა­რი­ა­ნა აპო­ი­ანს და მი­ლე­ნა არა­ქე­ლი­ანს. მათ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია შე­აგ­რო­ვეს ჯა­ვა­ხეთ­ში მცხოვ­რე­ბი დუ­ხო­ბო­რე­ბის შე­სა­ხებ და კარ­გი პრე­ზენ­ტა­ცი­აც გა­მო­უ­ვი­დათ. ბა­თუ­მის კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, პე­და­გო­გებ­მა და მოს­წავ­ლე­ებ­მა ჩვე­ნი ქვეყ­ნის კი­დევ ერ­თი კულ­ტუ­რუ­ლი მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ შე­იტყ­ვეს ჯა­ვა­ხი მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან.

მა­რეხ მე­ლი­ქი­ძე – ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დი­დი გონ­დ­რი­ოს სა­ჯა­რო სკო­ლის  კონ­სულ­ტან­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი

🔎 ვინ არი­ან დუ­ხო­ბო­რე­ბი

დუ­ხო­ბო­რე­ბი ძვე­ლი რუ­სუ­ლი სექ­ტაა, რო­მე­ლიც მე-18 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს აღ­მო­ცენ­და და პრო­ტეს­ტან­ტიზ­მ­თან არის ახ­ლოს. მი­სი სწავ­ლე­ბის მთა­ვა­რი არ­სი ისაა, რომ ადა­მი­ანს ღმერ­თ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის არა­ნა­ი­რი შუ­ა­მა­ვა­ლი – მღვდე­ლი არ სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ, დუ­ხო­ბო­რე­ბი უარ­ყო­ფენ რე­ლი­გი­ურ სიმ­ბო­ლი­კას – ეკ­ლე­სი­ას, ჯვარს, ლი­ტურ­გი­ა­სა და ხა­ტებს, რად­გან ისი­ნი ადა­მი­ა­ნებ­მა შექ­მ­ნეს.

🔎 დუ­ხო­ბო­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში

დუ­ხო­ბო­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 1840-იან წლებ­ში და­სახ­ლ­დ­ნენ. მათ ჯა­ვა­ხეთ­ში რვა სო­ფე­ლი გა­ა­შე­ნეს, რომ­ლებ­საც სამ­შობ­ლო­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი სა­ხე­ლე­ბი და­არ­ქ­ვეს: ტამ­ბოვ­კა, ბოგ­და­ნოვ­კა, გო­რე­ლოვ­კა, სპა­სოვ­კა, ორ­ლოვ­კა, ეფ­რე­მოვ­კა, სა­მე­ბა-ტრო­ი­ცოვ­კა, რო­დი­ო­ნოვ­კა, რომ­ლე­ბიც შე­დის ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ჯა­ვა­ხეთ­ში მათ და­სახ­ლე­ბას ჰქონ­და მკა­ფიო საზღ­ვ­რე­ბი. ამ ტე­რი­ტო­რი­ას თა­ვად და მა­თი მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლე­ბის მაცხოვ­რებ­ლე­ბიც დუ­ხო­ბო­რი­ას უწო­დებ­დ­ნენ.

დუ­ხო­ბო­რებ­მა თა­ვი­ანთ სოფ­ლებ­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს კო­მუ­ნე­ბი, ჰქონ­დათ სა­ერ­თო ბეღ­ლე­ბი და სა­სა­დი­ლო­ე­ბი, მის­დევ­დ­ნენ მე­სა­ქონ­ლე­ო­ბას, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას, მე­ვახ­შე­ო­ბას. და­სახ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, ააშე­ნეს ობოლ­თა სახ­ლი. აქ ისი­ნი ცალ­კე ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ ერ­თე­უ­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი­თა და ყო­ფით. დუ­ხო­ბო­რე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი იყო ილა­რი­ონ კალ­მი­კო­ვი, შემ­დეგ კი მი­სი რძა­ლი – ლუ­კე­რია კალ­მი­კო­ვა. მა­თი რე­ზი­დენ­ცია იყო გო­რე­ლოვ­კა­ში, ობოლ­თა სახ­ლ­ში.

     

🔎 დუ­ხო­ბო­რე­ბის რე­ლი­გია

დუ­ხო­ბო­რე­ბი (სუ­ლის­თ­ვის მებ­რ­ძოლ­ნი) – პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, 1750 წელს გა­მო­ე­ყო რუ­სე­თის მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას და ჩა­მო­ყა­ლიბ­და რო­გორც არა მხო­ლოდ რე­ლი­გი­უ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, არა­მედ რუ­სი ხალ­ხის ერთ-ერ­თი ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ჯგუ­ფი.

ისი­ნი უარს ამ­ბობ­დ­ნენ საღ­ვ­თო წე­რილ­სა და საღ­ვ­თო წიგ­ნებ­ზე, მოძღ­ვ­რე­ბას და წე­სებს გა­დას­ცემ­დ­ნენ ზე­პი­რად, სწამ­დათ რე­ინ­კარ­ნა­ცი­ის; არ აღი­ა­რებ­დ­ნენ პირ­ვე­ლი ცოდ­ვის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით გა­და­ცე­მას და მათ თე­ო­ლო­გი­ურ სის­ტე­მა­ში ჭარ­ბობს სიმ­ბო­ლიზ­მი.

🔎 დუ­ხო­ბო­რე­ბის კულ­ტუ­რა

და­ახ­ლო­ე­ბით მე-18 სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს, ეს სა­ხელ­წო­დე­ბა შე­იც­ვა­ლა, რად­გან ისი­ნი სუ­ლის კარ­ნახს მის­დევ­დ­ნენ. ლუხრქრპტ ნიშ­ნავს სუ­ლით მებ­რ­ძოლს – ასე გან­გ­ვი­მარ­ტა გო­რე­ლოვ­კა­ში მცხოვ­რებ­მა დუ­ხო­ბორ­მა, ნი­კო­ლაი სუ­ხა­როვ­კოვ­მა.

გო­რე­ლოვ­კა ალ­პურ ზო­ნა­ში, ზღვის დო­ნი­დან 2065 მეტ­რ­ზე მდე­ბა­რე­ობს, რის გა­მოც სო­ფელ­ში ხე­ე­ბი არ იზ­რ­დე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ზამ­თარ­ში სათ­ბო­ბად ძრო­ხის ნა­კელს იყე­ნებ­დ­ნენ, ახ­ლა სო­ფე­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ბუ­ნებ­რი­ვი აირით.

       

დუ­ხო­ბო­რე­ბი დღემ­დე ინარ­ჩუ­ნე­ბენ სა­კუ­თარ კულ­ტუ­რა­სა და რე­ლი­გი­ას, თუმ­ცა, მო­სახ­ლე­ო­ბის შემ­ცი­რე­ბის გა­მო, გაქ­რო­ბის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები