27 ივლისი, შაბათი, 2024

დრო­ი­სა და სივ­რ­ცის აღ­ქ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის „იგის“ მი­ხედ­ვით

spot_img

ნონა ხარაშვილი

სსიპ ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. თა­მა­რი­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ამ სტა­ტი­ის და­წე­რის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­ლ­დათ 2010 წელს ჩემ მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც XX სა­უ­კუ­ნის მწერ­ლო­ბა­ში დრო­ი­სა და სივ­რ­ცის სა­კითხის გა­გე­ბას ეხე­ბა. ამ­დე­ნი წლის ნა­აზ­რე­ვის შემ­დეგ მი­ვე­დი იმ დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძე არის ის მწე­რა­ლი, რო­მელ­თა­ნაც ეს სა­კითხი ისე ოს­ტა­ტუ­რად და შე­მოქ­მე­დე­ბი­თა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ მი­სი ყო­ვე­ლი ახა­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის წა­კითხ­ვი­სას ვრწმუნ­დე­ბი ამ ადა­მი­ა­ნის გე­ნი­ო­სო­ბა­ში.

♦♦♦

XX სა­უ­კუ­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა არის მწერ­ლო­ბის ისე­თი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ავ­ტო­რე­ბი აიძუ­ლე­ბენ პერ­სო­ნა­ჟებს ეძი­ონ სა­კუ­თა­რი თა­ვი, ხო­ლო პერ­სო­ნა­ჟე­ბი აიძუ­ლე­ბენ მწერ­ლებს, შექ­მ­ნან ახა­ლი შე­დევ­რე­ბი, რა­თა ეს ძი­ე­ბის პრო­ცე­სი არ დას­რულ­დეს. ამ­გ­ვა­რი ძი­ე­ბის მა­რა­დი­უ­ლო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით უწყობს ხელს დრო­ი­სა და სივ­რ­ცის (ქრო­ნო­ტო­პის) სა­კითხის ოს­ტა­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა. ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძე კი არის ის მწე­რა­ლი, ვინც ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რო­გორ ამოგ­ზა­უ­როს პერ­სო­ნა­ჟი დრო­სა და სივ­რ­ცე­ში, მაგ­რამ, ამავ­დ­რო­უ­ლად, არ და­კარ­გოს აქ­ტუ­ა­ლო­ბა ჩვენს სა­უ­კუ­ნე­შიც.

ნე­ბის­მი­ე­რი თე­მა­ტი­კა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში დროს­თან ერ­თად იძენს ღი­რე­ბუ­ლე­ბას და იშ­ვი­ა­თად კარ­გავს მას. ამი­ტომ, გვინ­და თუ არა, ამა თუ იმ ტექ­ს­ტ­ში წა­მოჭ­რი­ლი სა­კითხი ქრო­ნო­ტო­პის ჭრილ­ში უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ. ამ კუთხით სა­ინ­ტე­რე­სოა ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის მოთხ­რო­ბა „იგი“, რო­მელ­შიც თავ­მოყ­რი­ლია ყვე­ლა სა­უ­კუ­ნის თე­მე­ბი, გან­ც­დე­ბი და სა­კა­ცობ­რიო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მოთხ­რო­ბა­ში სივ­რ­ცუ­ლი შეზღუდ­ვაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და მოქ­მე­დე­ბა  პირ­ველ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ხდე­ბა, დრო­ის აღ­ქ­მა უფ­რო ფარ­თო და გან­ზო­გა­დე­ბუ­ლია. პერ­სო­ნა­ჟი იგი პირ­ველ­ყო­ფილ­თა შო­რის იყო, მაგ­რამ, თით­ქოს, ჩვენ შო­რი­სა­ცაა, თით­ქოს, ჩვე­ნი ფიქ­რე­ბით საზ­რ­დო­ობს და ატა­რებს მო­მა­ვა­ლი სა­კუ­ნის ადა­მი­ა­ნის ნა­აზ­რევ­საც. ყო­ვე­ლი­ვე ეს რა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს? – იგი დრო­ში მოგ­ზა­უ­რობს. ეს ხელს უწყობს, იარ­სე­ბოს ყვე­ლა სა­უ­კუ­ნე­ში და დრო­ის აღ­ქ­მა უსას­რუ­ლო­ბამ­დე გა­ზარ­დოს. პერ­სო­ნა­ჟის ფიქ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ნათ­ლად ასა­ხა­ვენ სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბის პრო­ცესს, კონ­კ­რე­ტუ­ლი და გა­ზომ­ვა­დია. თუ ასეა, მაშ, რა ქმნის დრო­ის საზღ­ვ­რე­ბის გარ­ღ­ვე­ვას? – ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც არ ას­ვე­ნებს პერ­სო­ნაჟს, რო­მე­ლიც არ ქრე­ბა, რო­მე­ლიც აიძუ­ლებს იფიქ­როს და რო­მელ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბაც არც ისე იოლია, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლიც კია, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასაზ­რ­დო­ე­ბენ მა­რა­დი­უ­ლი თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში იბა­დე­ბი­ან. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ კა­ცობ­რი­ო­ბა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, ცხოვ­რე­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი ეპი­ზო­დე­ბით, უსას­რუ­ლო­ბა­ში ინაც­ვ­ლებს.

მოთხ­რო­ბა­ში არის მო­ნაკ­ვე­თე­ბი, რო­მელ­შიც დრო ჩერ­დე­ბა იგის­თ­ვის. მა­გა­ლი­თად, რო­ცა იგი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ტყე­ში, შემ­დეგ ზღვას­თან, გა­მოქ­ვა­ბულ­ში. აქ პერ­სო­ნა­ჟი სხვა­ნა­ი­რად იწყებს გა­რე­მოს აღ­ქ­მას. მის­თ­ვის იმ­დე­ნად მტკივ­ნე­უ­ლია სა­კუ­თარ თავ­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის აღ­მო­ჩე­ნა, რომ წუ­თე­ბის დი­ნე­ბას ვე­ღარ ამ­ჩ­ნევს. თუმ­ცა, დრო­ის ამ­გ­ვა­რი შე­ჩე­რე­ბა სუ­ბი­ექ­ტუ­რია. იგის სხე­ულ­ში წუ­ხი­ლი ისად­გუ­რებს, რო­მე­ლიც მა­რა­დი­უ­ლია. გა­მო­დის, რომ ნა­წარ­მო­ებ­ში პერ­სო­ნა­ჟის მი­ერ დრო­ის დი­ნე­ბა სუ­ბი­ექ­ტუ­რი აღ­ქ­მი­თაა ნა­კარ­ნა­ხე­ვი, რო­მე­ლიც, ჩვე­უ­ლებ­რივ, სამ­ყა­რო­ში ას­ტ­რო­ნო­მი­უ­ლი დრო­ის დი­ნე­ბის­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა. ამ უკა­ნას­კ­ნელ­თა­ნაა ზუს­ტა­დაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის მა­რა­დი­უ­ლი ძი­ე­ბა­ნი, რომ­ლე­ბიც პერ­სო­ნა­ჟის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში იბა­დე­ბა და ღვივ­დე­ბა. ზუს­ტად ესაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ესაა იმის წი­ნა­პი­რო­ბა, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში სხვა­დას­ხ­ვა თე­მა­ტი­კა უსას­რუ­ლო­ბის­კენ ის­წ­რაფ­ვის და მზა­დაა აალა­პა­რა­კოს ყვე­ლა სა­უ­კუ­ნის კრი­ტი­კო­სი.

„იგი­ში“ სა­კუ­თარ თავ­თან ბრძო­ლის ეპი­ზო­დი ხან­მოკ­ლე და წარ­მა­ვა­ლია ისე­ვე, რო­გორც იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ბე­დი, რომ­ლე­ბიც, მოთხ­რო­ბის თა­ნახ­მად, დი­დი და­ძი­ნე­ბის ქა­რაფ­ზე ადი­ოდ­ნენ და უკან აღარ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა­ღა იგის ში­ნა­გა­ნი ჭი­დი­ლი მა­რა­დი­უ­ლია, რად­გან ზუს სა­ხით რჩე­ბა, თა­ვის მხრივ კი ზუ სა­კუ­თარ კვალს და­ტო­ვებს. ეს ერ­თ­გ­ვა­რი ჯაჭ­ვია, რო­მე­ლიც უწყ­ვე­ტია და დროს­თან ერ­თად უფ­რო მყა­რი ხდე­ბა.

გა­მო­დის, რომ პერ­სო­ნა­ჟის ცხოვ­რე­ბის ერ­თი ეპი­ზო­დი არა მხო­ლოდ დრო­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლებს, არა­მედ სივ­რ­ცულ საზღ­ვარ­საც არ­ღ­ვევს და ამი­ტო­მაც ად­ვი­ლად აღიქ­ვამს მკითხ­ვე­ლი არც ისე მარ­ტი­ვად გად­მო­ცე­მულ აზრს, რო­გორც ეს ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის „იგის“ შემ­თხ­ვე­ვა­ში ხდე­ბა.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები