12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

დოკუმენტი განხილვისთვის

spot_img

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული აღსაზრდელად შესაბამისი სასკოლო გარემოს შექმნას.

სამინისტროს მიზანია, დოკუმენტის ახალი პროექტის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და ყველა დაინტერესებული მხარე. შესაბამისად, აღნიშნული პროექტი გაეგზავნება საჯარო და კერძო სკოლებს და ასევე განთავსდება საჯაროდ.

დოკუმენტის ახალი პროექტი ხელმისაწვდომია ბმულზე:

https://mes.gov.ge/uploads/zgemi.pdf

ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, 26 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით, სამინისტროს ოფიციალურ ელფოსტაზე – pr@mes.gov.ge გამოაგზავნოს საკუთარი შენიშვნა/რეკომენდაცია დოკუმენტის პროექტის შესახებ.

მიღებული უკუკავშირების დამუშავებისა და გაანალიზების შედეგად საბოლოო ვერსიას განიხილავს მთავრობა და შემდეგ წარედგინება პარლამენტს.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები