27 ივლისი, შაბათი, 2024

დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა – შან­სი თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის

spot_img

რო­ზა ბაღ­და­ვა­ძე
სსიპ ქა­ლაქ სამ­ტ­რე­დი­ის №12 სა­ჯა­რო სკო­ლის გე­ოგ­რა­ფი­ის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

21-ე სა­უ­კუ­ნემ თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებ­თან ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნა. სამ­ყა­როს, რო­მელ­შიც მოვ­ლე­ნე­ბი ელ­ვის სის­წ­რა­ფით ვი­თარ­დე­ბა, სჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად მი­ი­ღონ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი და პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ­ნი იყ­ვ­ნენ თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გებ­ზე. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­უ­კუ­ნე­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლია მხო­ლოდ მას, ვინც ის­წავ­ლა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა, აქვს უნა­რი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბას და­უ­კავ­ში­როს, ის­წავ­ლა რო­გორ გა­უმ­კ­ლავ­დეს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოწ­ვე­ვებს, უზ­რუნ­ველ­ყოს სა­კუ­თა­რი პროგ­რე­სი დრო­ე­ბი­თი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბით. მოკ­ლედ, სწავ­ლა და ცოდ­ნა პირ­და­პირ კავ­შირ­შია ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას­თან.

ჩვე­ნი პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­დი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ანუ პი­როვ­ნე­ბის, რო­მელ­საც სურს და იცის რო­გორ ის­წავ­ლოს. ამი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია შე­იქ­მ­ნას პი­რო­ბე­ბი, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა კლას­ში თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის რე­ა­ლუ­რი და პო­ტენ­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. კლა­სებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი ხვდე­ბი­ან  მხო­ლოდ ასა­კობ­რი­ვი პრინ­ცი­პით, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე. ასე რომ, ცოდ­ნის ათ­ვი­სე­ბა­ში ისი­ნი თა­ნაბ­რად წინ ვერ წავ­ლენ. დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა არის სხვა­დას­ხ­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის ერ­თ­სა და იმა­ვე კლას­ში სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გია, რაც ქმნის ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს მოს­წავ­ლის, რო­გორც ინ­დი­ვი­დის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

სწავ­ლე­ბი­სად­მი „დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მის“ პირ­ვე­ლი კონ­ცეფ­ცია საზღ­ვარ­გა­რეთ გაჩ­ნ­და მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში. მის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბად ით­ვ­ლე­ბი­ან ჰუ­მა­ნის­ტუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი: კ. რო­ჯერ­სი, ა. მას­ლოუ, რ. მეი, ვ. ფრაკ­ლი. დი­დაქ­ტი­კა­ში სწავ­ლე­ბა დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლად ით­ვ­ლე­ბა, თუ მის პრო­ცეს­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი (გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი), ე.ი. პი­როვ­ნე­ბის ძი­რი­თა­დი თვი­სე­ბე­ბი. დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი არა მარ­ტო მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, არა­მედ მა­თი მშობ­ლე­ბის­თ­ვი­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ციაა. მო­ზარ­დის გან­ვი­თა­რე­ბის უწყ­ვეტ ჯაჭ­ვ­ში მშობ­ლის რო­ლი დი­დია, ამი­ტომ მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბა და ინ­ფორ­მი­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია.

დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბი­სას გაკ­ვე­თილ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ში­ნა­არ­სი, პრო­ცე­სი, პრო­დუქ­ტი  სის­ტე­მა­ტუ­რად იც­ვ­ლე­ბა გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, თუ რის­თ­ვის არი­ან მზად მოს­წავ­ლე­ე­ბი. პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბი­სას:

  1. მას­წავ­ლე­ბელ­მა ზუს­ტად იცის, რა არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გაკ­ვე­თილ­ში;
  2. მას­წავ­ლე­ბე­ლი აც­ნო­ბი­ე­რებს, აფა­სებს და ეყ­რ­დ­ნო­ბა მოს­წავ­ლე­თა შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას;
  3. სწავ­ლე­ბა და შე­ფა­სე­ბა ურ­თი­ერ­თ­კავ­შირ­შია;
  4. მას­წავ­ლე­ბე­ლი აკ­ვირ­დე­ბა და არე­გუ­ლი­რებს ში­ნა­არსს, პრო­ცეს­სა და შე­დეგს;
  5. მოს­წავ­ლე­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი წარ­მა­ტე­ბა და წარ­მა­ტე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზრდა ორი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია;
  6. სწავ­ლე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე (და­გეგ­მ­ვა, სწავ­ლე­ბა, შე­ფა­სე­ბა) ლა­ვი­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­ის გა­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, ერ­თი მხრივ, მოს­წავ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ით გვა­მა­რა­გებს, მე­ო­რე მხრივ კი გვაძ­ლევს რო­გორც სწავ­ლე­ბის, ისე და­გეგ­მ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ იგი ზუს­ტად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებს. პრო­ცე­სის სწო­რად წარ­მარ­თ­ვის­თ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს: რა უნ­და, რომ ბავ­შ­ვებ­მა ის­წავ­ლონ? (ში­ნა­არ­სი); აკ­ვირ­დე­ბა რო­გორ ის­წავ­ლეს? (პრო­ცე­სი) და მე­ცა­დი­ნე­ო­ბას და შე­ფა­სე­ბას ისე წარ­მარ­თავს, რომ მოს­წავ­ლეს სწავ­ლა­ში და­ეხ­მა­როს (პრო­დუქ­ტი).

სწავ­ლე­ბი­სად­მი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პრინ­ცი­პია, რაც გუ­ლის­ხ­მობს ფრონ­ტა­ლუ­რი, ჯგუ­ფუ­რი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ამო­ცა­ნე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბას, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის გა­ნათ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. ამ მიდ­გო­მის გა­მო­ყე­ნე­ბა ბავ­შ­ვებ­ში ზრდის: და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბას, მო­ტი­ვა­ცი­ას, შე­მეც­ნე­ბი­თ ინ­ტე­რესს; აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­სა­ლის ში­ნა­არ­სის გა­და­მუ­შა­ვე­ბა.

დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის დროს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია მოს­წავ­ლის მოს­წ­რე­ბის დო­ნე. ვფიქ­რობ, არ იქ­ნე­ბა ური­გო ეს დო­ნე­ე­ბი მოკ­ლედ  გან­ვი­ხი­ლოთ:

I სუს­ტი დო­ნეა: აქ ერ­თი­ან­დე­ბი­ან  მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ნას­ხ­ვა­ვე­ბენ და იმახ­სოვ­რე­ბენ და­სას­წავ­ლი მა­სა­ლის ში­ნა­არსს, მაგ­რამ უჭირთ მა­სა­ლის აღ­ქ­მა, წარ­მო­სახ­ვა, გა­და­მუ­შა­ვე­ბა, არ შე­უძ­ლი­ათ და­მო­უ­კი­დებ­ლად ანა­ლი­ზი და შე­და­რე­ბა. ამი­ტომ მათ ეძ­ლე­ვათ ამ დო­ნის შე­სა­ბა­მი­სი  და­ვა­ლე­ბე­ბი:

  1. საგ­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბა სა­ბა­ზი­სო დო­ნის ამო­ცა­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა იმუ­შა­ონ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად;
  2. ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მოფხ­ვ­რა ცოდ­ნა­სა და უნა­რებ­ში;
  3. შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

II დო­ნე სა­შუ­ა­ლოა: აქ მო­ვი­აზ­რებთ მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც იმახ­სოვ­რე­ბენ და­სას­წავლ მა­სა­ლას, ეს­მით და შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნონ ნას­წავ­ლი  ნაც­ნობ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მაგ­რამ უჭირთ ერ­თ­ბა­შად აღიქ­ვან სა­კითხის ძი­რი­თა­დი არ­სი, გა­მო­ყონ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბი, ამის­თ­ვის სჭირ­დე­ბათ გარ­კ­ვე­უ­ლი დრო. აქაც პე­და­გოგ­მა უნ­და შე­არ­ჩი­ოს შე­სა­ბა­მი­სი და­ვა­ლე­ბე­ბი, რა­თა გა­ნუ­ვი­თარ­დეთ მუდ­მი­ვი ინ­ტე­რე­სი საგ­ნის მი­მართ. მო­ახ­დი­ნონ არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის გა­ნახ­ლე­ბა ახა­ლი მა­სა­ლის წარ­მა­ტე­ბით შეს­წავ­ლის­თ­ვის და ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ და­ვა­ლე­ბა­ზე, პრო­ექ­ტ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბის უნა­რი.

III დო­ნე მა­ღა­ლია. ამ დო­ნე­ზე მოს­წავ­ლე­ე­ბი ხა­სი­ათ­დე­ბი­ან პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მით. მათ ეს­მით და­სას­წავ­ლი მა­სა­ლა, შე­უძ­ლი­ათ მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა ნაც­ნობ და შეც­ვ­ლილ  სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში. ამ დო­ნე­ზე და­ვა­ლე­ბე­ბიც შე­სა­ბა­მი­სია: გან­ვუ­ვი­თა­როთ მუდ­მი­ვი ინ­ტე­რე­სი საგ­ნის მი­მართ; ჩა­მო­ვუ­ყა­ლი­ბოთ გარ­თუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თ­ვის ახა­ლი გზე­ბის ძი­ე­ბის უნა­რი, რაც პირ­და­პირ კავ­შირ­შია წარ­მო­სახ­ვის, ასო­ცი­ა­ცი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბი­სა და  შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან.

მე, რო­გორც გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, და­ვა­ლე­ბე­ბის შედ­გე­ნი­სას, მა­სა­ლის ში­ნა­არ­სის ათ­ვი­სე­ბის დო­ნე­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვით­ვა­ლის­წი­ნებ  მოს­წავ­ლე­თა შემ­დეგ სას­წავ­ლო ქმე­დე­ბებს:

♦ და­ბა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის – და­სა­ხე­ლე­ბა, გა­ზომ­ვა, ჩვე­ნე­ბა, გან­საზღ­ვ­რა, მარ­ტი­ვი რუ­კის შედ­გე­ნა;

♦ სა­შუ­ა­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის – შე­და­რე­ბა, აღ­წე­რა, მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ანა­ლი­ზი, ახ­ს­ნა, მო­დე­ლი­რე­ბა, ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბა;

♦ მა­ღა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის – კვლე­ვის წარ­მო­ე­ბა, დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა, შე­ფა­სე­ბა, და­სა­ბუ­თე­ბა, რე­კო­მენ­დი­რე­ბა.

და­ვა­ლე­ბე­ბის შედ­გე­ნი­სას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა­ ი­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, რომ ბავ­შ­ვებ­მა არ იმუ­შა­ონ მე­ქა­ნი­კუ­რად, არა­მედ გა­ა­კე­თონ გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი დას­კ­ვ­ნე­ბი, გა­მო­ავ­ლი­ნონ მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რე­ბი.

მე­ტი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბის­თ­ვის, მო­ზარ­დ­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ნი­მუ­შად გთა­ვა­ზობთ და­ვა­ლე­ბე­ბის მა­გა­ლი­თებს, სირ­თუ­ლის დო­ნის მი­ხედ­ვით:

მა­გა­ლი­თად, გაკ­ვე­თი­ლის თე­მად ავი­ღოთ რე­ლი­ე­ფი და რე­ლი­ეფ­წარ­მომ­ქ­მ­ნე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი.

დო­ნე 1 – რა არის რე­ლი­ე­ფი? რო­მე­ლი ძა­ლე­ბი ქმნის რე­ლი­ეფს?

დო­ნე 2 – ახ­სე­ნით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა  გა­რე­გა­ნი და ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბით წარ­მოქ­მ­ნილ რე­ლი­ე­ფის ფორ­მებ­ზე;

დო­ნე 3 – ახ­სე­ნით რა იწ­ვევს რე­ლი­ე­ფის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას? და­ა­სა­ბუ­თეთ, რა­ტომ არ არის ნა­ო­ჭა მთა­თა სის­ტე­მა თა­ნაბ­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი დე­და­მი­წა­ზე.

მე­ო­რე მა­გა­ლი­თის­თ­ვის გან­ვი­ხი­ლოთ თე­მა: ან­ტარ­ქ­ტი­დის ორ­გა­ნუ­ლი სამ­ყა­რო.

დო­ნე 1 – და­ა­სა­ხე­ლეთ კონ­ტი­ნენ­ტის ცოცხა­ლი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი;

დო­ნე 2 – ახ­სე­ნით მსგავ­სე­ბა-გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა აფ­რი­კის და ან­ტარ­ქ­ტი­დის უდაბ­ნო­ებს შო­რის.

დო­ნე 3 – შე­ა­ფა­სეთ ურ­თი­ერ­თ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოკე­ა­ნე­სა და კონ­ტი­ნენ­ტ­ზე მცხოვ­რებ ცოცხალ სამ­ყა­როს შო­რის, მო­იყ­ვა­ნეთ მა­გა­ლი­თე­ბი.

გან­ვი­ხი­ლოთ ჰიდ­რო­ე­ლექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­აც.

დო­ნე 1 – და­ა­სა­ხე­ლეთ ყვე­ლა­ზე დი­დი ჰიდ­რო­ე­ლექ­ტ­რო­სად­გუ­რე­ბი;

დო­ნე 2 – რა და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი აქვს ჰიდ­რო­ე­ლექ­ტ­რო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბას?

დო­ნე 3 – რო­გორ ფიქ­რობთ, არის თუ არა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ნა­მახ­ვან­ჰე­სის აშე­ნე­ბა?

დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბი­სას  ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პი­რო­ბაა, რომ თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა აირ­ჩი­ოს მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე და­ვა­ლე­ბე­ბი. გარ­კ­ვე­უ­ლი თე­მის  შეს­წავ­ლის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის შე­სა­მოწ­მებ­ლად ეფექ­ტუ­რია მოს­წავ­ლე­თა თვით­შე­ფა­სე­ბი­სა ან ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ­ლის   მი­ზა­ნია არა მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნის ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბა, არა­მედ მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რწმე­ნა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა. სწავ­ლე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, მოს­წავ­ლე­ე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის აქ­ტუ­ა­ლუ­რი ზო­ნი­დან გან­ვი­თა­რე­ბის უახ­ლო­ეს ზო­ნა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნოთ.

გე­ოგ­რა­ფი­ის გაკ­ვე­თილ­ზე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ამო­ცა­ნე­ბი მე­ტად მრა­ვალ­ფე­რო­ვანს გახ­დის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს:

გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მო­დე­ლი­რე­ბა – სა­ინ­ტე­რე­სოა მოს­წავ­ლე რო­გორ წარ­მო­ად­გენს, სქე­მა­ტუ­რად, რო­გორ გან­ლაგ­დე­ბო­და კლი­მა­ტუ­რი სარ­ტყ­ლე­ბი და ბუ­ნებ­რი­ვი ზო­ნე­ბი სამ­ხ­რეთ ამე­რი­კა­ში, თუ მას გა­დაკ­ვეთ­და ეკ­ვა­ტო­რი სამ­ხ­რეთ ნა­წილ­ში; რო­გორ გა­მო­სა­ხავს დი­აგ­რა­მა­ზე ავ­ს­ტ­რა­ლი­ის ბუ­ნებ­რივ ზო­ნებს თუ მას ეკ­ვა­ტო­რი გა­დაკ­ვეთ­და.

გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბა – მოს­წავ­ლემ უნ­და შეძ­ლოს აფ­რი­კის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი და­აჯ­გუ­ფოს გარ­კ­ვე­უ­ლი ნიშ­ნის მი­ხედ­ვით და თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფი და­ა­სა­თა­უ­როს; ასე­ვე ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­აჯ­გუ­ფოს ბუ­ნებ­რი­ვი ზო­ნე­ბის მი­ხედ­ვით.

აქ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტია მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რის დად­გე­ნა – მო­ცე­მუ­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან და­ად­გი­ნეთ მი­ზეზ-შედე­გობ­რი­ვი კავ­ში­რი და გა­მო­ი­ტა­ნეთ დას­კ­ვ­ნა:

  1. ეკ­ვა­ტო­რი­ა­ლუ­რი არე ხა­სი­ათ­დე­ბა უხ­ვი ნა­ლე­ქით;
  2. ავ­ს­ტ­რა­ლი­ას თით­ქ­მის შუ­ა­ზე ყოფს სამ­ხ­რეთ ტრო­პი­კი;
  3. ავ­ს­ტ­რა­ლი­ის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში წამ­ყ­ვა­ნი ად­გი­ლი მეცხ­ვა­რე­ო­ბას უკა­ვია.

გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის ამოც­ნო­ბა მოხ­დე­ბა რი­გი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით. ესე­ნია: მუ­შა­ო­ბა კლი­მა­ტუ­რი დი­აგ­რა­მე­ბით, მხატ­ვ­რუ­ლი აღ­წე­რე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბის ამო­ცა­ნებს, ვვა­რა­უ­დობთ, რომ გლო­ბა­ლურ­მა დათ­ბო­ბამ დე­და­მი­წა­ზე გა­მო­ავ­ლი­ნა სა­ნა­პი­რო ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დატ­ბორ­ვის დი­დი ალ­ბა­თო­ბა.

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ვა­ლე­ბა ასე­თი შე­იძ­ლე­ბა იყოს: გე­ოგ­რა­ფი­ულ რუ­კა­ზე იპო­ვეთ თა­ვი­სუ­ფა­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, სა­დაც შეძ­ლებთ მო­სახ­ლე­ო­ბის გან­თავ­სე­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა უკავ­შ­ირ­დე­ბა რუ­კას­თან მუ­შა­ო­ბას, რო­მე­ლიც ავ­ლენს ბავ­შ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბის 3 დო­ნეს — რუ­კის გა­გე­ბის, რუ­კის წა­კითხ­ვი­სა და რუ­კის ცოდ­ნის მი­ხედ­ვით.

დი­დი ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ექ­ცეს ბავ­შ­ვის უნარს და­მო­უ­კი­დებ­ლად იმუ­შა­ოს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო­ებ­თან, რო­გო­რი­ცაა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ატ­ლა­სი, კონ­ტუ­რუ­ლი რუ­კე­ბი, და­მა­ტე­ბი­თი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, სტა­ტის­ტი­კუ­რი მა­სა­ლა და ა.შ.

ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ სწავ­ლე­ბას და მის მიდ­გო­მებს, ამი­ტომ უპ­რი­ა­ნია მოს­წავ­ლე­ებს შევ­თა­ვა­ზოთ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბი დო­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით. მაგ: დო­ნე 1 და­ის­წავ­ლეთ გაკ­ვე­თი­ლი და  უპა­სუ­ხეთ კითხ­ვებს; დო­ნე 2 – და­ი­ტა­ნეთ კონ­ტუ­რულ რუ­კა­ზე მო­ცე­მუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი. შე­ა­და­რეთ და  გა­მო­ი­ტა­ნეთ დას­კ­ვ­ნე­ბი; დო­ნე 3 – და­მა­ტე­ბი­თი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით, შე­არ­ჩი­ეთ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი კონ­კ­რე­ტულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­ა­ტა­რეთ მი­ნი-კვლე­ვა (მა­გა­ლი­თად, შე­ად­გი­ნეთ ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შ­რუ­ტი) და მო­ამ­ზა­დეთ პრე­ზენ­ტა­ცია.

პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ლია დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: სას­წავ­ლო გა­ჩე­რე­ბე­ბი; სას­წავ­ლო მი­ზა­ნი; სას­წავ­ლო მე­ნიუ; შე­არ­ჩიე სა­კითხა­ვი მა­სა­ლა; კითხ­ვე­ბი ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით და სხვა. ჩემ მი­ერ ზე­მოთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის ნი­მუ­შე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს მარ­თე­ბუ­ლად.

ამ­რი­გად, ვფიქ­რობ, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა სა­სურ­ველ შე­დეგს იძ­ლე­ვა სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გაძ­ლი­ე­რე­ბის კუთხით. შე­დე­გე­ბი ამარ­თ­ლებს მი­ზანს: მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნი­დან უახ­ლო­ე­სი გან­ვი­თა­რე­ბის ზო­ნა­ში გა­დაგ­ვ­ყავს, ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ავ­ლე­ნენ ინ­ტე­რესს საგ­ნის მი­მართ,  იძე­ნენ ახალ ცოდ­ნას, ხდე­ბა პი­როვ­ნე­ბის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა, ე.ი. დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა არის შან­სი თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის ააწყოს  სწავ­ლა ისე, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს სას­წავ­ლო ინ­ტე­რე­სე­ბი და ასე­ვე, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი რე­ა­ლურ ყო­ფა­ში.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები