27 ივლისი, შაბათი, 2024

დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა – გა­მოწ­ვე­ვა პროგ­რე­სის­თ­ვის

spot_img
მა­კა ჯინ­ჭა­რა­ძე
სსიპ ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ.  ჭყვი­შის სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ის და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი, დი­რექ­ტო­რის მ/შ

 

 

მსოფ­ლი­ო­ში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნე გა­მო­ირ­ჩე­ო­და ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა იყო. იც­ვ­ლე­ბო­და სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი, ტარ­დე­ბო­და რე­ფორ­მე­ბი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის. სწო­რედ XX საუკუნის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის — კარლ რო­ჯერ­სის და ა. მას­ლო­უს — სა­ხელ­ებთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, რო­მე­ლიც, თა­ვის თავ­ში, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტუ­რო­ბის ყვე­ლა კრი­ტე­რი­უმს მო­ი­აზ­რებს.

ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­ო­რე­ტი­კო­სე­ბის იდე­ე­ბი მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მოთხოვ­ნა­დი გახ­და, რად­გან XXI სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში, გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ეპო­ქა­ში, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მე­ტად რთუ­ლი ამო­ცა­ნის წი­ნა­შე დად­გა. ეს ამო­ცა­ნაა — სკო­ლამ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე ისე­თი ცოდ­ნი­თა და უნარ-ჩვე­ვე­ბით აღ­ჭურ­ვოს, რაც მას სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­სა და მუდ­მი­ვად ცვა­ლე­ბად, დე­მოკ­რა­ტი­ულ გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ამ ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბის ბერ­კე­ტი კი ჩვე­ნი, მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­შია. ჩვენ უნ­და შევ­ძ­ლოთ მოს­წავ­ლე­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლი­ზა­ცია სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, რაც მო­მა­ვალ­ში რე­ა­ლი­ზებ­აში შე­უწყობს ხელს. ამ მოთხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მე­ბი, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში თი­თო­ე­უ­ლი და­ვა­ლე­ბის შე­სატყ­ვი­სო­ბას მოს­წავ­ლე­თა მოთხოვ­ნი­ლე­ბებ­თან, მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

მე, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა საგ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ვცდი­ლობ, გა­მო­ვი­ყე­ნო და პრაქ­ტი­კა­ში დავ­ნერ­გო დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი: მაგ. „სას­წავ­ლო მე­ნიუ“, რი­თაც ვად­გენ მოს­წავ­ლის მზა­ო­ბას შე­სას­წავ­ლი თე­მის/სა­კითხი­სად­მი, მის სწავ­ლის სტილს და ინ­ტე­რე­სებს. ასე­ვე ეფექ­ტუ­რად ვი­ყე­ნებ „სას­წავ­ლო გა­ჩე­რე­ბე­ბის“ მე­თოდს, რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ებს ვთა­ვა­ზობ სხვა­დას­ხ­ვა სირ­თუ­ლის და­ვა­ლე­ბებს და ვაძ­ლევ არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას. ამას­თა­ნა­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლი სტრა­ტე­გია მოს­წავ­ლე­ებ­ში მო­ტი­ვა­ცი­ი­სა და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის აღ­ძ­ვ­რა­ში მეხ­მა­რე­ბა.

რო­გორც ტრა­დი­ცი­უ­ლი კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, ის­ტო­რი­ის სა­გან­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის სუსტ მხა­რედ ით­ვ­ლე­ბა თა­რი­ღე­ბის, უცხო ცნე­ბე­ბის და ტერ­მი­ნე­ბის გა­აზ­რე­ბუ­ლად და­მახ­სოვ­რე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სუს­ტი მხა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა პრო­ცეს­ში დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის — „სას­წავ­ლო გა­ჩე­რე­ბე­ბის“ ჩარ­თ­ვა, რა დრო­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­სას­წავ­ლი სა­კითხის სიღ­რ­მი­სე­უ­ლად წვდომას ახერ­ხე­ბენ. ზოგს ძა­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ძაბ­ვა უხ­დე­ბა ისეთ და­ვა­ლე­ბა­ზე სა­მუ­შა­ოდ, რომ­ლის გა­დაჭ­რა­საც მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის სტან­დარ­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა ესა­ჭი­რო­ე­ბა, თუმ­ცა, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბით, ისი­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლად ახერ­ხე­ბენ ახალ­ და ძველ ნას­წავლს შო­რის კავ­ში­რის გაბ­მას. ის მოს­წავ­ლე­ე­ბი კი, რომ­ლე­ბიც სა­კითხს გა­ცი­ლე­ბით უკეთ ფლო­ბენ, მზად არი­ან, კომ­პ­ლექ­სუ­რი ტი­პის, მრა­ვალ­მ­ხ­რივ და­ვა­ლე­ბებს შე­ე­ჭი­დონ, რაც მათ ცნე­ბის უფ­რო ღრმად გა­აზ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.

სა­კუ­თარ პრაქ­ტი­კა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბამ მაჩ­ვე­ნა, რო­ცა გაკ­ვე­თილ­ზე, და­ვა­ლე­ბე­ბი­სა და შე­დე­გის მი­ხედ­ვით, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბას ვი­ყე­ნებ, მოს­წავ­ლე­ე­ბი მი­ზანს უფ­რო მარ­ტი­ვად აღ­წე­ვენ. ვფიქ­რობ, ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ცენ­ტ­რ­ში დგას მოს­წავ­ლის პი­როვ­ნე­ბა, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ღალ­მ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნის სკო­ლა­ში, მცი­რე­კონ­ტი­ნგენ­ტი­ან კლა­სებ­თან მი­წევს მუ­შა­ო­ბა (ვერ ხერ­ხ­დე­ბა ჯგუ­ფე­ბის და წყვი­ლე­ბის შექ­მ­ნა), დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, შე­დე­გე­ბი ეფექ­ტუ­რია, პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ებ­ზე გა­ცე­მუ­ლი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა, დი­ნა­მი­კა­ში, პროგ­რეს­ზე მე­ტა­დაა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რა­საც, სა­ბო­ლო­ოდ, მა­ღალ აკა­დე­მი­ურ მიღ­წე­ვამ­დე მივ­ყა­ვართ. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს, მო­ვაგ­რო­ვო ინ­ფორ­მა­ცია მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ხედ­ვით ვგეგ­მავ სწავ­ლე­ბის ეფექ­ტი­ან აქ­ტი­ვო­ბებს. ამ­გ­ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს იმის­თ­ვის, რომ მოს­წავ­ლეს ჩა­მო­ვუ­ყა­ლი­ბო სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა და სწავ­ლა­ში­ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს.

ზე­მოთ­ქ­მუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს ამოვ­ხ­ს­ნათ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბის ამო­ცა­ნე­ბი და მოს­წავ­ლე­ებს და­ვეხ­მა­როთ  ისე­თი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბისა და უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩამოყალიბებაში, რი­თაც ამაღლდე­ბა მა­თი მო­ტი­ვა­ცია, შე­მეც­ნე­ბი­თი ინ­ტე­რე­სი და გახ­დე­ბი­ან მე­ტად პრო­დუქ­ტი­უ­ლე­ბი, გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბათ გლო­ბა­ლურ-ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბი და XXI სა­უ­კუ­ნის ღირ­სე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბი­ან.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები