20 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2021

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა — გა­მოწ­ვე­ვა კო­ლე­ჯე­ბის­თ­ვის

spot_img
ისე­ვე, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი სას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, კო­ლე­ჯე­ბის­თ­ვი­საც დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, კი­დევ უფ­რო რთულ გა­მოწ­ვე­ვად, რად­გან პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში, თით­ქ­მის, შე­უძ­ლე­ბე­ლია ონლაინ რეჟიმში პრო­ფე­სი­ე­ბის სრულ­ფა­სოვ­ნად   სწავ­ლე­ბა, მით უმეტეს, პრო­ფე­სი­უ­ლი განათლება, მეტ­წი­ლად, პრაქ­ტი­კულ სწავ­ლე­ბას ეფუძ­ნე­ბა — კე­თე­ბით სწავლე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი მო­დუ­ლე­ბის, ლოქ­და­უ­ნი­დან ლოქ­და­უ­ნამ­დე, გა­და­ნა­წი­ლე­ბა უწევ­დათ. რო­გორ შეძ­ლეს კო­ლე­ჯებ­მა, გა­სულ სას­წავ­ლო წელს, სწავ­ლე­ბის ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა და ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თ­ვის იმ ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა, რაც შარ­შან ხე­ლის­ შემ­შ­ლე­ლი აღ­მოჩ­ნ­და სრულ­ფა­სო­ვა­ნი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თვის­თ­ვის — ამა­ზე კო­ლე­ჯის დი­რექ­ტო­რე­ბი თა­ვად მოგ­ვიყ­ვე­ბი­ან.

 

მა­თე ტა­კი­ძე
„სპექ­ტ­რის“ დი­რექ­ტო­რი

 

რამ­დე­ნა­დაც ახა­ლი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის (COVID-19) გავ­რ­ცე­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა გა­ა­ჩი­ნა, ვი­რუ­სის გავ­რ­ცე­ლე­ბამ მთე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის, მათ შო­რის, ჩვე­ნი კო­ლე­ჯის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაც შეც­ვა­ლა. თა­ვი­დან არც ჩვენ აღ­მოვ­ჩ­ნ­დით მზად, გვე­პა­სუ­ხა ვი­რუ­სის გავ­რ­ცე­ლე­ბის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბი­თა და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ით გა­მოწ­ვე­ულ პრობ­ლე­მებ­ზე.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ეფუძ­ნე­ბა პრაქ­ტი­კულ სწავ­ლე­ბას, რაც ძი­რი­თა­დად, ად­გილ­ზე, პი­რის­პირ სწავ­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვა სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის კა­ლენ­დ­რე­ბის ისე გა­დაწყო­ბა გა­ხდა, რომ მკაც­რი ლოქ­და­უ­ნი­სას თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი, ხო­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის პე­რი­ოდ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლი მო­დუ­ლე­ბი გვეს­წავ­ლე­ბი­ნა. ვფიქ­რობთ, ამ გა­მოწ­ვე­ვას მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვარ­თ­ვით თა­ვი.

საწყის ეტაპ­ზე, პრობ­ლე­მა გახ­ლ­დათ პე­და­გოგ­თა და სტუ­დენ­ტ­თა მხრი­დან დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის­თ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა­დი პლატ­ფორ­მე­ბის სა­თა­ნა­დოდ არცოდ­ნა, საკ­მა­რი­სი ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის და ხა­რის­ხი­ა­ნი ინ­ტერ­ნე­ტის არქო­ნა.

შარ­შან­დელ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ კი, სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცა, წელს უკეთ მომ­ზა­დე­ბუ­ლებს დაგ­ვეწყო ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ეპიდვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სწავ­ლა ჯერ ისევ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში და­ვიწყეთ.

რაც შე­ე­ხე­ბა სი­ახ­ლე­ებს, წელს პირ­ვე­ლად, პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე თა­ვად, უშუ­ა­ლოდ კო­ლეჯ­ში­ვე გა­მო­ე­ცა­დათ აპ­ლი­კან­ტე­ბი. ად­რე მი­სა­ღე­ბ გა­მოც­დე­ბს გამ­ოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ატარებდა. ამ­ჟა­მად ცენ­ტ­რ­ში გა­მოც­დებს მხო­ლოდ მე-4 და მე-5 სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მე­ბის აპ­ლი­კან­ტე­ბი აბა­რე­ბენ. უშუ­ა­ლოდ კო­ლეჯ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა მი­სა­ღებ­მა გა­მოც­დებ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცა, თა­ვად აგ­ვერ­ჩია სტუ­დენ­ტ­თა კონ­ტინ­გენ­ტი. რად­გან ამ ტი­პის მი­ღე­ბა პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და, ცხა­დია, გა­მო­იკ­ვე­თა ხარ­ვე­ზე­ბიც, რო­მელ­თა აღ­მოფხ­ვ­რა­ზე მომ­დევ­ნო წლებ­ში ვი­მუ­შა­ვებთ.

ასე­ვე, წელს პირ­ვე­ლად, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სამ ინ­ტეგ­რი­რე­ბულ პროგ­რა­მას, რო­მე­ლ­ზეც სწავ­ლა 9 კლასდამ­თავ­რე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ. სა­მი­ვე პროგ­რა­მა­ზე იყო მა­ღა­ლი კონ­კურ­სი და ში­და გა­მოც­დე­ბის რე­ზულ­ტა­ტე­ბი­თაც კმა­ყო­ფი­ლი ვართ.

ვფიქ­რობთ, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მა მო­ზარ­დებს სიღ­რ­მი­სე­უ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მიღების შე­სა­ძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს და სა­მო­მავ­ლოდ ვგეგ­მავთ ამ სა­ფე­ხურ­ზე უფ­რო მე­ტი პროგ­რა­მის ამუ­შა­ვე­ბას.

ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ბო­ლო დროს გა­ი­ზარ­და ახალ­გ­ზ­რ­დე­ბის ინ­ტე­რე­სი პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბი­სად­მი. სულ რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც დას­რულ­და ში­და გა­მოც­დე­ბი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე, რო­მელ­ზეც 700-მდე აპ­ლი­კან­ტი და­რე­გის­ტ­რირ­და. წი­ნას­წა­რი შედე­გე­ბით, გა­მოცხა­დე­ბულ 23 პროგ­რა­მა­ზე ჩა­რიცხუ­ლი აპ­ლი­კან­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 90%-ს აჭარ­ბებს.

ამის გარ­და, 2020 წელ­ში, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი 800-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­ა­რა.

თუ ბო­ლო 5 წლის სტა­ტის­ტი­კას გა­დავ­ხე­დავთ, ეპიდვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2019-2021 წლებ­ში, ჩვე­ნი აპ­ლი­კან­ტე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­დე­ბით დი­ნა­მი­კა­შია.

 

პავ­ლე თვა­ლი­აშ­ვი­ლი
„მო­დუ­სის“ დი­რექ­ტო­რი

 

პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე სწავ­ლე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ე­ბია, სა­დაც სხვა­დას­ხ­ვა თა­ო­ბი­სა და ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, ძი­რი­თა­დად, და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სწავ­ლა კე­თე­ბით პრინ­ციპ­ზე, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ პრო­ფე­სი­ის შეს­წავ­ლი­სას პრაქ­ტი­კუ­ლი მხა­რე ზედ­მი­წევ­ნით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, სრუ­ლი ჩა­კეტ­ვის დროს, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მაგ­რამ ვცდი­ლობ­დით, ტალ­ღებს შო­რის, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, მოგ­ვე­ხერ­ხე­ბი­ნა — ვე­ძებ­დით ობი­ექ­ტებს, პარ­ტ­ნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც არ გა­ჩერ­დ­ნენ და მუ­შა­ობ­დ­ნენ. რო­ცა სას­წავ­ლე­ბელ­ში არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და თე­ო­რი­უ­ლი სწავ­ლე­ბა, ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი იმ ობი­ექ­ტ­ზე ეუფ­ლე­ბოდ­ნენ პრაქ­ტი­კულ უნარ-ჩვე­ვებს თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ა­ში. ეს უმ­ძი­მე­სი გა­მოწ­ვე­ვაა კო­ლე­ჯე­ბის­თ­ვის, რად­გან ბევრ პროგ­რა­მა­ზე   სრუ­ლად დის­ტან­ცი­უ­რად სწავ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღო თე­ო­რი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, ვი­ზუ­ა­ლი­ზე­ბულ-სი­მუ­ლა­ცი­უ­რიც კი, მაგ­რამ სწავ­ლა კე­თე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტომ, 2021-22 სას­წავ­ლო წლის­თ­ვის, ჩვენ ვმუ­შა­ობთ კო­ლე­ჯებ­თან და პარ­ტ­ნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ისე­თი პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, თე­ო­რი­ულ ნა­წილ­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს სტუ­დენ­ტე­ბის ჩარ­თ­ვას.

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სინ­ქ­რო­ნუ­ლი და ასინ­ქ­რო­ნუ­ლი მო­დე­ლე­ბი. სინ­ქ­რო­ნუ­ლია, რო­ცა ზუ­მის, სკა­ი­პის, თიმ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით სტუ­დენ­ტე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ერ­თ­დ­რო­უ­ლად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, უწევთ პი­რის­პირ ურ­თი­ერ­თო­ბა, ოღონდ დის­ტან­ცი­უ­რად. ასინ­ქ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის დროს შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მო­დუ­ლე­ბის ისე და­მუ­შა­ვე­ბა, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა შექ­მ­ნას სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი და გა­ნა­თავ­სოს პორ­ტალ­ზე, რომ სტუ­დენ­ტ­მა მის­თ­ვის ხელ­საყ­რელ ნე­ბის­მი­ერ დროს ნა­ხოს. თუ ასინ­ქ­რო­ნუ­ლი მო­დე­ლი გაძ­ლი­ერ­დე­ბა პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯებ­ში, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა არა მარ­ტო სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, არა­მედ ღია კურ­სებ­ზე რომ და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და­დი­ან, იმათ­თ­ვი­საც. ვფიქ­რობ, მა­თი რიცხ­ვი კი­დევ უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა. სა­უ­ბა­რი არ არის მარ­ტო ვი­დე­ო­ებ­ზე, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ტეს­ტე­ბი, სა­კითხა­ვი მა­სა­ლა, მოკ­ლე ვი­დე­ო­ე­ბი და ა.შ. ვმუ­შა­ობთ, რომ ბევ­რი ასე­თი პროგ­რა­მა შევ­ქ­მ­ნათ. მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­პი­ლო­ტე წე­ლი იქ­ნე­ბა. ბევრ კომ­პო­ნენ­ტ­ზეა ასე­თი პროგ­რა­მე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მუ­შა­ო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და უნ­და დავ­რ­წ­მუნ­დეთ, რომ და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში წარ­მოქ­მ­ნი­ლი ყვე­ლა ხარ­ვე­ზის გამოს­წო­რე­ბას შევ­ძ­ლებთ, ტექ­ნი­კი­დან დაწყე­ბუ­ლი პე­და­გო­გით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი მზად­ყოფ­ნა­ში უნ­და იყოს. ჩვენ ძი­რი­თა­დი ბა­ზა გვაქვს, თუმ­ცა ადა­მი­ან­თა ციფ­რუ­ლი კომ­პე­ტენ­ცია, უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ არც ისე მა­ღა­ლია. ამი­ტომ ახა­ლი პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შაო აქვთ კო­ლე­ჯებს. ჩვენ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დ­გით, გვაქვს ფო­ტო­კა­მე­რა, ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბის რე­ჟი­მით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი ძა­ლი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სე­ბიც კი გა­ი­ა­რა და რო­გორც კი დად­გე­ბა ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­წე­რის სა­ჭი­რო­ე­ბა, ჩვენ ამას უპ­რობ­ლე­მოდ შევ­ძ­ლებთ.

მა­ნამ­დე კი, ვაგ­რ­ძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას იმ ჯგუ­ფებ­თან, ვის­თა­ნაც შარ­შან ვერ დას­რულ­და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა. და­ვე­ლო­დე­ბით შე­სა­ფე­რის დროს პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

და­ბო­ლოს, მინ­და აუცი­ლებ­ლად აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ წელს უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლი იყო კო­ლე­ჯე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა. ჩვენ კორ­პუ­სე­ბი გვაქვს მარ­ნე­ულ­ში და რუს­თავ­ში. 800-მდე გა­ნაცხა­დი იყო 285 ად­გილ­ზე. ახ­ლა აპ­ლი­კან­ტე­ბის ჩა­რიცხ­ვის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს და სწავ­ლას ოქ­ტომ­ბ­რის ბო­ლოს და­ვიწყებთ.

 

ირმა ჯაფარიძე
„თეთნულდის“ დი­რექ­ტო­რი

 

ჩვე­ნი კო­ლე­ჯი ყვე­ლა­ზე მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ონ­ში — ზე­მო სვა­ნეთ­ში მდე­ბა­რე­ობს და ერ­თა­დერ­თი ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებს სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბის რო­გორც გრძელ­ვა­დი­ან, ასე­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბი­სა და გა­დამ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს. მა­ღალ­მ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კო­ლე­ჯის მი­სიაა მო­ამ­ზა­დოს სა­მე­წარ­მეო და შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნი­თა და უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და ხე­ლი შე­უწყოს რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას. ამ­ჟა­მად 60 სტუ­დენ­ტი გვყავს და 25 ოქტომბრიდან სას­წავ­ლო პრო­ცესს კი­დევ 120 სტუ­დენ­ტი შე­უერ­თ­დე­ბა. ამ­ჟა­მად კო­ლე­ჯი 9 პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს — უმაღ­ლე­სი დო­ნის ბუ­ღალ­ტ­რუ­ლი აღ­რიცხ­ვა; კუ­ლი­ნა­რი­ის ხე­ლოვ­ნე­ბა; სა­ტუმ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბა; კონ­დი­ტე­რია; სამ­კერ­ვა­ლო წარ­მო­ე­ბა; სატყეო საქ­მე; ინ­ფორ­მა­ცი­ის ტექ­ნო­ლო­გია; კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ქსე­ლი და სის­ტე­მე­ბი და ელექ­ტ­რო­ო­ბა.

ურ­თუ­ლეს რე­გი­ონ­ში ისე­დაც ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვაა და პან­დე­მი­ამ უფ­რო დი­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნა. პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა უალ­ტერ­ნა­ტი­ვო გზა აღ­მოჩ­ნ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად, თუმ­ცა, რი­გი პროგ­რა­მე­ბის­თ­ვის, რო­გო­რი­ცაა სამ­კერ­ვა­ლო წარ­მო­ე­ბა, ელექ­ტ­რო­ო­ბა, კუ­ლი­ნა­რი­ის ხე­ლოვ­ნე­ბა, კონ­დი­ტე­რია და ა.შ., ამ რე­ჟიმ­ში სწავ­ლე­ბა რთუ­ლია, რად­გან ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი პროგ­რა­მე­ბის სწავ­ლე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი პრაქ­ტი­კულ კომ­პო­ნენტს მო­ი­ცავს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში იძუ­ლე­ბუ­ლი ვხდე­ბით, დის­ტან­ცი­უ­რად მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი მა­სა­ლა მი­ვა­წო­დოთ სტუ­დენ­ტებს. დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მით სწავ­ლე­ბის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა ორ მთა­ვარ ფაქ­ტორს გა­ნა­პი­რო­ბებს: 1) ტექ­ნი­კურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ელექ­ტ­რო­ნულ მოწყო­ბი­ლე­ბებს (კომ­პი­უ­ტე­რი, პლან­შე­ტი და ა.შ.) და ინ­ტერ­ნეტ­ზე წვდო­მას, რო­მე­ლიც ხელს უწყობს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბას და წარ­მარ­თ­ვას; 2) უმ­თავ­რეს პი­რო­ბას — სტუ­დენ­ტე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის უნა­რე­ბის, კერ­ძოდ, ციფ­რუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ცოდ­ნას. დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა, ციფ­რუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა რო­გორც პე­და­გო­გებ­ში, ასე­ვე სტუ­დენ­ტებ­ში, აუცი­ლებ­ლო­ბაა, რო­მელ­საც გვერდს ვერ ავუვ­ლით. კო­ლე­ჯის პე­და­გო­გებ­მა დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გა­ი­ა­რეს ტრე­ნინ­გე­ბი microsoft teams-ის კურ­სი.   ბევ­რ­მა პე­და­გოგ­მა შეძ­ლო ამ რე­ჟი­მის­თ­ვის ფე­ხის აწყო­ბა, თუმ­ცა, ჩვენს რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი და­ბა­ლი სო­ციოეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც არ აქვთ გა­ნათ­ლე­ბა­ზე წვდო­მის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (კომ­პი­უ­ტე­რი, ინ­ტერ­ნე­ტი და ა.შ.) სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა უფ­რო გა­აღ­რ­მა­ვა. ამას ემა­ტე­ბა და­ბა­ლი ხა­რის­ხის ინ­ტერ­ნე­ტი, ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ის ხში­რი გა­თიშ­ვა, რაც, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან ხე­ლის­ შემ­შ­ლე­ლია სწავ­ლის პრო­ცე­სის სრულ­ყო­ფი­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის. და­დე­ბი­თი მხა­რე დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სა, ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა იყოს ის, რომ კო­ლეჯს არ გა­აჩ­ნია სტუ­დენ­ტუ­რი საცხოვ­რე­ბე­ლი, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­ს­პორ­ტი და გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თარ­ში, რო­ცა ჩვე­ნი მკაც­რი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დიდ­თოვ­ლო­ბის დროს, გზე­ბი იკე­ტე­ბა და სტუ­დენ­ტე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ კო­ლეჯ­ში მოს­ვ­ლას, გა­მო­ი­ყე­ნო სწავ­ლე­ბის ეს მე­თო­დი, თუმ­ცა, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი მა­ინც ხელს შე­უშ­ლის სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხა­რის­ხი­ა­ნად წარ­მარ­თ­ვას.

 

გი­ორ­გი გო­გიტი­ძე
„ბლექ­სის“ დი­რექ­ტო­რი

 

გა­სუ­ლი წლის მარ­ტ­ში შე­ჩე­რე­ბულ­მა სას­წავ­ლო პრო­ცეს­მა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა არა მხო­ლოდ კო­ლე­ჯი „ბლექ­სი“, არა­მედ ყვე­ლა პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით. სხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით (უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, სკო­ლე­ბი), კო­ლე­ჯებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­დის­ტან­ცი­უ­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხ­და, შე­სა­ბა­მი­სად, მოგ­ვი­წია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მოკ­ლე ვა­დით შე­ჩე­რე­ბა, რად­გან პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია სწავ­ლე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტის გა­რე­შე. ამ პრო­ცეს­მა, თა­ვის მხრივ, გა­მო­იწ­ვია: მიმ­დი­ნა­რე ჯგუ­ფებ­ში სწავ­ლის პე­რი­ო­დის გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბა, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ჯგუ­ფე­ბის გა­მო, 2021 წელს მი­სა­ღე­ბი ჯგუ­ფე­ბის კვო­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­დან სტა­ტუ­სის შე­ჩე­რე­ბა/შეწყ­ვე­ტა და ა.შ.

პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, კო­ლეჯ­მა შეძ­ლო 3 გრძელ­ვა­დი­ა­ნი (შრო­მის უსაფ­რ­თხო­ე­ბა და გა­რე­მოს­დაც­ვით ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, შე­დუ­ღე­ბა, მე­ფუტ­კ­რე­ო­ბა) და 9 პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბი­სა და გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მის და­მა­ტე­ბა. ასე­ვე, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­სი­ა­მოვ­ნო და ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ამ პე­რი­ოდ­ში, ქე­დი­სა და შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით, გა­იხ­ს­ნა „ბლექ­სი“ ქე­და­სა და შუ­ა­ხევ­ში.

პან­დე­მი­ას არ შე­უშ­ლია ხე­ლი არც გა­სულ და არც მიმ­დი­ნა­რე წელს მი­ღე­ბე­ბის გა­მოცხა­დე­ბა­ში. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მსურ­ველს რე­გის­ტ­რა­ცია შე­ეძ­ლო ონ­ლა­ინ, სა­იტ­ზე — www.vet.emis.ge გა­ევ­ლო. ამ ეტაპ­ზე კო­ლეჯ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს უკ­ვე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი აპ­ლი­კან­ტე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბი, რომ­ლე­ბის­თ­ვი­საც სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნო­ემ­ბ­რის და­საწყის­ში და­იწყე­ბა.

ჩვე­ნი კო­ლე­ჯი სა­ხელ­მ­წი­ფო პრო­ფე­სი­ული სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, სა­დაც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა და მზარ­დია სწავ­ლის მსურ­ველ­თა და სო­ცი­ა­ლურ პარ­ტ­ნი­ორ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. კო­ლე­ჯი ახორ­ცი­ე­ლებს შრო­მის ბა­ზარ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს მო­დუ­ლუ­რი და დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მით ტუ­რიზ­მის, მშე­ნებ­ლო­ბის, IT და აგ­რა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბი­სა და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით, ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ სხვადას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან (სას­ტუმ­რო­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი, სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კე­ბი, სამ­კერ­ვა­ლო ატე­ლი­ე­ბი, სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და ა.შ.), ასე­ვე, კო­ლე­ჯი თა­ნამ­შ­რომ­ლობს ისეთ დო­ნორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რო­გო­რი­ცაა: გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა (UNDP) და გერ­მა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია (GIZ).

მოამზადა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლმა

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები