აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო სამსახურის შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში, ქობულეთში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა. ბანაკში სამინისტროსავე წარმატებული ქვეპროგრამის „ონლაინ საკვირაო სკოლის“ 35 მოსწავლე ისვენებს. ორივე ქვეპროგრამა აფხაზეთს ა/რ მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
მოსწავლეებს ბანაკში ჩაუტარდებათ ტრენინგ-სემინარები, რის შედეგადაც გაიუმჯობესებენ კომპეტენციებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენასა და ხელოვნებაში. ისინი, ტრენინგ-სემინარების ფარგლებში, ინტელექტუალური და შემეცნებითი ხასიათის აქტივობების საშუალებით, შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების წარმოჩენასა და განვითარებასაც შეძლებენ.
ბანაკში ასევე განხორციელდება კულტურულ-შემეცნებითი ხასიათის და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები; მოზარდები ეწვევიან აჭარაში მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯს.
„საზაფხულო ბანაკის“ მიზანია მოზარდებში განათლების დონისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, შავი ზღვისპირეთში დასვენება, პოზიტიური ემოციებისა და განწყობის შექმნა.