3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

დისტანციურად სწავლის ფორმა, ბოლო მონაცემებით, მოსწავლეთა 12-მა პროცენტმა აირჩია

spot_img

მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის შეთავაზებული დამატებითი შესაძლებლობით – არჩევანი გააკეთონ დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლებას შორის – ბოლო მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, მოსწავლეთა 12%-მა ისარგებლა და გამოთქვა სურვილი სწავლა ონლაინ რეჟმში გაგრძელოს. ამავე შესაძლებლობით სარგებლობა შეუძლიათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს  მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს ყოველ ოთხშაბათს ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმების შესაძლებლობა აქვთ.

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.

რაც შეეხება, სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემურ ტესტირებას, ორი კვირის განმავლობაში, საჯარო და კერძო სკოლებში, 46 300 მასწავლებელსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს ჩაუტარდა. ქვეყნის მასშტაბით, 2 კვირის მონაცემებით, Covid-19 მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა 0,5%-ს დაუდასტურდა.

სამინისტროს მიერ განახლებული რეკომენდაციებით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ, უზრუნველყოფილია ყველა სკოლა, რომელიც, თავის მხრივ,  მოსწავლეთა მშობლების ინფორმირება უზრუნველყვოფს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე აუცილებელია პირბადეების ტარება. პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაციაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, კერძოდ, სსსმ მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილების შესაძლებლობა ეძლევა.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები