27 ივლისი, შაბათი, 2024

დისკუსია თემაზე „სკოლების დეპოლიტიზება“

spot_img

მიმდინარე წლის 2 თებერვალს, 17:00 საათზე განათლების კოალიციის „facebook“ გვერდზე გაიმართება ონლაინ დისკუსია თემაზე „სკოლების დეპოლიტიზება“. შეხვედრაზე მონაწილეობას მიიღებენ განათლების კოალიციის წარმომადგენლები, სკოლის დეპოლიტიზების მხარდამჭერი საზოგადოებრივი კომისიის წევრები და ანგარიშის „სკოლების დეპოლიტიზება – გამოწვევები და ტენდენციები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში“ ავტორი, ირმა პავლიაშვილი.

შეხვედრაზე მონაწილეები განიხილავენ იმ პრობლემებს და მიგნებებს, რომელიც გამოიკვეთა ანგარიშში „სკოლების დეპოლიტიზება – გამოწვევები და ტენდენციბი 2020 წლის საპარლამეტნო არჩევნების ჭრილში“. გარდა ამისა, იმსჯელებენ ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციებზე, რომლებიც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ და განათლების სამინისტრომ. კერძოდ, საარჩევნო კანონმდებლობის და სახელმწიფო უწყებების მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა; საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა მიმართ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას სავარაუდო იძულებისა და ზეწოლის ფაქტების შემოწმება; საგანმანათლებლო სისტემაში სავარაუდო პოლიტიკური დისკრიმინაციის საკითხების შემსწავლელი სპეციალური კომისიის შექმნა; დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელთა შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება; საჯარო სკოლების ავტონომიის მეტი გარანტიები.

ასევე, მონაწილეები წარადგენენ იმ სამომავლო გეგმებს, რომელიც უნდა განახორციელოს კომისიამ სკოლის დეპოლიტიზების მიმართულებით.

სკოლის დეპოლიტიზების მხარდამჭერი საზოგადოებრივი კომისიის შექმნა ეფუძნება 2020 წლის 17 სექტემბრის განათლების კოალიციისა და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ინიცირებულ განცხადებას, რომელშიც 38 ხელმომწერი ორგანიზაცია ხელისუფლებას განათლების სისტემის დეპოლიტიზების მოთხოვნით მიმართავს. კომისიის მიზანია დაიცვას ზოგადი განათლების სისტემაში ჩართული ადამიანები (მასწავლებლები, დირექტორები და ა.შ.) პოლიტიკური ნიშნით დევნისა და დისკრიმინაციისაგან.

მოვუწოდებთ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შემთხევაში მოგმართონ: efacoalition@efagerorgia.ge.

ანგარიშის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „სკოლების დეპოლიტიზება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს განათლების კოალიცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები