24 ნოემბერი, კვირა, 2024

დირექტორმა სკო­ლა­ში პო­ზი­ტი­უ­რი სას­კო­ლო კულ­ტუ­რის დამ­კ­ვიდ­რე­ბა უნ­და შეძ­ლოს

spot_img

ლი­ლი სვი­ა­კა­უ­რი
სსიპ ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დუ­ი­სის
სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

 

 

⇒ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი – რას მო­ითხოვს მის­გან სა­ხელ­მ­წი­ფო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა…

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ეფექ­ტუ­რი ლი­დე­რია, ისე­თი თვი­სე­ბე­ბით, რო­გო­რი­ცაა: კომ­პე­ტენ­ცია, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა, გამ­ბე­და­ო­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას, პრობ­ლე­მის შე­მოქ­მე­დე­ბი­თად გა­დაჭ­რის უნა­რით. სკო­ლის დი­რექ­ტო­რის­გან სა­ხელ­მ­წი­ფო და სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ითხოვს მშვი­დი, უსაფ­რ­თხო სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნას. იგი მუდ­მი­ვად უნ­და ზრუ­ნავ­დეს თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ ზრდა­სა და ხელ­შეწყო­ბა­ზე, სკო­ლა­ში ნერ­გავ­დეს სი­ახ­ლე­ებს, სწო­რად გან­საზღ­ვ­რავ­დეს სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და პრი­ო­რი­ტე­ტებს.

⇒ სკო­ლის ლი­დე­რის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი

შევ­ქ­მ­ნა სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის, ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მის უსაფ­რ­თხო გა­რე­მო, სა­დაც სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბულ ყვე­ლა პირს, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ექ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა.

⇒ სკო­ლის მარ­თ­ვის თქვე­ნი მო­დე­ლი/პრაქ­ტი­კა

სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის ძი­რი­თა­დი მიღ­წე­ვაა სკო­ლა­ში პო­ზი­ტი­უ­რი სას­კო­ლო კულ­ტუ­რის დამ­კ­ვიდ­რე­ბა, ეს არის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი, დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, სა­დაც სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა წევრს გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი აქვს თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა.

⇒ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი­სა და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა

დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით სკო­ლის დი­რექ­ტო­რი­სა და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ძი­რი­თა­დად, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით სა­ვალ­დე­ბუ­ლო ფუნ­ქ­ცი­ე­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა. სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ისე­დაც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, რა­საც ვერ ვიტყ­ვით მშობ­ლებ­ზე, მათ ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებთ, თუნ­დაც სხდო­მებ­ზე ან­გა­რი­შის მოს­მე­ნა თუ სა­კითხ­ზე მსჯე­ლო­ბა, ამა­საც გარ­კ­ვე­უ­ლი ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა.

⇒ ამ­ზა­დებს თუ არა დღე­ვან­დე­ლი სკო­ლა აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­ებს

სკოლა ნამ­დ­ვი­ლად ზრდის აქტიურ მოქალაქეებს. თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მოვ­ლე­ნა, მი­სი სა­ჭი­რო ცოდ­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბა და იმ უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, რაც სა­მო­მავ­ლო ცხოვ­რე­ბა­ში დას­ჭირ­დე­ბა, ისე­დაც სკო­ლის მი­სიაა.

⇒ რა ხელ­შეწყო­ბა სჭირ­დე­ბა დღეს სკო­ლის დი­რექ­ტორს, რომ გა­ზარ­დოს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დი­რექ­ტო­რი მუდ­მი­ვად ზრუ­ნავ­დეს თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, აუცი­ლებ­ლად გა­ი­ზი­ა­როს და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს სხვა­თა გა­მოც­დი­ლე­ბა. წლე­ბის წინ, სკო­ლის დი­რექ­ტო­რებ­მა გა­ი­ა­რეს „მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია“, სა­მი­ვე მო­დუ­ლი. სა­სურ­ვე­ლია, დი­რექ­ტო­რებს ჰქონ­დეთ მსგავ­სი მო­დუ­ლე­ბით ცოდ­ნის ამაღ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

⇒ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის რო­ლი ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ში

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის რო­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში სკო­ლე­ბის­თ­ვის ხელ­შეწყო­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის რო­ლი და მხარ­და­ჭე­რა სკო­ლე­ბის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი თუ ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სით პრო­ფე­სი­უ­ლი გაძ­ლი­ე­რე­ბის კუთხით, აგ­რეთ­ვე ესგ-ს და­ნერ­გ­ვის ჯგუ­ფის საგ­ნობ­რივ ექ­ს­პერ­ტებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით სკო­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა და სკო­ლებს შო­რის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის კულ­ტუ­რის მხარ­და­ჭე­რა.

⇒ სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პირ­ველ ეტაპ­ზე გა­მო­იკ­ვე­თა

პირ­ვე­ლი ეტა­პი ეს არის თვით­შე­ფა­სე­ბის, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის ეტა­პი. ამ პრო­ცეს­ში უდი­დე­სი დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, კერ­ძოდ, სკო­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ ექ­ს­პერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გვეხ­მა­რე­ბი­ან სწო­რად წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ ჩვე­ნი თა­ვი – რა ეტაპ­ზე ვართ, რა პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს.

ჩვენ ვართ „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ ჩარ­თუ­ლი სკო­ლა, სა­დაც პე­და­გო­გე­ბი, საგ­ნობ­რივ ექ­ს­პერ­ტებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, მუ­შა­ო­ბენ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ზე, სას­კო­ლო პრო­ექ­ტ­ზე. აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­სა­მე თა­ო­ბის ესგ-ის და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სი. სკო­ლას უწევს სა­კუ­თარ, ორი­გი­ნა­ლურ სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც გა­ზი­ა­რე­ბუ­ლია სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და თე­მი­სათ­ვის. სკო­ლას უწევს მუ­შა­ო­ბა სა­კუ­თარ სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ზე, შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, პრი­ო­რი­ტე­ტებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბულ კუ­რი­კუ­ლუმ­ზე.

ჩვენს სკო­ლას ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მა აქვს, რად­გან სკო­ლის შე­ნო­ბა ავა­რი­უ­ლია. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, და­გეგ­მი­ლია სკო­ლის ყვე­ლა შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის დე­მონ­ტა­ჟი და ახ­ლის აშე­ნე­ბა. ამ­ჟა­მად სკო­ლა სას­წავ­ლო პრო­ცესს  სო­ფელ წი­ნუბ­ნის სკო­ლის შე­ნო­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლებს, რო­მე­ლიც 2019 წელს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის მი­ერ აშენ­და და ოპ­ტი­მი­ზე­ბუ­ლია ჩვენს სკო­ლას­თან. დუ­ი­სი­დან 4 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ 5 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ემ­სა­ხუ­რე­ბა 500 მოს­წავ­ლი­სა და პე­და­გო­გის გა­დაყ­ვა­ნას და უკან დაბ­რუ­ნე­ბას, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რად­გან სკო­ლა ორ ცვლა­ში მუ­შა­ობს.

იმე­დია, დუ­ის­ში სკო­ლა დად­გე­ნილ ვა­დებ­ში და ისე­თი სტან­დარ­ტით აშენ­დე­ბა, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხე­ლი არ შეგ­ვეშ­ლე­ბა.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები