2 მარტი, შაბათი, 2024

დირექტორის, როგორც ლიდერის მახასიათებლები

spot_img

ნანა მედულაშვილი

სსიპ თბილისის №2, 140 და №192 საჯარო სკოლების მათემატიკის მენტორი მასწავლებელი

 იმისათვის, რომ დირექტორი იყოს კარგი ლიდერი, უნდა აკმაყოფილებდეს ლიდერის მახასიათებლების ხუთ კომპონენტს:

  1. დირექტორი, როგორც ლიდერი, მისაბაძ მაგალითს უნდა წარმოადგენდეს სასკოლო საზოგადოებისათვის

საკუთარი პროფესიული და პიროვნული განვითარების გზით, უნდა იყოს მოდელი სასკოლო საზოგადოებისთვის; უზრუნველყოფდეს სასკოლო საზოგადოებაში ცოდნაზე, გულწრფელობაზე, თანამონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების, დემოკრატიის პრინციპების გაზიარებას; ქმნიდეს და აზიარებდეს ცოდნას.

  1. დირექტორი, როგორც ლიდერი, სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, უნდა ავითარებდე სასკოლო კულტურას

ავითარებდეს სკოლას, გრძელვადიან მიზნებსა და ხედვაზე დაფუძნებით, სკოლის უნიკალურ კულტურას, თანამშრომლობის, პარტნიორობისა და კავშირების მდგრად სისტემას.

  1. დირექტორი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი

ჩემი აზრით, საგანმანათლებლო ლიდერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული პედაგოგიური მიდგომების დანერგვას, ფოკუსირებული უნდა იყოს მოსწავლეთა მიღწევებსა და წინსვლაზე, კვლევისა და რეფლექსიის საშუალებით ქმნიდეს სივრცეს სასწავლო პროცესის კრიტიკული გააზრებისათვის, ინოვაციური მოდგომების დანერგვისთვის.

  1. დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც ეფექტიანად მართავს ადამიანურ რესურსებს

უნდა ნერგავდეს გაზიარებული პასუხისმგებლობისა და მიკუთვნებულობის განცდის კულტურას, უნდა იყოს მოსწავლეთა აკადემიური და პიროვნული ზრდის მხარდამჭერი, უზრუნველყოფდეს სკოლის შიგნით როგორც ინდივიდების, აგრეთვე მთლიანად სასკოლო საზოგადოების განვითარებას, უზრუნველყოფდეს, სკოლის ბაზაზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.

  1. დირექტორი, როგორც ადმინისტრაციული ლიდერი

უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის განვითარებასა და მართვას, რესურსების მობილიზებას სასურველი შედეგების მისაღწევად; ქმნიდეს თანამშრომლობით გარემოს მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისთვის, ასევე, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული განვითარების მხარდაჭერის ორგანიზაციულ სისტემას, უზრუნველყოფდეს რესურსების მიზნობრივად მობილიზებასა და მართვას სასურველი შედეგების მისაღწევად.

დირექტორი, როგორც სასკოლო საზოგადოებისთვის მისაბაძი მაგალითი, სასკოლო კულტურის შემქმნელი, საგანმანათლებლო ლიდერი, ადამიანური რესურსების მმართველი და ადმინისტრაციული ლიდერი, ხელს უნდა უწყობდე:

ა) სკოლისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ღირებულებებისა და ქცევების დანერგვის შესაძლებლობას (მათ შორის – ვალდებულებას, შექმნას და შეინარჩუნოს ეფექტური პროფესიული სასწავლო საზოგადოება);

ბ) ეფექტიანი სკოლების მახასიათებლების გაცნობიერებას;

გ) სკოლის საზოგადოების მომავლის ხედვის პოპულარიზაციას, რომელიც საერთო მიზნებსა და ღირებულებებზეა დაფუძნებული;

დ) სასკოლო საზოგადოების წევრების ვალდებულებას ყველა მოსწავლის პოტენციალის რეალიზაციისათვის;

ე) სწავლის ხარისხის მართვას;

ვ) უსაფრთხო, ინკლუზიური და მიზანზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნას;

ზ) კონსტრუქციული და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, თანამშრომლებს, მოსწავლეებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის;

თ) თანამშრომელთა მოტივირებას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ სკოლის განვითარებაში; სკოლის ხედვისა და მიზნების განხორციელებას, სკოლის ფინანსური, ადამიანური და მატერიალური რესურსების ოპტიმიზაციით გამართული მართვის სისტემითა და პრაქტიკის მეშვეობით.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები