18 აგვისტო, ხუთშაბათი, 2022

დიმიტრი ყიფიანისადმი მიძღვნილი სამეცნიერი კონფერენცია

spot_img

23 დეკემბერს  დიმიტრი ყიფიანისადმი მიძღვნილი სამეცნიერი კონფერენცია – „დიმიტრი ყიფიანი და საქართველო“ გაიმართა, რომლის ორგანიზატორები და მხარდამჭერები იყვნენ: ხაშურის სამუზეუმო გაერთიანება და დიმიტრი ყიფიანის ქვიშხეთის სახლ-მუზეუმი. კონფერენცია გახსნა ორგანიზატორმა, პოეტმა, მწერალმა, ლიტერატურათმცოდნემ, პროფესორმა მურად მთვარელიძემ, რომელმაც გასულ წელს დიმიტრი ყიფიანს ბიოგრაფიული რომანი მიუძღვნა, სახელწოდებით „კაცი ხასიათისა – დიმიტრი ყიფიანი“. გამოცემაში მხატვრულად გააცოცხლა ქვეყნისთვის თავდადებული გმირის, დიმიტრი ყიფიანის რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრება.

კონფერენციაში  მონაწილეობდნენ დედაქალაქისა და საქართველოს რეგიონების მუზეუმების, უნივერსიტეტების, საპატრიარქოსა და სამეცნიერო ინსტიტუტების მკვლევრები. სიტყვით გამოვიდნენ: ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო  გაერთიანების მმართველი თამაზ ლაცაბიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი.

       

საკონფერენციო თემების პრეზენტაცია  3  სესიად  გაიმართა (სესიის თავმჯდომარეები იყვნენ: მზია ლობჟანიძე, თამაზ ლაცაბიძე, მურად მთვარელიძე) და მსმენელის წინაშე  35-ზე მეტი მომხსენებელი წარდგა, მათ შორის საინტერესო მოხსენებებით გამოვიდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: ვაჟა შუბითიძე და მაია ცერცვაძე – ნაშრომი „გიორგი შარვაშიძე და დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვის ცერემონიალი“;  თამაზ ჯოლოგუა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან – „ყიფიანთა ქვიშხეთის  კარის ეკლესიის ისტორიისათვის“, კლარა გელაშვილი – ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმიდან, მაია გელიაშვილი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, გოგი გოგოლაშვილი – არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტიდან, ლია წერეთელი – შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტიდან, თამარელა წოწორია – საქართველოს საპატრიარქოდან  და სხვ.

განსაზღვრული რეგლამენტის მიხედვით, საინტერესო თემები წარმოადგინეს მოსწავლეებმაც. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებასაც მიეცა შესაძლებლობა, საინტერესო კითხვებზე მოესმინათ პასუხები.

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს საინტერესო მოხსენებისთვის, დამსწრეებს – აქტიური ჩართულობისთვის, ორგანიზატორებს – შემოქმედებითად დატვირთული დღისთვის.

ონლაინ კონფერენციის ორგანიზატორმა, მურად მთვარელიძემ,  დასასრულს აღნიშნა, რომ მოხსენებები კრებულის სახით გამოიცემა.

თამარ ფაჩულია, შპს „მოსამზადებელი სკოლის“ დირექტორი, ფილოლოგიის დოქტორი, მენტორი მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები