24 ნოემბერი, კვირა, 2024

დი­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბა

spot_img
📌გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძე მარ­ნე­უ­ლის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის ქართული როგორც მეორე ენისა და ისტორიის მას­წავ­ლე­ბე­ლი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2019-ის გამარჯვებული 

📚ისე არ მო­ვიქ­ცეთ, რომ ჩვენ­მა მცდე­ლო­ბებ­მა უკუ­შე­დე­გი გა­მო­ი­ღოს

არ­და­დე­გე­ბი, და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ზაფხუ­ლო ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი არ­და­დე­გე­ბი, ყო­ველ­თ­ვის გარ­კ­ვე­უ­ლი თე­მაა ხოლ­მე მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ხში­რად ცდი­ლო­ბენ, რომ ეს პე­რი­ო­დი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის არ და­ი­კარ­გოს. გა­სა­გე­ბია და სრუ­ლი­ად მი­სა­ღე­ბიც ასე­თი ზრუნ­ვა და ფიქ­რი, რომ სა­ზაფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამის გა­მო ჩვენ, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ისე არ უნ­და მო­ვიქ­ცეთ, რომ ჩვენ­მა მცდე­ლო­ბებ­მა უკუ­შე­დე­გი გა­მო­ი­ღოს. შე­მიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნო მა­გა­ლი­თე­ბი, რო­ცა მი­ნა­ხავს ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც მი­ცე­მუ­ლი აქვთ ხოლ­მე ზაფხულ­ში შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი მას­წავ­ლებ­ლის­გან და რო­გორ ნერ­ვი­უ­ლო­ბენ მთე­ლი არ­და­დე­გე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამის გა­მო. რამ­დენ­ჯერ გა­ახ­სენ­დე­ბათ, რომ რა­ი­მე სა­ხის და­ვა­ლე­ბა აქვთ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი, იმ­დენ­ჯერ იწყე­ბენ ფიქრს და შფოთ­ვას… ფიქ­რო­ბენ, ჯერ ხომ ად­რეა, ჯერ ხომ ივ­ნი­სია და სექ­ტემ­ბ­რის­თ­ვის უნ­და გა­ვა­კე­თო, დი­დი დრო მაქვს კი­დევ… მე­რე უკ­ვე ივ­ლი­სი მო­დის. მა­ინც ფიქ­რო­ბენ, რომ ჯერ კი­დევ ად­რეა. ბავ­შ­ვებს ხომ არ შე­უძ­ლი­ათ (მათ კი არა, ზრდას­რუ­ლებ­საც უჭირთ) სა­მი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მის ისე და­გეგ­მ­ვა და გა­და­ნა­წი­ლე­ბა, რომ ნა­წილ-ნა­წილ, ასე ვთქვათ, გა­მო­ზო­გი­ლად შე­ას­რუ­ლონ. ასე­თი და­ვა­ლე­ბე­ბის მი­ცე­მას არა აქვს ის ეფექ­ტი, რაც ჩვენ გვინ­და, რომ მი­ვი­ღოთ ხოლ­მე. თუმ­ცა, ბავ­შ­ვ­საც გა­აჩ­ნია. რა თქმა უნ­და, გარ­კ­ვე­უ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა — რა­ი­მე ტი­პის სქე­მის ან აქ­ტი­ვო­ბე­ბის მო­ფიქ­რე­ბა, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლეს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა, მას­წავ­ლე­ბელ­მა სას­წავ­ლო თვალ­საზ­რი­სი­თაც დატ­ვირ­თოს, ეს ზედ­მე­ტი ნამ­დ­ვი­ლად არ იქ­ნე­ბა. მოკ­ლედ, და­ფიქ­რე­ბა და ზო­მი­ე­რე­ბა სჭირ­დე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი სტრე­სის გა­რე­შე უნ­და წა­რი­მარ­თოს.

ერ­თი რა­მეც მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, ზაფხუ­ლის არ­და­დე­გებ­ზე ბავ­შ­ვი ძა­ლი­ან ბევ­რი წყა­რო­დან იღებს გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა იმ­პულ­სებს, მა­გა­ლი­თად, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ად­გი­ლის შეც­ვ­ლა – ბევ­რი მი­დის ხოლ­მე სო­ფელ­ში, მთა­ში, ზღვა­ზე თუ ახ­ლო­ბელ­თან და ნა­თე­სა­ვებ­თან და ა.შ. ეს, თა­ვის­თა­ვად არის ბავ­შ­ვის­თ­ვის ბევ­რი რა­მის მიმ­ცე­მი. ჩვენ იმა­ზე არ უნ­და ვი­ნერ­ვი­უ­ლოთ, რომ ბავ­შ­ვი მოს­წყ­და მა­ინ­ც­და­მა­ინც იმ კედ­ლებს, სა­დაც რო­გორ­მე თავ­ში უნ­და ჩა­ვუ­დოთ ცოდ­ნა და ამ პე­რი­ოდ­ში ვე­ღარ გან­ვი­თარ­დე­ბა. არა, ეს ასე არ არის. ზაფხუ­ლის პე­რი­ო­დის მო­გო­ნე­­ბი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი რამ სა­ხა­ლი­სოდ გაგ­ვახ­სენ­დე­ბა, რაც შეგ­ვიძ­ლია შე­ვა­ფა­სოთ რო­გორც ჩვენი პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო რამ, მათ შო­რის, კითხ­ვაც. მე, რო­გორც კითხ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ასე ვიტყ­ვი, რომ წიგ­ნებ­საც თუ წა­ი­კითხა­ვენ ზაფხულ­ში ბავ­შ­ვე­ბი, და უცი­ლებ­ლად უნ­და წა­ი­კითხონ, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა.

📚 წიგ­ნე­ბის კითხ­ვის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი აქ­ტო­რე­ბი მშობ­ლე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ

მშობ­ლებ­ზეც მინ­და გითხ­რათ რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვით. ამ საქ­მი­ა­ნო­ბის, ანუ წიგ­ნე­ბის კითხ­ვის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი აქ­ტო­რე­ბი მშობ­ლე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა ასა­კის არი­ან მა­თი შვი­ლე­ბი, მშობ­ლის რო­ლი მა­ინც ძა­ლი­ან დი­დია. თუ­კი სკო­ლამ­დე­ლი ასა­კი­საა ბავ­შ­ვი, მშობ­ლე­ბი ვუ­კითხავთ მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნებს, ტექ­ს­ტებს, ანუ ერ­თად ვკითხუ­ლობთ. ზაფხუ­ლის არ­და­დე­გებ­ზე შე­და­რე­ბით დიდ დროს ვა­ტა­რებთ ბავ­შ­ვებ­თან, ამი­ტომ კითხ­ვა­საც შე­და­რე­ბით მე­ტი დრო უნ­და და­ვუთ­მოთ. შემ­დეგ გან­ვი­ხი­ლავთ ნა­წარ­მო­ე­ბებს, შე­კითხ­ვებს ვსვამთ, სიტყ­ვებს ვაკ­ვირ­დე­ბით, პერ­სო­ნა­ჟებ­ზე ვფიქ­რობთ და ა.შ. მე მგო­ნი, აღა­რა­ვის სჭირ­დე­ბა ამის რჩე­ვა, რომ ასეთ მე­თოდს ძა­ლი­ან დი­დი ეფექ­ტი აქვს ბავ­შ­ვის გან­ვით­რე­ბის­თ­ვის. მა­ში­ნაც კი, რო­ცა ბავ­შ­ვი თვი­თონ და­იწყებს კითხ­ვას, ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა, თუ­კი ისევ გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ მის­თ­ვის წიგ­ნე­ბის კითხ­ვას, ოღონდ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უკ­ვე ერ­თად გა­მოგ­ვი­ვა კითხ­ვის პრო­ცე­სი — ხან ჩვენ წა­ვი­კითხავთ და ხან ის. წიგ­ნებ­ზე ფიქ­რ­სა და მსჯე­ლო­ბა­საც, რა თქმა უნ­და, ისევ ერ­თად წარ­ვ­მარ­თავთ. ესეც ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა უკ­ვე მოზ­რ­დი­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. ამ ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია წიგ­ნე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა სა­კითხა­ვის შერ­ჩე­ვი­სას. ბავ­შ­ვებს არ აქვთ სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად იყი­დონ წიგ­ნე­ბი, ამი­ტომ, უნ­და ვე­ცა­დოთ, მათ­თან ერ­თად დავ­გეგ­მოთ და შე­ვარ­ჩი­ოთ არ­და­დე­გებ­ზე სა­კითხა­ვიც.

კი­დევ ერ­თი რამ – და­ვინ­ტე­რეს­დეთ ხოლ­მე რას კითხუ­ლო­ბენ ისი­ნი, რა დას­კ­ვ­ნე­ბი გა­მო­აქვთ, რო­გორ მოს­წონთ ან არ მოს­წონთ და ა.შ. ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნი გა­მო­დის, რო­მე­ლიც, მა­გა­ლი­თად, მე არ მაქვს წა­კითხუ­ლი, ბევ­რი ახ­ლა იწე­რე­ბა, ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა მშობ­ლებს არ ექ­ნეთ ინ­ფორ­მა­ცია იმ ახალ წიგ­ნებ­ზე, რო­გო­რიც აქვთ, მა­გა­ლი­თად, სა­ბავ­შ­ვო კლა­სი­კა­ზე. სა­სურ­ვე­ლია, დი­ა­ლო­გი გავ­მარ­თოთ ხოლ­მე ბავ­შ­ვებ­თან, ვთხო­ვოთ, ჩვენც გაგ­ვაც­ნონ ახა­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი.

📚 რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ წიგ­ნე­ბი შვი­ლე­ბის­თ­ვის

და მა­ინც, ხში­რად კითხუ­ლო­ბენ მშობ­ლე­ბი, რა წიგ­ნე­ბი უყი­დონ ბავ­შ­ვებს. და­ვიწყოთ იმით, რომ ქარ­თუ­ლი თუ უცხო­უ­რი კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რა თქმა უნ­და, რჩე­ბა ფა­ვო­რი­ტად, სხვა­თა შო­რის, გა­ყიდ­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც ლი­დე­რობს. რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, ბევ­რი ახა­ლი წიგ­ნი გა­მო­დის, ითარ­გ­მ­ნე­ბა უცხო­უ­რი ენე­ბი­დან და, ჩვენ­და სა­სი­ხა­რუ­ლოდ, ქარ­თუ­ლა­დაც იწე­რე­ბა. ამი­ტომ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ აღარ ჭირს ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი სა­კითხა­ვის მო­ძი­ე­ბა და შე­ძე­ნა. ბევრ ცნო­ბილ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­საც, მათ შო­რის სა­ბავ­შ­ვო გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­საც, აქვს ასა­კობ­რი­ვი გა­მო­ცე­მე­ბი, მა­გა­ლი­თად, 6 წლამ­დე ან 6-7 წლის ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და ა.შ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შეგ­ვიძ­ლია პირ­და­პირ ასა­კობ­რი­ვი მი­თი­თე­ბე­ბით გან­ვ­საზღ­ვოთ ხოლ­მე თუ რა წა­ვა­კითხოთ შვი­ლებს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თუ­კი მე­სა­მეკ­ლა­სელს წა­კითხუ­ლი არ აქვს უფ­რო და­ბა­ლი ასა­კის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი წიგ­ნი, აუცი­ლებ­ლად შევ­თა­ვა­ზოთ წა­სა­კითხად. რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ­კი ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად შე­არ­ჩევთ მშობ­ლე­ბი წიგ­ნებს წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში და მათ­თან ერ­თად ივაჭ­რებთ, ერ­თობ­ლი­ვად მი­ი­ღებთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას.

📚 უნდა აწე­რინონ თუ არა ბავ­შ­ვებ­ს და­ვა­ლე­ბე­ბი არ­და­დე­გებ­ზე?

არ უნ­და აწე­რი­ნონ. პირ­ველ, რიგ­ში, მინ­და და­ვამ­შ­ვი­დო მშობ­ლე­ბი და ვუთხ­რა, რომ სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რია, არ იშ­ფო­თონ იმის გა­მო, რომ სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­დე­ბა, თუ მა­თი შვი­ლე­ბი რვე­ულ­ში და­ვა­ლე­ბებს არ და­წე­რენ. რო­დე­საც დას­ჭირ­დე­ბა ბავშვს კვლავ ასე­თი ოპე­რა­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბა, ანუ და­წე­რა, ის ნელ-ნე­ლა კვლავ გა­მო­ი­ყე­ნებს წე­რით უნა­რებს. თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა ბავ­შ­ვე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის წე­რით აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თ­ვა, ოღონდ ისე არა, რომ: და­ჯე­ქი ახ­ლა და ამ რვე­ულ­ში ეს წიგ­ნი გა­და­წე­რე და ა.შ. შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბის მო­ფიქ­რე­ბა, რო­მელ­შიც ბავ­შ­ვიც სი­ხა­რუ­ლით ჩა­ერ­თ­ვე­ბა და უფ­რო­სიც. მა­გა­ლი­თად, გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა — ერ­თად და­ვამ­ზა­დოთ წიგ­ნე­ბი, გა­დავ­კე­ცოთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფურ­ც­ლე­ბი, რამ­დე­ნი­მე გვერ­დი შევ­ქ­მ­ნათ, დავ­ხა­ტოთ და დავ­წე­როთ, სხვა­დას­ხ­ვა წიგ­ნის მი­ხედ­ვით, ტექ­ს­ტი, ში­ნა­არ­სი, გა­ვა­ფორ­მოთ და ა.შ.; ან ჩვენ თვი­თონ მო­ვი­ფიქ­როთ რა­ღაც ამ­ბა­ვი გა­მო­გო­ნილ პერ­სო­ნა­ჟებ­ზე. ამ და სხვა მსგავს სა­ხა­ლი­სო წე­რით აქ­ტი­ვო­ბებ­საც თუ შევ­თა­ვა­ზებთ ბავ­შ­ვებს, ეს გა­ცი­ლე­ბით სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა მათ­თ­ვის, ვიდ­რე და­ვა­ლე­ბე­ბის წე­რა.

📚 რო­გორ იმუ­შა­ოს მშო­ბელ­მა და მას­წავ­ლე­ბელ­მა გარ­კ­ვე­უ­ლი ჩა­მორ­ჩე­ნის მქო­ნე ბაშ­ვებ­თან ზაფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში?

თუ ავი­ღებთ ტი­პურ შემ­თხ­ვე­ვას, სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც უნ­და, რომ სა­მი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ში, ამა თუ იმ მოს­წავ­ლემ რა­ღაც გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოს, ჩე­მი აზ­რით, ამის ცრუ მო­ლო­დი­ნი არ უნ­და შექ­მ­ნას არც მას­წავ­ლე­ბელ­მა და არც მშო­ბელ­მა. ზაფხულ­ში ბავშვს გა­ვა­ტა­ნოთ სა­მი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კე­თე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მას რა­ღაც უნა­რებს გა­უ­უმ­ჯო­ბე­სებს, ეს სწორ მო­ლო­დი­ნად არ მეჩ­ვე­ნე­ბა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც — პირ­ველ რიგ­ში, არ ინერ­ვი­უ­ლოთ იმის გა­მო, რომ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­წავ­ლე­ბელს არ აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა თქვენს შვი­ლებ­თან, თუ­კი რა­მით შე­გიძ­ლი­ათ დახ­მა­რე­ბა, ეს წიგ­ნის კითხ­ვაა – უკითხეთ შვი­ლებს წიგ­ნე­ბი, თვი­თო­ნაც ჩარ­თეთ კითხ­ვის პრო­ცეს­ში, ერ­თობ­ლი­ვად წე­რეთ და ხა­ტეთ სა­ხა­ლი­სო თე­მებ­ზე, წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟებ­ზე. ასე­თი სა­ხით მუ­შა­ო­ბა, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან კარგ შე­დეგს მოგ­ვ­ცემს. მაგ­რამ, კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა, თუ მოს­წავ­ლეს სახ­ლ­ში და­წე­რილ გეგ­მას გა­ვა­ტანთ – რა უნ­და შე­ას­რუ­ლოს არ­და­დე­გებ­ზე.

📚 არ და­ვი­ვიწყოთ რა არის ბავ­შ­ვის­თ­ვის არ­და­დე­გე­ბი

პი­რა­დად მე რაც მახ­სენ­დე­ბა არდა­დე­გებ­ზე, ეს იყო დი­დი სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზარ­მა­ცი მოს­წავ­ლე არ ვი­ყა­ვი და კარ­გა­დაც ვსწავ­ლობ­დი, არ­და­დე­გე­ბი ჩემ­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის დი­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო. უნ­და ვე­ცა­დოთ, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თ­ვის ასე­თი­ვე იყოს ეს პე­რი­ო­დი. თუ ბავშვს სა­სარ­გებ­ლო და სა­ინ­ტე­რე­სო, მათ შო­რის, შე­მეც­ნე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით დავ­ტ­ვირ­თავთ, მერ­წ­მუ­ნეთ, ამით კი­დევ უფ­რო ბედ­ნი­ერს გა­ვ­ხ­დით ბავ­შ­ვის­თ­ვის არ­და­დე­გებს. ოღონდ ბედ­ნი­ერს და არა და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბით დას­ტ­რე­სილს. აკე­თე­ბი­ნეთ ის, რაც მას მოს­წონს. იმის მიღ­წე­ვა, რომ არ­და­დე­გე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დეს, მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი – სხვა­დას­ხ­ვა ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბით, თა­ნა­ტო­ლებ­თან შეხ­ვედ­რე­ბით, მათ შო­რის, არა თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან, ახა­ლი ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბით, გა­სე­ირ­ნე­ბით და სხვ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა ბავშვს გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­და­დე­გებ­ზე ბავ­შ­ვებ­თან არ იმ­ყო­ფე­ბით, იმი­თაც თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბით, რო­გო­რია მა­თი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა და სთხოვთ შვი­ლებს, მო­გითხ­რონ, აბა, რა მოხ­და დღეს? რა გა­ა­კე­თე, რო­გორ ითა­მა­შე? ესეც ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა, რად­გან თხრო­ბა ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო და სა­ინ­ტე­რე­სო კომ­პე­ტენ­ციაა თა­ვის­თა­ვად. მით უმე­ტეს, თუ მო­შო­რე­ბუ­ლი ხართ მათ­გან, შე­იძ­ლე­ბა სთხო­ვოთ ბავ­შ­ვებს, მოგ­წე­რონ სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლი, რა მოხ­და დღეს? ესეც, რა თქმა უნ­და, და­ეხ­მა­რე­ბა ბავშვს გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ეს პრო­ცე­სი მათ­თ­ვის კი­დევ უფ­რო სა­სარ­გებ­ლოს გახ­დის ზაფხულს, სი­ა­მოვ­ნე­ბას­თან ერ­თად.

📚 მშობ­ლე­ბის, ოჯა­ხის გავ­ლე­ნა კითხ­ვის შეყ­ვა­რე­ბა­ში

ეს ჩვე­ნი მო­გო­ნი­ლი არ არის და არა­ერ­თი კვლე­ვით დას­ტურ­დე­ბა, რომ იმ ოჯა­ხის შვი­ლე­ბი, სა­დაც მე­ტი წიგ­ნია, სა­დაც კითხუ­ლო­ბენ და სა­უბ­რო­ბენ წიგ­ნებ­ზე, სა­დაც ბავ­შ­ვებს უკითხა­ვენ წიგ­ნებს, უკე­თეს მიღ­წე­ვებს ავ­ლე­ნენ ზო­გა­დად სწავ­ლის დროს და კერ­ძოდ, კითხ­ვი­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­ვუს­ვამ ხაზს იმას, რომ დღეს ასა­კობ­რი­ვად შე­სა­ბა­მი­სი წიგ­ნე­ბის შერ­ჩე­ვა-შე­ძე­ნა არ ჭირს, დი­დი არ­ჩე­ვა­ნია და არც ისე­თი ძვი­რია, რომ ოჯა­ხე­ბის უმე­ტე­სო­ბამ (თუ ყვე­ლამ არა) ვერ შეძ­ლოს მა­თი შე­ძე­ნა. მთა­ვა­რია, დღე­ში 20 წუ­თი გა­მოვ­ნა­ხოთ იმის­თ­ვის, რომ წა­ვუ­კითხოთ ან მათ­თან ერ­თად წა­ვი­კითხოთ. ასე­თი მიდ­გო­მა ნამ­დ­ვი­ლად აღ­მოფხ­ვ­რის იმ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, მა­გა­ლი­თად, წიგ­ნი­ერ ოჯა­ხებ­სა და ისეთ ოჯა­ხებს შო­რის, სა­დაც წიგ­ნე­ბი არ აქვთ ან ნაკ­ლე­ბად კითხუ­ლო­ბენ. სხვა­თა შო­რის, ერ­თხელ წა­კითხ­ვას არ უნ­და დავ­ჯერ­დეთ, ერ­თი და იმა­ვე წიგ­ნის ბევ­რ­ჯერ წა­კითხ­ვა გა­ცი­ლე­ბით სა­სარ­გებ­ლოა ხოლ­მე, ახ­ლად წა­კითხ­ვის დროს, ყო­ველ ჯერ­ზე, ახალ რა­მეს აღ­მო­ა­ჩე­ნენ ბავ­შ­ვე­ბი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები